პროფესორი ვესტონ პრაისი 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა აბორიგენებთან ერთად, რათა მათი საიდუმლო ამოეხსნა

1434

ბოლო წლებში სამყაროს ცხოვრების ჯანსაღი წესი მართავს. ჩვენ სულ უფრო ვცდილობთ, მივირთვათ ჯანსაღი საკვები, ყურადღებით ვკითხულობთ პროდუქტის შემადგენლობას, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენს დროში ყველაზე მავნე საკვები ნივთიერებების რაოდენობა. ვიღებთ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს, თუმცა, სტომატოლოგიის შემოსავალი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, რადგან თანამედროვე ადამიანებს კბილები ჯერ კიდევ მანამდე უფუჭდებათ, სანამ ზრდასრულ ასაკს მიაღწევენ.

კბილების პრობლემას თანამედროვე ქალაქების მცხოვრებლებში იკვლევდა ამერიკელი სტომატოლოგი ვესტონ პრაისი, რომელიც ჩვენი პლანეტის ყველაზე იზოლირებულ კუთხეებში მოგზაურობდა, რათა შეესწავლა ცივილიზაციას მოწყვეტილი მოსახლეობის კბილები. ველურების კვებას იგი 10 წლის მანძილზე აკვირდებოდა.

წინასწარ ვიტყვით: აბორიგენებს კბილები შესანიშნავ მდგომარეობაში აქვთ, თუმცა, ამავდროულად, მემკვიდრული წინასწარგანწყობილება და ტკბილეული არაფერ შუაშია თანამედროვე ქალაქების მაცხოვრებელთა კბილების პრობლემასთან.

კბილების ჯანმრთელობა

აღმოჩნდა, რომ კარიესი თანამედროვე დაავადებაა და არ არსებობს არავითარი დამამტკიცებელი წყარო იმისა, რომ იგი ჩვენამდე არსებობდა. თავის კვლევაში, პროფესორი პრაისი აღწერს ტრადიციულად მცხოვრებ ესკიმოსებს, ინდიელ ტომებს, ავსტრალიელ აბორიგენებს, ახალზელანდიელ მავრებს, ძირეულ აფრიკელ ტომებსა და შვეიცარიის ლეჩენტალის ველზე მცხოვრებლებს.

ველურთა თითოეულ რეგიონში, რომელშიც სტომატოლოგი იმყოფებოდა, იგი პოულობდა სოფლებს, სადაც ყველა მაცხოვრებელი, ჯანმრთელობის მხრივ, პრაქტიკულად, სრულყოფილნი იყვნენ.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მათ არ აწუხებდათ კბილის კარიესი, ხოლო ძალიან დაახლოებული და გამრუდებული კბილების პრობლემები, რომლებიც ორთოდონტებს ამდიდრებს, საერთოდ არ არსებობდა. მოხუც ადამიანებსაც კი, ემალის სრულად მოცვეთის შემდეგ, პულპა სრულად ენახებოდათ – ეს ხელს უშლიდა ორგანიზმში ბაქტერიების მოხვედრას. პროფესორმა აღმოაჩინა პირდაპირი კავშირი კბილების მდგომარეობასა და ყოველდღიურ რაციონს შორის.

ექიმმა შენიშნა, რომ ყველაზე ჯანმრთელი ის ხალხი იყო, რომელიც ცხიმხსნად აქტივატორებს რძის სხვადასხვა პროდუქტისგან იღებდა. ასეთები იყვნენ შვეიცარიის ალპების, არაბეთისა და აზიის აბორიგენები, რომლებიც ცხვირს, აქლემებისა და ძროხების რძით იკვებებოდნენ. მეორე ადგილას კი იმყოფებოდნენ ისინი, ვინც ცხოველების შინაგანი ორგანოებით, შინაური და გარეული ფრინველების კვერცხებით იკვებებოდნენ.

მათ მოსდევთ ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ზღვისპროდუქტს, წვრილ ცხოველებსა და მწერებს მიირთმევენ. ასევე, ექიმმა პრაისმა აღნიშნა, რომ კვლევების მანძილზე ის არასდროს შეხვედრია ისეთ ადამიანს, რომელიც ჯანმრთელი კბილებითა და ორგანიზმით გამოირჩეოდა და მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებებოდა.

ყველა აბორიგენი მოიხმარდა დიდი რაოდენობით ფერმენტირებულ პროდუქტსა და სანელებელს: თესლები, მარცვლები და თხილეული აუცილებლად ლბებოდა, ამოცენდებოდა, მჟავდებოდა ან იხარშებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენებოდა საკვებად.

თანამედროვე ადამიანების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შიმშილს გრძნობენ არა ვიტამინებისა და მინერალების მიმართ, არამედ სითბოსა და ენერგიის მხრივ. ეს დაკავშირებულია ნიადაგის ხარისხთან, პროდუქტის დამუშავებასთან და სინთეტიკურ ვიტამინებთან. ექიმმა პრაისმა ახსნა, რომ ცივილიზაციას მოწყვეტილი ხალხის რაციონში ოთხჯერ უფრო მეტი წყალხსნადი ვიტამინი, კალციუმი  და ათჯერ უფრო მეტი ცხიმხსნარი მინერალია.

მათი მიღება მხოლოდ ცხოველური წარმომავლობის პროდუქტისგან(კარაქი, ხიზილალა, მოლუსკები, ხორცის სუბპროდუქტი, კვერცხი და ცხიმები) შეიძლება. ეს ქოლესტერინით მდიდარი პროდუქტია, რომელთაც მავნედ მივიჩნევდით. რეალურად, ისინი სასარგებლოა! ვეგეტარიანელთა უმრავლესობას В12-ის მუდმივი დეფიციტი აქვთ, ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება კი დღეში ერთი ულუფა ხორცით ან თვეში ერთი ულუფა მოლუსკებით შეიძლება.

ვესტონი თვლის, რომ საუკეთესო პროდუქტი ვიტამინებისა და მინერალების ასათვისებლად – ნატურალური ნაღების კარაქია. საუკეთესო ეფექტის მისაღებად, შეურიეთ იგი თანაბარი რაოდენობის ვირთევზას ღვიძლს. ამასთან, ეს არ მოგცემთ თევზის ქონის ჭარბად მოხმარების საშუალებას, რაც თქვენი ჯანმრთელობისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს.

ასევე, ბევრი პროდუქტია მდიდარი ვიტამინებით, თუმცა ღარიბი – მინერალებით. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ყოველდღიური რაციონის შედგენისას.

მაგალითად, ფოსფორის დღიური ნორმის მისაღებად უნდა შეჭამოთ 30 კგ ვაშლი ან 15 ც ფორთოხალი, როცა იმავე დოზას 450 გ წიწიბურასგანაც მიიღებთ. ყველაზე სასარგებლო კვება – მრავალფეროვანი კვებაა.