პირში უსიამოვნო სუნის გამო მეუღლე ყოველ დილით მსაყვედურობდა. მოიშორეთ პრობლემა, გიყვებით გულახდილად.

3580

ენის მდგომარეობას თქვენ შესახებ ბევრი რამის თქმა შეუძლია. მაგალითად, ზოგჯერ ენაზე ნადები შეიძლება სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს. თუმცა პანიკაში ჩავარდნა არ ღირს, თუ ენაზე მსუბუქი თეთრი ნადები დაინახეთ. მსგავსი ნადები ხშირად იმის გამო ჩნდება, რომ თქვენ რაღაც სპეციფიკური შეჭამეთ ან დალიეთ. ასევე შეიძლება მოწევით იყოს გამოწვეული.

ასეთი მსუბუქი ნადები ხშირად სუნთქვის სისუფთავეზე გავლენას ახდენს. თუ მნიშვნელოვანი შეხვედრა ან საყვარელ ადამიანთან პაემანი გაქვთ დაგეგმილი, პირიდან უსიამოვნო სუნი მთელ რომანტიკულ ატმოსფეროს ჩაგიშლით.

სუფთა სუნთქვა

პირველ რიგში, უნდა გახსოვდეთ, რომ ყოველდღე ენის ჰიგიენური წმენდა ყველას არ სჭირდება. ეს უნდა გააკეთონ მხოლოდ იმ ადამიანებმა, რომელთაც პირში ნამდვილად უსიამოვნო სუნი აქვთ. ასეთ მოვლენას ჰალიტოზი ეწოდება.

გაქვთ თუ არა თქვენ ჰალიტოზი? ამის შემოწმება ძალიან მარტივია! აიღეთ კოვზი და ენაზე გადაატარეთ, ნადები აფხიკეთ. ამის შემდეგ კოვზს დასუნეთ. თუ სუნი არ დაგაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ დღეში 2-ჯერ ენა თამამად გაიწმინდოთ.

გახსოვდეთ, რომ ენის გაწმენდა ცალკე პროცედურა არაა. ის თქვენი ჰიგიენური ციკლის რეგულარული ნაწილი უნდა გახდეს. სჯობს ენა დილას და საღამოს გაიწმინდოთ. დღის განმავლობაში კი სუნთქვის გასაახლებელი სპრეი გამოიყენოთ. ასეთი ნივთის ჩანთით ტარება ძალიან კომფორტულია.

ენა აუცილებლად კბილების გახეხვის შემდეგ უნდა გაიწმინდოთ! სასურველია პროცედურა პირის ღრუს გამოვლებით დაასრულოთ. ამისთვის სპეციალური ხსნარი ან წყალი გამოიყენეთ.

რით შეიძლება ენის გაწმენდა

1. კბილის ჯაგრისი

ბევრი კბილის ჯაგრისი ენის გასაწმენდად გამოგადგებათ. ამისთვის, კბილის ჯაგრისს გარე მხრიდან სპეციალური უხეში ზედაპირი აქვს. თუმცა, თუ თქვენ სერიოზული ნადები გაქვთ, ჯაგრისი ნაკლებად ეფექტური იქნება.

2. საფხეკი ან კოვზი

ასეთი ინსტრუმენტის უპირატესობა მის ზომაშია. მისი დახმარებით ენაზე ნადებს სწრაფად და ეფექტურად მოიშორებთ. მისი ჩანთით ტარება კომფორტულია.

3. სპეციალური ენის საწმენდი ინსტრუმენტები

ბევრი კოსმეტიკური ფირმა სპეციალურ საწმენდ საშუალებებს უშვებს. უმეტესობა მათგანს უჩვეულო ფორმა აქვს, შესაძლოა ასეთი ვარიანტი თქვენ გამოგადგეთ.

ბევრს უჩნდება კითხვა, თუ დილით სუფთა სუნთქვას როგორ მიაღწიონ. ალბათ, გაღვიძებისას მიმხვდარხართ, რომ პირიდან არც თუ ისე სასიამოვნო სუნი გქონდათ.

ხშირად ამის მიზეზი პირის სიმშრალეა. ძილის წინ ბევრი წყლის დალევა სცადეთ და აუცილებლად ყველა ჰიგიენური პროცედურა ჩაიტარეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.