თუ საყვარელმა ფეხსაცმელმა მოგიჭირათ, გაითვალისწინეთ პროფესიონალი მეწაღეს 5 რჩევა.

2665

ფეხსაცმელი ყოველდღიური გარდერობის ნაწილია. ის იმიჯს ავსებს და განსაკუთრებულ სტილს ხაზს უსვამს.

ალბათ, ახალი სეზონისთვის მორიგი წყვილი ფეხსაცმელი უკვე შეიძინეთ. ხშირ შემთხვევაში ახალი ფეხსაცმელი მჭიდროა და ფეხებს გვტკენს. რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? ახალ ფეხსაცმელს ხომ არ გადააგდებთ!

ვივიენი გთავაზობთ მეთოდებს, რომელიც არაკომფორტული ფეხსაცმლის გაწელვაში დაგეხმარებათ!

მეთოდი № 1

1. ფეხსაცმლის შიგნით სპირტით ან უკიდურეს შემთხვევაში არყით დანამეთ.

2. ამის შემდეგ ფეხსაცმელი ჩაიცვით და 1 საათით იარეთ (თუნდაც ოდნავ არაკომფორტული იყოს)

3. ეს პროცედურა თქვენი ფეხსაცმლის ყველაზე უხეშ ნაწილებს უფრო რბილს და დამყოლს გახდის.

მეთოდი № 2

1. ზამთრის წინდები ჩაიცვით, ფეხი ფეხსაცმელში (თუნდაც ძალის გამოყენებით) ჩაყავით.

2. ფენი ჩართეთ და 10-15 წუთის განმავლობაში ფეხსაცმლისკენ ცხელი ჰაერი მიმართეთ.

მეთოდი № 3

1. ტყავის ფეხსაცმელი აბუსალათინის ზეთით გაწმინდეთ და რამდენიმე საათით გააჩერეთ.

2. შემდეგ ზეთი კარგად მოაშორეთ, რომ ნაკაწრები და ცხიმიანი ლაქები არ დარჩეს.

მეთოდი № 4

1. ფეხსაცმელი შიგნიდან პარაფინით გაწმინდეთ და მთელი ღამე გააჩერეთ, უმჯობესია თუ აივანზე გაიტანთ.

2. შემდეგ კარგად გარეცხეთ, რომ ფეხსაცმლის კედლებზე ცვილი არ დარჩეს.

მეთოდი № 5

1. ბოტები ან ფეხსაცმელი სველი ქაღალდით აავსეთ და გაშრობამდე შიგნით დატოვეთ.

2. ამის შემდეგ გაფუებული ქაღალდი ამოიღეთ (ყველაზე უკეთ ძველი გაზეთი გამოგადგებათ) და გადააგდეთ.

მეთოდი № 6

1. ჰერმენტულ პაკეტებში წყალი ააგროვეთ, ფეხსაცმელში მოათავსეთ და…საყინულეში შედგით.

2. ფეხსაცმელი საყინულეში მინიმუმ ერთი დღე უნდა გააჩეროთ. ამის შემდეგ ფეხსაცმელი ფეხს აღარ გაგიკაწრავთ!

ეს მარტივი ხრიკები ფეხსაცმლის გაწელვაში დაგეხმარებათ, ამის შემდეგ გახეხილი და გასიებული თითები დაგავიწყდებათ!

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.