იპოვე და გაანეიტრალე: როგორ აღმოვაჩინოთ დროულად ონკოლოგიური დაავადება

1793
იპოვე და გაანეიტრალე: როგორ აღმოვაჩინოთ დროულად ონკოლოგიური დაავადება

როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებების ზრდა მედიცინის დონის განვითარებასთან არის დაკავშირებული. თუ ადრე ადამიანები ინფექციური დაავადებებით იტანჯებოდნენ, ახლა მედიცინამ მათთან ეფექტურად ბრძოლა ისწავლა. ახლა ადამიანები საშუალოდ უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ხოლო კიბოთი დაავადების რისკი ასაკთან ერთად მატულობს. ამ დაავადების არ უნდა გეშინოდეთ, რადგან კიბოს სახეობების უმეტესობის განკურნება პოტენციურად შესაძლებელია, ხოლო რაც უფრო ადრე მოხდება დიაგნოზის დასმა, განკურნების ალბათობა მით უფრო იზრდება. მაგ., პირველ სტადიაზე დაავადებული პაციენტების 93%-ს მეტის, მეორე სტადიაზე – 75%, მესამეზე – 55% და ხოლო მეოთხეზე მხოლოდ 15%-ის განკურნებას ახერხებენ. სწორედ ამიტომ კვლევების რეგულარული ჩატარება ჯანმრთელობის შენარჩუნების გარანტიას წარმოადგენს.

სიმპტომები, რომლებმაც პირველ რიგში უნდა შეგაშფოთოთ
თუ ძუძუს კიბოზე ვსაუბრობთ, ექიმთან ვიზიტის მიზეზი მდგომარეობს ჯირკვლის სხვადასხვა ცვლილება, გადიდებული ვენები, კანზე გამონაყარი, ძუძუს თავიდან გადმოსული სითხე ან მის გარშემო კანის ცვლილება. ონკოლოგიური სიმსივნე პრაქტიკულად არასდროს არის მტკივნეული – ამიტომ მისი დიაგნოსტირება საწყის ეტაპზე რთულია.

20-30 წლის ასაკში, თუ არაფერი გაწუხებთ, დიაგნოზის დასასმელად საკმარისია გინეკოლოგთან და მამალოგთან ვიზიტი მინიმუმ წელიწადში 2-ჯერ, სასურველია შემოწმება და ნაცხის გამოკვლევა, რომ დისპლაზია ან საშვილოსნოს ყელის დაავადება თავიდან ავიცილოთ და სარძევე ჯირკვლის მდგომარეობა შეამოწმოთ. 40 წლის შემდეგ ამ გამოკვლევებს ულტრაბგერითი, ხოლო 50 წლის შემდეგ სარძევე ჯირკვლის მამოგრაფია უნდა დაუმატოთ.

თუ რაიმე სახის გართულება აღმოაჩინეს, არ ინერვიულოთ, უმეტესობა კეთილთვისებიანია. მათ მიეკუთვნება ქალთა ისეთი პათოლოგიები, როგორებიცაა ფიბრომა და კისტა. ისინი სიცოცხლისთვის საშიში არაა, თუმცა სამედიცინო ზედამხედველობას მოითხოვს. პათოლოგიების არსებობის შემთხვევაში შემოწმებები უფრო ხშირად უნდა ჩაიტაროთ.

რაც შეეხება კიბოს სხვა სახეობებს, გაითვალისწინეთ თუ პაციენტს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაავადებული მდგომარეობა აღენიშნება, რომელსაც მკურნალობის მიუხედავად შედეგი არ აქვს, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება აუცილებელია, რომ ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა გამოირიცხოს.

ფაქტორები, რომლებიც ონკოლოგიურ დაავადებებზე გავლენას ახდენენ
მავნე ჩვევები
ყველა სახის კიბოს საუკეთესო პროფილაქტიკას ჯანსაღი ცხოვრების სტილი წარმოადგენს. ცხიმიანი საკვების, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება, ასევე ნაკლები ფიზიკური აქტივობა ონკოლოგიური დაავადებების რისკს ზრდიან. არასწორი კვება ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კიბოს იწვევს, ხოლო თამბაქოს მოწევა ფილტვების, ბრონქების და ტრაქეალური კიბოს ალბათობას ზრდის.

საოჯახო ისტორია
გარკვეული სახის კიბო გენეტიკურად გადამდებია. თუ ოჯახში დედას, ბებიას, ან სხვა ნათესავს ვინმეს ძუძუს კიბო ჰქონდა, ჯობს მზად იყოთ.

BRCA1 და BRCA2 გენების მუტაციის არსებობა
ეს გენეტიკური დარღვევა საკვერცხის და ძუძუს კიბოს რისკს ზრდის. სპეციალური ლაბორატორიული ტესტის გარეშე მისი აღმოჩენა შეუძლებელია, სწორედ ამიტომ ხშირად ორსულობის დაგეგმვის დროს დეტალური გამოკვლევისას ხდება მისი აღმოჩენა.

ასაკი
ორივე სქესის ადამიანს კიბო ყველაზე ხშირად ზრდასრულ ასაკში ემართებათ, ანუ 50 წლის შემდეგ, ხოლო მენოპაუზის დროს ამ დაავადების განვითარების რისკი მაღალია.

ინდივიდუალური ფაქტორები
კიბოს რისკს ზრდის სხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ჰიპოთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, სუსტი იმუნიტეტი, ასევე დაგვიანებული მშობიარობა (ან მისი არ არსებობა).