ამ ვარჯიშების წყალობით მუხლებზე ავადმყოფი დადგებით და ფეხზე ჯანმრთელი წამოდგებით.

1515

ეს ვარჯიში ჩინურ დაოსურ მედიცინას მიეკუთვნება. მისი ფართოდ გამოყენება ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში დაიწყეს და დღემდე ძალიან პოპულარულია.

დღეში მხოლოდ 5 წუთი საკმარისია, რომ ცხოვრების რამდენიმე წელი დაიბრუნოთ. სურვილის გარდა თქვენ მხოლოდ მუხლები, ჩვეულებრივი რბილი გადასაფარებელი და ვარჯიშის სისტემატიურად შესრულებისთვის მზადყოფნა დაგჭირდებათ.

ახლა კი უფრო დეტალურად გიამბობთ. მუხლები უშუალოდ ვარჯიშის დროს იქნება ჩართული, ამიტომ ვარჯიშს „მუხლებზე სიარული“ ეწოდება. რბილი გადასაფარებელი ან იოგის ხალიჩა თქვენს კანს დაზიანებისგან დაიცავს. ვარჯიში სისტემატურად უნდა შეასრულოთ, რომ ამ ტექნიკის ეფექტურობა იგრძნოთ.

მუხლებზე სიარულის 5 უპირატესობა

1. ჭარბი წონის გაქრობა. გასახდომად ბევრი მეთოდი არსებობს, ერთ-ერთი მათგანი სირბილია. მუხლებზე სიარულის დროს, როგორც სირბილის დროს, დუნდულების და გვერდების კუნთების გააქტიურებას მოახერხებთ.

2. მხედველობის გაუმჯობესება. თვალის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელი არის ბიოლოგიურად აქტიური წერტილები, რომლებიც მუხლის მყესში მდებარეობს და მასაჟის დროს აქტიურდება.

3. წელის გაძლიერება. ამ ვარჯიშის შესრულების დროს ხერხემლის წელის ნაწილი ძალიან ნაზად და რბილად მასაჟდება.

4. მუხლის სახსრების ჯანმრთელობა. ყველაზე ცხადი: ფეხებს ახალგაზრდული სიცოცხლე და მოქნილობა უბრუნდება, რადგან ვარჯიშის დროს სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და სახსრების ღრუში სინოვიალური სითხის მიწოდება უზრუნველყოფილი ხდება, ასე მუხლები გამოშრობისგან დაცულია.

5. თირკმლის და კუჭის ოპტიმიზაცია. კუჭის არხი მუხლების არეში, ხოლო თირკმლის არხი წელის არეში მდებარეობს. დაოსური მეთოდის შესრულების დროს ორივე არხის გააქტიურება ხდება, ასე მათი მუშაობა უმჯობესდება.

ასეთ უბრალო ტექნიკას რიგი უკუჩვენება აქვს. თუ მას ბოროტად გამოიყენებთ, ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებთ. ასე რომ ვარჯიშის შესრულებამდე სპეციალისტთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ, თუ ქვემოთ მოცემული სიიდან ერთ-ერთი მაინც თქვენს ორგანიზმზე ვრცელდება.

უკუჩვენებები

1. დაავადება, რომელმაც შესაძლოა ტემპერატურის მომატება გამოიწვიოს.

2. ორგანიზმში ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა.

3. ართრიტი, ართროზი, ოსტეოქონდროზი გამწვავების ფაზაში.

4. უცნაური ფორმის წარმონაქმნები მუხლების არეში.

ქვემოთ მოცემულია ვიდეო, რომელიც დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ როგორ შეასრულოთ სახსრების ვარჯიში სწორად სახლის პირობებში.

ჯანმრთელობის გარდა, ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის დრო. ადამიანების უმეტესობა მათ შორის არჩევანი უნდა გააკეთოს, რადგან ხშირად პროფილაქტიკური პროცედურები და სხვადასხვა გამაჯანსაღებელი ტექნიკა ბევრ დროს მოითხოვს.

მჯდომარე ცხოვრების წესის დროს მუხლებზე სიარული და სხვა მსგავსი ვარჯიშები ჯანსაღი ზურგის შესანარჩუნებლად აუცილებელია. ასე სხეულის კარგი ფორმების შენარჩუნებას ზედმეტი დროის დაკარგვის გარეშე შეძლებთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.