ბორის მჟავა – მცენარეების დამხმარე, რომელიც მოსავალს 25 %-ით გაზრდის

4727

ბორი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც ნერგების წარმატებულად გასაზრდელად და მომავალი მოსავლის ასაღებად აუცილებელია. ის ჟანგბადის ტრანსპორტირებას ახდენს და მცენარის იმუნიტეტს ზრდის. ამ ნივთიერების დეფიციტი მცენარის ზრდის შეფერხებას და ჭკნობას იწვევს. ზოგიერთი ყვავილი, როგორიცაა ვარდი, გლადიოლუსი და გეორგინა საგაზაფხულო სასუქის მიღებაზე კარგად რეაგირებს. დღეს ვივიენი გიამბობთ, როგორ გამოთვალოთ დოზა სწორად და როგორ მიაწოდოთ მცენარეს სასუქი.

ბორის მჟავის დეფიციტის ნიშნები

თუ შეამჩნიეთ, რომ მცენარის ფოთლებზე დამწვრობის მსგავსი თეთრი ლაქები გაჩნდა, ღეროები გამუქდა ან ფესვის ზედა ნაწილი ლპება, ნასკვები დასცვივდა ან ყვავილებს არასწორი ფორმა აქვთ – ყველაფერი ეს ბორის მჟავის დეფიციტზე მიგითითებთ. სიტუაციის გამოსწორებას მარტივად შეძლებთ, თუ ბორის მჟავის დახმარებით მცენარეს სწორად დაამუშავებთ.

ბოსტნეულისთვის:

კომბოსტო, პომიდორი და კიტრი ბორის მჟავის მიღების შემდეგ 25%-ით უფრო მეტ მოსავალს იძლევა. ყველა მეთოდის მოსამზადებლად საჭიროა ცხელი წყალი, ცივში ბორი არ იხსნება. შეგიძლიათ კონცენტრირებული ცხელი ხსნარი მოამზადოთ, შემდეგ კი ცივ წყალში გახსნათ.

რამდენიმე მეთოდით გამოიყენეთ:

1. მცენარის თესლი ხსნარში 12 საათით დაასველეთ. 1 ლ წყალზე 0,2 გრ ბორის მჟავა აიღეთ.

2. მცენარის გადარგვის დროს ნიადაგს ბორის მჟავის ხსნარით რწყავენ. ამისთვის 10 ლ წყალზე 2 გრ ბორის მჟავა გამოიყენეთ.

3. ფოთლების მე-3 ფაზის დროს საფრქვეველათი დანამეთ. აიღეთ 5 გრ მჟავა და 10 ლ წყალი.

ასე მცენარის იმუნიტეტს გაზრდით და გააძლიერებთ.

ყვავილებისთვის:

გამძლეობისთვის სანამყენე კალამი 20 გრ ბორის მჟავისა და 10 ლ წყლის ხსნარში დაასველეთ. 3 წუთი საკმარისი იქნება, რომ სოკოს განვითარების რისკი შეამციროთ. ასევე კვირტების სწორი ფორმირებისთვის ვარდს გამოკვება სჭირდება, ასე უფრო მსხვილი და სწორი იქნება. ამისთვის 1 გრ ბორის მჟავა 1 ლ წყალში გახსენით.

გეორგინა და გლადიუსიც სასუქზე კარგად რეაგირებენ. ისინი სწრაფად გაიზრდებიან და აყვავილდებიან, ხოლო ბოლქვები ზომებში გაიზრდება. თუ კალიუმის პერმანგანატს დაუმატებთ, ყვავილებს მთელ რიგ დაავადებას მოაშორებთ და პროფილაქტიკას ჩაატარებთ. ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2 გრ ბორის მჟავა, 5 გრ კალიუმის პერმანგანატი და 10 ლ წყალი. მე-3 ფაზაში ფოთლები დანამეთ.

პროფილაქტიკა

მცენარეს დააკვირდით. თუ ფოთლებზე მცირე ცვილებები შენიშნეთ, მაგალითად, ნეკროზი, ნაყოფის ან აღმონაცენის ლპობა, ფოთლები თამამად დანამეთ და სასუქი მიაწოდეთ. ამის შემდეგ მოსავალი დიდხანს არ დააყოვნებს!

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.