მარწყვის რულეტი: ბამბასავით რბილი ბისკვიტი და დაუჯერებლად გემრიელი შიგთავსი

1654
რულეტებს არ ამზადებთ, რადგან გერთულებათ? რეალურად, აქ დიდი სიბრძნე არაა საჭირო. ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ მოამზადოთ ბისკვიტის რულეტი მარწყვით.

მისი ცომი ბუმბულივით ჰაეროვანი, ძალიან მსუბუქია. გემრიელი და არომატული ნაღებისა და მარწყვის შიგთავსი კი მარტივად მზადდება და არ ჟონავს.

გემრიელი ბისკვიტის რულეტი

ინგრედიენტები

  • 70 გ ფქვილი
  • 80 გ შაქარი
  • 5 კვერცხი
  • 1 ს.კ. სახამებელი
  • 200 მლ 33%-იანი ნაღები
  • 100 გ მარწყვი
  • 50 გ შაქრის პუდრა მოსართავად

მომზადება

1. აადუღეთ ქვაბში წყალი, ზემოდან დადგით ჭურჭელი, რომელშიც ცომს მოამზადებთ, გააცხელეთ იგი.

2. ათქვიფეთ გაცხელებულ ჭურჭელში კვერცხი, თანდათან დაუმატეთ შაქარი, თქვიფეთ 10 წუთის განმავლობაში. კვერცხი თითქმის მზადაა, როცა მის ზედაპირზე თითს მყარი კვალის დატოვება შეუძლია.

3. ნელ-ნელა, ისე, რომ მორევა არ შეწყვიტოთ, დაუმატეთ ფქვილი და სახამებელი. დააფინეთ საცხობ ფორმას პერგამენტი, ზემოდან დაასხით ცომი და გაათანაბრეთ.

5. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 7-10 წუთით.

6. გადადეთ ცხელი ფირფიტა ხელსახოცზე, მოხსენით ქაღალდი და შეახვიეთ რულეტი ხელსახოცთან ერთად, აცადეთ გაგრილება.

7. თანდათან შაქრის პუდრის დამატებით, ათქვიფეთ ნაღები მყარი პიკების მიღებამდე.

8. გარეცხეთ, დაჭერით და დაუმატეთ მარწყვი ნაღებს. მოურიეთ.

9. გახსენით გაგრილებული რულეტი და გადაანაწილეთ მასზე კრემი, დატოვეთ კუთხეებთან 2 სმ ცარიელი ადგილი.

10. დაახვიეთ რულეტი და მოაჭერით კუთხეები სწორად.

11. მორთეთ რულეტი შაქრის პუდრით და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.

გემრიელად მიირთვით!