მოთელვა “ხანგრძლივი ცხოვრებისა და მარადიული სილამაზისთვის”: მკურნალი გვასწავლის

1175
Beautiful woman practicing Yoga by the lake - Sun salutation series - Upward facing dog - Toned image

დღე რომ კარგად წარიმართოს, სწორად უნდა დაიწყოთ. საწოლიდან ყოველთვის ფხიზლად ვერ ვდგებით და არც ყოველ დილით ვართ მზად დიადი გამოწვევებისთვის, თუმცა, ამის გამოსწორება ნამდვილად შეიძლება. ალექსანდრე დროჟენიკოვი დარწმუნებულია, რომ დილა კარგი ტანვარჯიშით უნდა დაიწყოთ.

თუ გამოფხიზლება და ენერგიით დამუხტვა, ამასთან ერთად კი ხერხემლის, მხრის სახსრებისა და კისრის გახურებაც გსურთ, მაშინ აუცილებლად უნდა შეასრულოთ მოთელვის ეს კომპლექსი ჩვენთან ერთად. ჩვენ უკვე მოვასწარით მისი ეფწქტურობის შეფასება, ახლა თქვენი დროა.

როგორ მოვითელოთ

ალექსანდრე დროჟენიკოვი გვთავაზობს ორ სავარჯიშოს, ქვემოთ მოცემულია ვიდეო, რომელიც უკეთ დაგეხმარებათ ვიზუალურ აღქმაში.

1. პირველი სავარჯო

დადექით კედელთან მაქსიმალურად ახლოს. მჭიდროდ მიდგით ქუსლები, დუნდულები, ბარძაყები, ზურგი და თავი. ახლა ხელები აწიეთ თავზემოთ და ისინიც მჭიდროდ მიადეთ კედელს. ღრმად ჩაისუნთქეთ, შეიკავეთ სუნთქვა, დაიწყეთ ზემოთ აზიდვა ჯერ თითებით, შემდეგ მტევნებით, წინამხრით და ა.შ…

არ იჩქაროთ, ყურადღება გაამახვილეთ კუნთების სხვადასხვა ჯგუფზე, რიგ-რიგობით გაწელეთ თითოეული მათგანი. გაწელეთ არამხოლოდ ხელები, არამედ ხერხემალი და ფეხებიც კი. მთელი სხეული აიზიდეთ ზემოთ. შემდეგ ამოისუნთქეთ, მოდუნდით, დაუშვით ხელები. შეასრულეთ რამდენიმე ღრმა სუნთქვითი ციკლი და გაიმეორეთ სავარჯიშო კიდევ 3-5ჯერ.

2. მეორე სავარჯიშო

დადექით სწორად, გაასწორეთ ზურგი, მოხარეთ ხელები იდაყვებში და გაწიეთ თქვენ წინ, ხელის გულებით ზემოთ. ჩასუნთქვისას, ერთი ხელი წამოწიეთ ზემოთ, ხელის გულით ზემოთ, თითქოს რაღაცას აწვებით. თავი მიაბრუნეთ ხელთან ერთად, გაუსწორეთ მზერა ხელის მტევანს. მეორე ხელი გაწელეთ ქვემოთ. ერთდროულად მიიზიდეთ ერთი ხელი ზემოთ, მეორე – ქვემოთ.

ამოისუნთქეთ და ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ახლა გაიმეორეთ იგივე მეორე მხარეს. ეცადეთ, მაქსიმალურად გაიწელოთ, რათა ხელებსა და ხერხემალში დაჭიმულობა წარმოიქმნას.

ეს ორი მარტივი სავარჯიშო აგავსებთ ენერგიით, თქვენს ხერხემალს კი სასურველ მოქნილობას მიანიჭებს. იხილეთ ვიდეო უკეთესი წარმოდგენისთვის.

ეს სავარჯიშოები კარგია, თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ დილის სავარჯიშოების კომპლექსი უფრო დიდხანს უნდა გრძელდებოდეს. დაუმატეთ კომპლექსს ის სავარჯიშოები, რომლებიც თავად მოგწონთ და გახსოვდეთ, რომ ფიზიკური აქტივობა სიამოვნებას უნდა განიჭებდეთ, ძალდატანებით კი არ უნდა ასრულებდეთ.