აი 3 რამ, რაც ნებისმიერი ზოდიაქოს წარმომადგენელ ქალს განსაკუთრებულს ხდის.

1411

ჩვენი ხასიათი ხშირად ზოდიაქოს ნიშანზეა დამოკიდებული. არავინ ამბობს, რომ 100%-ით, მაგრამ მსგავსი თვისებების განსაზღვრა მარტივია.

თითოეულ ჩვენგანს აქვს გარკვეული რამ, რაც ნამდვილად განსაკუთრებულს გვხდის. და აი ისინი.

ვერძი

ვერძი თავდაჯერებული, თამამი და სპონტანური ადამიანია, რომელიც ნებისმიერ გამოწვევას იღებს და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს.

  1. ვერძს ურთიერთობაში ემოციურად დომინირება სურს. მას კონტროლი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება უყვარს.
  2. ახლობლების ძალიან ერთგულია.
  3. თუ ქალ ვერძს რაიმეს მიღება სურს, თავის ენერგიას ამისკენ მიმართავს.

კურო

კუროს პლანეტა ვენერა მართავს. ის იმსახურებს ნდობას. ერთგული, ემოციური და გულმოწყალე ადამიანია.

  1. გულწრფელი და ერთგული ქალი კურო ადვილად არ ბრაზდება, მაგრამ თუ ზღვარს გადადით – ძალიან ჯიუტი გახდება.
  2. კურო ძალიან ძლიერია და ყველაზე რთულ სიტუაციებს ადვილად უმკლავდება.
  3. მან ბიუჯეტის მართვა იცის. ფინანსურ უსაფრთხოებას ეჭვქვეშ არასდროს აყენებს.

ტყუპები

ქალი ტყუპები თავისი ოპტიმისტური აზროვნებით და ინდივიდუალურობით გამოირჩევა.

  1. მას ნებისმიერი თემის განხილვა შეუძლია, დაწყებული პოლიტიკით და დამთავრებული რელიგიით.
  2. მას უყვარს მოგზაურობა, ახალი ნივთების და ადამიანების გაცნობა.
  3. ქალი ტყუპები დამოუკიდებელი და ოპტიმისტია, სხვებს აფასებს და მათგანაც იმავეს ელოდება.

კირჩხიბი

კირჩხიბი შეიძლება იყოს ნაზი, მზრუნველი,  მაგრამ ამასთან ამაღელვებელი.

  1. ამ ქალს ხასიათი და განწყობა სწრაფად ეცვლება.
  2. მას ძლიერი ნებისყოფა და შეუპოვრობა ახასიათებს, მაგრამ ზოგჯერ ძალიან თავშეკავებულია.
  3.  ქალი კირჩხიბი სხვების მოთხოვნილებების მიმართ მგრძნობიარეა.

ლომი

ქალ ლომს სჭირდება სამი რამ: ყურადღება, პატივისცემა და აღფრთოვანება.

  1. ჩვეულებრივ ბრბოში შესანიშნავად ამჩნევენ: ის სხვებზე მეტს საუბრობს და მუდმივად იცინის.
  2. ურთიერთობაში პარტნიორის მიმართ ძალიან ერთგულია.
  3. პარტნიორი ქალ ლომთან ერთ ტალღაზე უნდა იყოს, სანაცვლოდ ლომი ერთგულებით და სიყვარულით დააჯილდოებს.

ქალწული

ქალწული შეიარაღებული, სრულყოფილი და ჭკვიანია.

  1. მას ანალიტიკური აზროვნება ძალიან განვითარებული აქვს.
  2. ეს ქალი გადაწყვეტილებას ლოგიკური მსჯელობით ღებულობს.
  3. ის ფიქრობს ყველასა და ყველაფერზე.

სასწორი

ქალი სასწორი ნამდვილი მშვენიერებაა.

  1. ის კომუნიკაბელური ადამიანია და ოსტატურად შეუძლია ხალხის განწყობის მოპოვება.
  2. მშვენიერმა, დახვეწილმა და მიმზიდველმა ქალმა სასწორმა საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად იცის.
  3. გადაწყვეტილების მიღება უჭირს, რადგან ის ყველა „კი“ და „არას“ აწონვას ცდილობს.

მორიელი

ამ ქალებმა საკუთარი თავის ფასი იციან.

  1. ქალი მორიელი პრობლემის მთავარ არსზე არის კონცენტრირებული.
  2. ინტუიციურად ხვდება, კონტროლი უყვარს და ზოგჯერ ცუდად იქცევა.
  3. ის თამამი და ჯიუტია. ამ ქალს ყველა სფეროში წარმატების მიღწევა სურს.

მშვილდოსანი

ქალი მშვილდოსანი გულწრფელი, იდეალური და იუმორის გრძნობით აღსავსეა. მას საკუთარ გამოცდილებაზე სწავლა უყვარს.

  1. ქალი მშვილდოსანი ნებისმიერ სიტუაციაში სიმართლის პოვნას ცდილობს.
  2. ის მომხიბვლელი ქალია და ნებისმიერ ახალ გამოცდილებას აფასებს.
  3. მუდმივად ჭეშმარიტებას ეძებს, ქალი მშვილდოსანი ცხოვრების აზრში ჩაწვდომას ცდილობს.

თხის რქა

თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი მარტივი, პრაგმატული და ცხოვრებისეული მიზნების მიღწევისკენ მიმართულია.

  1. ქალი თხის რქა შეიძლება ჯიუტი იყოს და გზიდან მის გადახვევას თითქმის ვერავინ შეძლებს.
  2. ყველაზე ხშირად გაწონასწორებული და მშვიდია.
  3. ურთიერთობის დაწყებამდე პოტენციურ პარტნიორს დეტალურად ანალიზს უკეთებს.

მერწყული

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი დამოუკიდებელი და თანამგრძნობიარეა.

  1. მას ყველაზე რთული ამოცანის შესრულებაც შეუძლია.
  2. გულწრფელი ქალია ძლიერი შეხედულებებით. სხვების შეხედულებების მიმართ მომთმენი და უპრეტენზიო არის.
  3. ბევრისთვის ქალი მერწყული ამოცანაა, რადგან ის არაპროგნოზირებადია. მას არ უყვარს, როცა უთითებენ, თუ რა უნდა გააკეთოს.

თევზები

თევზები ყველაზე კრეატიული და რომანტიული ნიშანია.

  1. ქალი თევზები იდუმალებით მოცული ნიშანია, რომელსაც მთელი ცხოვრება ვერ ამოხსნით.
  2. ის ძალიან რელიგიურია და ცხოვრების მიმართ საკუთარი ხედვა აქვს.
  3. ეს ქალი ცხოვრებაში ყოველთვის აზრს ეძებს და მოგზაურობის ღრმა ასპექტებს იკვლევს.

თქვენ  ეს თვისებები ამ ნიშნის წარმომადგენლებში შეგინიშნავთ?