ლავანდას სახის ლოსიონი – მოამზადეთ მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება სახლის პირობებში

1940

ლავანდას სახის ლოსიონი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მაკიაჟის მოსაშორებელი ან კანის დამატენიანებელი. ლოსიონის შემადგენლობაში შედის ჟოჟობას ზეთი, რადგან ის წარმოუდგენლად მკვებავია, და გარგარის ზეთი, რადგან ის კანზე ნაზად ზრუნავს, ანტიოქსიდანტებს შეიცავს და დერმას ატენიანებს. აღსანიშნავია, რომ კანზე ნაზი მოქმედების გამო გარგარის ზეთს ბავშვთა კოსმეტიკაში ხშირად იყენებენ.

ინგრედიენტები:

  • 45 გრ ლავანდას წყალი (შეგიძლიათ შეიძინოთ ან თავად მოამზადოთ)
  • 3 გრ ჟოჟობას ზეთი
  • 2 გრ გარგარის ზეთი
  • 1 გრ EmulG ემულგატორი
  • 1 გრ Cosgard კონსერვანტი
  • ბოთლი

ლავანდას სახის ლოსიონი შეგიძლიათ კონსერვანტების გარეშე მოამზადოთ, თუმცა მაშინ მის გამოყენებას მხოლოდ 2 დღით შეძლებთ.

კიდევ ერთი მომენტი. თუ კოსმეტიკური საშუალების სახლის პირობებში მომზადება გადაწყვიტეთ, თქვენ სააფთიაქო ან სხვა ზუსტი სასწორი დაგჭირდებათ.

ლავანდას სახის ლოსიონის მომზადება

1. ცივ ლავანდას წყალს ზეთი და ემულგატორი დაუმატეთ. ხელით ან ყავის მოსამზადებელი ელექტრო სათქვეფის დახმარებით აურიეთ.

2. კონსერვანტები დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

3. სტერილურ ბოთლში მზა ლავანდას საშუალება ჩაასხით. ბოთლის სტერილიზაციას ჩვეულებრივი მდუღარე წყლით შეძლებთ.

როგორ გამოვიყენოთ ლავანდას სახის ლოსიონი

გამოყენების წინ ლოსიონის ბოთლი აუცილებლად კარგად შეანჯღრიეთ.

ცოტა საშუალება ბამბის დისკზე დაიტანეთ და მსუბუქი წრიული მოძრაობით მაკიაჟი მოიშორეთ ან ლოსიონი სუფთა სახეზე წაისვით, თუ გსურთ გამოიყენოთ, როგორ სახის მოსავლელი კოსმეტიკა.