7 პოპულარული შეცდომა, რომელიც 40 წლის ქალებს სილამაზის და ახალგაზრდობის ფასად უჯდებათ

1915

როგორ ძლიერად არ უნდა გსურდეთ, წლოვანების მომატებას და დაბერებას ვერ შეაფერხებთ. უნდა გახსოვდეთ, რომ ასაკი ასეთი მწვავე პრობლემა არ იქნება, თუ საკუთარ თავზე სწორად მოუვლით. პირველ რიგში, ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა დაიცვათ: სწორი კვება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა და კანის მოვლა. მეორე მხრივ, იმ ჩვევებით და საშუალებებით უნდა ისარგებლოთ, რაც ახალგაზრდობის შენარჩუნებას ხელს უწყობს. დღეს ვივიენი გირჩევთ, ყურადღება გაამახვილოთ იმ 7 პოპულარულ შეცდომაზე, რომელთაც 40+ ასაკის ქალები უშვებენ და მათ ეს ახალგაზრდობის და სილამაზის ფასად უჯდებათ.

შეცდომა №1 – თქვენ მიზნებს აღარ ისახავთ

ვინ თქვა, რომ მიზნების დასახვა მხოლოდ განსაზღვრულ ასაკში შეიძლება? მოზარდობის პერიოდში თქვენი მიზანი შეიძლება ერთ-ერთ უნივერსიტეტში მიღება იყოს, ახალგაზრდობაში კარგი სამსახური, ხოლო ზრდასრულ ასაკში – საკუთარი საქმე. ასეა საყვარელ სფეროში და არა მხოლოდ პროფესიაში! მიზნების გაზრდით თქვენ პროდუქტიულობას და კარგი შედეგის შანსებს ზრდით.

შეცდომა №2 – საკუთარ სტილზე არ ფიქრობთ

მერწმუნეთ, მოდა იმდენად მშვენიერია, რომ ნებისმიერი ასაკისთვის ქმნის სტილს, რომელიც თქვენს ღირსებას და სილამაზეს ხაზს გაუსვამს. გარდერობს მუდმივად უნდა გადახედოთ, უგემოვნო ნივთები მოიშოროთ და შანსი მისცეთ მათ, რომლებიც თქვენ მოდურ დივად გაქცევთ.

შეცდომა №3 – საკუთარ თავზე არ ზრუნავთ

მანიკიური, პედიკიური, ვარცხნილობა, სახლის ნიღაბი, ეპილაცია – ყველაფერი, რაც სალონში კეთდება, შეგიძლიათ სახლში გაიკეთოთ. ასეთ მოვლაზე უარის თქმა უგუნურობა იქნებოდა, რადგან თუ თქვენი სხეული თავს შესანიშნავად გრძნობს, თქვენც თავდაჯერებულობით იქნებით სავსე!

შეცდომა №4 – თქვენ არასწორ მაკიაჟს იკეთებთ

ქალებს ასაკს ხშირად არასწორი მაკიაჟი მატებს. მაგალითად, 30 წლის შემდეგ სჯობს ბზინვარე თვალის ჩრდილები არ გამოიყენოთ, ისინი ქუთუთოებთან გროვდება და ნაოჭებზე აქცენტს აკეთებს. მნიშნველოვანია მთავარი განსაკუთრებულობა გაიაზროთ, მაგალითად, თუ ტუჩების წითელი პომადით შეღებვა გადაწყვიტეთ, აქცენტი მხოლოდ მასზე უნდა გაკეთდეს და თვალები მაქსიმალურად მარტივად შეიღებეთ: ტუში და ისრები.

შეცდომა №5 – თქვენს კბილებზე არ ზრუნავთ

პირველ რიგში, მავნე ჩვევებზე უარი თქვით (მოწევა, ბევრი ყავა), რადგან მათ გამო კბილები ყვითლდება. მეორე მხრივ, პროფილაქტიკის მიზნით სტომატოლოგთან ვიზიტი არ დაგავიწყდეთ. სჯობს პლომბი დროულად გაიკეთოთ, რომ უშნო კბილებით არ დაიტანჯოთ.

შეცდომა №6 – ქვედა საცვლებს არ ცვლით

წლების შემდეგ იმავე ბიუსჰალტერის ტარება როგორც არ უნდა მოგწონდეთ არ შეიძლება. მკერდი იცვლება და მას მხარდაჭერა სჭირდება. თუ თქვენ ატარებთ ნამატით სავსე ბიუსჰალტერს, სადაც მკერდი უბრალოდ იკარგება, მისთვის კარგს არაფერს აკეთებთ. ბიუსჰალტერი მკერდს კარგად უნდა ეკვროდეს, მაგრამ არ უნდა გიჭერდეთ. ხომ არ გსურთ, რომ მკერდი ჩამოვარდნილი გახდეს.

შეცდომა №7 – თქვენ მენოპაუზის სიმპტომებს ითმენთ

დიახ, მენოპაუზა გარდაუვალია, მაგრამ ვინ თქვა, რომ ტანჯვა უნდა მოითმინოთ? ექიმთან მიდით, რომელიც ნიშნებს გაუმკლავდება, საჭირო რეკომენდაციას მოგცემთ და ამ რთულ პერიოდს მაქსიმალურად შეამსუბუქებს. უბრალოდ სახლში ჯდომა და ტანჯვის მოთმენა საჭირო არაა!

ეს შეცდომები არ დაუშვათ, თუ გსურთ, რომ 40 წლის შემდეგ თქვენი ცხოვრება პრობლემად არ იქცეს. საკუთარ თავზე ზრუნვა ჯანმრთელობის, სილამაზის და ახალგაზრდობის გასაღებია!