სწრაფი და უსაფრთხო გახდომა: აი, რომელი ჩირი უნდა მიირთვათ

1414

ქალბატონებმა, რომლებსაც გახდომა სურთ, უნდა შეამცირონ რაციონის კალორაჟი და დაუმატონ მას ისეთი პროდუქტი, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებს. ამაში დაგეხმარებათ კეფირი ჩირთან ერთად.

ნივთიერებათა ცვლა რომ დარეგულირდეს, უნდა იკვებოთ დაყოფით, დღეში 5-6ჯერ. აქედან  საკვების ორი მიღების ჩანაცვლება შესაძლებელია კეფირითა და ჩირით. ეს შეიძლება იყოს სამხარი და ლანჩი, ერთი საუზმესა და სადილს, მეორე კი – სადილსა და ვახშამს შორის.

ჩირების სასარგებლო თვისებები

მთავარი ამ სასმელში რძემჟავის პროდუქტია. აუცილებელი არაა კეფირის აღება. მისი ჩანაცვლება შეიძლება ნატურალური მაწვნით. აუცილებელია, პროდუქტი შეიცავდეს რძემჟავის ბაქტერიებს. შემადგენლობით, ისინი ჰგვანან პრობიოტიკებს, მიკროორგანიზმებსა და მიკრობული წარმომავლობის ნივთიერებებს, რომლებსაც ორგანიზმი გამოიმუშავებს.

როცა მეტაბოლიზმი არაა დარღვეული, ისინი ნაწლავის მიკროფლორაში საკმარისი რაოდენობით მოიპოვება. ხოლო როცა ნივთიერებათა ცვლა პრობლემატურია, კეფირი დაგვეხმარება მათ გადაწყვეტაში.

თუ კეფირს ჩირსაც დაუმატებთ, მიიღებთ ბაქტერიებისა და ცელულოზის საკვებ ნაზავს, რომელიც აუცილებელია ნაწლავის სრულყოფილი პერისტალტიკისთვის.

კეფირი კურაგით – გამომშრალი გარგარი გვეხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს, სასარგებლოა თვალებისთვისაც. ჩირი მდიდარია А ვიტამინით, რომლის გარეშეც ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელია.

კეფირი ქლიავის ჩირით – ეს ჩირი შეიცავს დიდი რაოდენობით რეტინოლს, ასკორბინის, ნიკოტინისა და ფოლიუმის მჟავას, ალფა-ტოკოფეროლსა და ქოლინს, ისეთ მიკროელემენტებს, როგორებიცაა ფოსფორი, მაგნიუმი და კალიუმი. ჩირი სასარგებლოა ყაბზობის, ავიტამინოზის, ნერვული სისტემის აშლილობის დროს. აღადგენს დაქვეითებულ შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ეფექტურად ებრძვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ადრეულ სტადიაზე.

კეფირი ლეღვის ჩირით – ლეღვის ჩირი მედიცინაში ონკოლოგიური დაავადების საწინააღმდეგო საშუალებად გამოიყენება, ასევე, აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ცხოველქმედებას. ლეღვი შეიცავს სპილენძს, რკინას, მაგნიუმს, კალციუმს, კალიუმს, А და В ვიტამინებს. მასში მოიპოვება ფერმენტი ფიცინიც, რომელიც ამცირებს სისხლის შედედებადობას და გაიწოვს სისხლძარღვოვან თრომბებს.

კეფირი ქიშმიშით სასარგებლოა მხედველობის გაუმჯობესებისთვის, ნაწლავის გაუვალობის სამკურნალოდ, ნერვული აშლილობების აღსაკვეთად, სისხლნაკლებობასთან ბრძოლის დროს, აკონტროლებს წონას მავნე ქოლესტერინის დონის შემცირების ხარჯზე. მასში დიდი რაოდენობით რკინა, ბორი, В ვიტამინი, კალციუმი, ბეტა-კაროტინი, ფენოლური ნაერთებია.

ჩირის სარგებელი ორგანიზმისთვის ფასდაუდებელია, თუმცა, იგი ზომიერად უნდა მოიხმაროთ, რამდენადაც მაღალკალორიული პროდუქტია. საჭირო ეფექტის მისაღებად საკმარისია ერთი მუჭა ან ერთი ჭიქა ჩირი ერთ მიღებაზე.