80 წლის ბებიამ ფსორიაზის სამკურნალო უებარი რეცეპტი მასწავლა, მისი დღემდე მადლობელი ვარ.

122032

ჩემი ვაჟი ექვსი წლის იყო, ხელებზე გამონაყარი პირველად რომ გაუჩნდა. ექიმიდან ექიმთან დავატარებდით, ვიდრე ერთ-ერთმა ფსორიაზი არ იეჭვა. რამდენი ხანში ეჭვი გამართლდა. ამ დაავადების სამკურნალო თუ რამ არსებობდა, არაფერი დაგვიკლია და რამდენიმე თვეში გამონაყარმაც გაუარა.
იმ ზაფხულს მთაში ვისვენებდით. ერთ დღეს იქაურმა ბიჭებმა მიტოვებული ნასახლარის დასათვალიერებლად წაიყვანეს. მოუვლელ ეზოში, მაღალ ბალახში, გველი დაუნახავს და ძალიან შეშინებია.
მეორე დილას ხელებზე ისევ გამოაყარა, თანაც უფრო მეტად, ვიდრე მკურნალობამდე ჰქონდა. შევწუხდით. დიასახლისმა, 80 წლის ქალბატონმა, შეგვატყო უგუნებობა, ბავშვის ხელები მაჩვენეთო, გვითხრა, შემდეგ დაგვამშვიდა და ეს წამალი გვასწავლა:

 

  • ვიღებთ 100 გრამ მოცვის ნაყოფს, ვასხამთ 500 მლ წყალს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და წამოვადუღებთ. 5 წუთის შემდეგ ცეცხლს ვაქრობთ და ჭურჭელს ვფუთავთ, 5-7 საათის შემდეგ კი გადავწურავთ.
    ფსორიაზის გამწვავებისას ნახარშში ვასველებთ დოლბანდს და დილა-საღამოს ვიფენთ დაზიანებულ კანზე. დღეს ჩემი ვაჟი უკვე 34 წლისაა. საკმარისია, გამონაყარმა თავი იჩინოს, რომ უმალვე მოცვის საფენებს იკეთებს და კანიც ეწმინდება.

გთავაზობთ კიდევ რამდენიმე რეცეპტს:

  • დაზიანების კერებზე წაისვით ქრისტესისხლას წვენი. ის აშორებს ფუფხს და გამონაყარს სწრაფად აცხრობს.
  • დამაამებელი უნარი აქვს ფარსმანდუკის აბაზანებსაც: ფარსმანდუკი ცხელ წყალში უნდა ჩაყაროთ და შემდეგ ამ წყლის აბაზანა მიიღოთ.
    ეგზემური და ფსორიაზული გამონაყარის ჩასაცხრობად ძალიან კარგია არყის ხის კვირტების 10-30 პროცენტიანი მალამო.