ამ მარტივი მეთოდის დახმარებით პიგმენტურ ლაქებს უსწრაფესად მოიშორებთ

3643

ამ მალამოს რეცეპტი ერთმა ქალმა მასწავლა. მისი დახმარებით სახეზე არა მხოლოდ პირგმენტურ ლაქებს, არამედ მეჭეჭებსაც მოიშორებთ. ამ უკანასკნელის ჭეშმარიტებაში ეს ქალი საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა.

აიღეთ 1 ს/კ აბუსალათინის ზეთი და სოდას დაუმატეთ. სოდა ძალიან ცოტა, დანის წვერით უნდა აიღოთ. ინგრედიენტები აურიეთ და მალამო პიგმენტურ ლაქაზე წაისვით. თუ ამ საშუალების მთელი ღამე გაჩერებას აპირებთ, მალამო სახეზე ბაქტერიოციდული პლასტირით დაიმაგრეთ.

უკვე პირველივე გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ, რომ კანი უფრო ნათელი, დატენიანებული და გლუვი გახდა.

ასეთი მალამოს გამოყენების წინ ინგრედიენტების მიმართ ალერგიაზე ტესტი უნდა ჩაიტაროთ. ამისთვის მზა საშუალება ნაკეცზე დაიდეთ, ცოტა ხანი გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ. თუ კანზე კვალი ან გაღიზიანება არ დარჩა, მაშინ მალამო თამამად გამოიყენეთ.