როგორი მეუღლეც გყავთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით — ისეთივე თანაცხოვრება გექნებათ მასთან!

1758

ნახეთ თითოეული ქალის დახასიათება მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესო ცოლი სწორედ თქვენი მეორე ნახევარია.

ვერძი

ვერძი არის დედოფალი, რომელსაც ყველაფერის გაკონტროლება უყვარს. ქალი ვერძისთვის ყველაფერი კონტროლთან და ძალაუფლებასთან არის დაკავშირებული.

მას წესები უყვარს. ვერძმა იცის, რომ არაპროგნოზირებად შესაძლებლობებს ფლობს და შედეგებზე იშვიათად ფიქრობს. მთავარია სასურველს მიაღწიოს!

კურო

კურო ძლიერი ქალია. ის ჯიუტია და ოცნებას ხელიდან არ უშვებს, სანამ თავად არსებობს. ქალ კუროს გამბედაობა აქვს ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ფეხზე მყარად იდგეს და დაიცვას ისინი, ვინც მას უყვარს.

მას ოქროს გული აქვს, რადგან ყოველთვის ცდილობს დაეხმაროს ყველას, ვისაც მისი დახმარება სჭირდება.

ტყუპები

ამ ნიშნის წარმომადგენელი ძალიან კრეატიულია. მას არასტანდარტულად აზროვნება შეუძლია და წარმოსახვის უნარი აქვს, რომელიც მაღალი საფეხურების დაპყრობაში ეხმარება.

კირჩხიბი

ეს ქალი ნამდვილი გამოცანაა. ქალი კირჩხიბი თამამი და ვნებიანია და ამავდროულად სხვების მიმართ გულუხვი. მას წამებში შეიძლება განწყობა შეეცვალოს.

როგორც შეყვარებული და მეგობარი ძალიან ერთგულია, მაგრამ ზოგჯერ საკუთარი კლანჭების გამოჩენის არ რცხვენია.

ლომი

ასეთი ქალი შორსმჭვრეტელი ლიდერია, რაც მას მიზნების მიღწევაში ეხმარება. მარცხის შემთხვევაში ყველაფერს ღირსეულად იტანს. გზის გადაღობვას ვერავინ გაუბედავს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ გაუმართლებს!

ქალწული

ეს სათნო ნიშანია. ასეთი ქალი ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს. მას კეთილი და რბილი ხასიათი აქვს. ქალწულს მთელი სულით და გულით უყვარს.

მაშინაც კი როცა დაჭრილია, ფეხზე ადგომას და გაღიმებას ახერხებს.

სასწორი

ეს მაცდური ქალია. ჭკვიანია და სხვების დახმარების გარეშე პრობლემების გადაჭრა შეუძლია. სასწორმა იცის, თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო და იუმორის კარგი გრძნობა აქვს.

საზოგადოებას საკუთარ გრძნობებს არ უჩვენებს და ყოველთვის იცის, თუ რა სურს ცხოვრებაში.

მორიელი

ამ ნიშნის წარმომადგენელი იდუმალებით მოცულია. ყოველთვის ფხიზლობს და ზუსტად იცის, თუ რა სურს ცხოვრებაში. მის გვერდით მყოფ ხალხთან გულწრფელია – სჯობს მწარე სიმართლე, მაგრამ წარმატება, ვიდრე ტკბილი ტყუილი და მარცხი.

მშვილდოსანი

ეს ქალი ძალიან ემოციურია. მშვილდოსანს საკუთარი გრძნობების და, შესაბამისად, ირგვლივ მყოფი ხალხის გრძნობების კარგად ესმის.

ჩვეულებრივ, მშვილდოსანი ძალიან გულჩაკეტილია, სწორედ ამიტომ გულახდილად საუბარს ყველასთან ვერ ახერხებს.

თხის რქა

ეს ქალი დამოუკიდებელი და ძლიერია. მან ზუსტად იცის, თუ რა თვისებებს ფლობს და როგორ გამოიყენოს, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს.

ყველაფერი, რასაც ქალი თხის რქა აკეთებს, ტუჩებზე ღიმილს იწვევს.

მერწყული

ეს ქალი ძალიან მეოცნებეა. ქალი მერწყული მებრძოლია და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს. მას შეუძლია შეცვალოს სამყარო მხოლოდ იმიტომ, რომ სასურველი მიიღოს.

თევზები

ის მოსიყვარულე და გულუხვი ქალია. ქალი თევზები სავსეა სიყვარულით, ემოციებით და გრძნობებით, მაგრამ საკუთარი ემოციების დამალვა კარგად შეუძლია.

ის ხშირად ტირის და საკუთარი პრობლემების მოგვარებას ყოველთვის ვერ ახერხებს. მიუხედავად ამისა, ის პირველი ადამიანია, ვინც თქვენ დასახმარებლად გამოჩნდება, როცა ეს დაგჭირდებათ.

ასეთ დახასიათებას ეთანხმებით?