წნევის შემცირების 20 საშუალება: მათი წყალობით, ჰიპერტონია დიდი ხანია, აღარ მაწუხებს

53010

ყველამ იცის, რომ სისხლის მომატებული წნევა ჯანმრთელობისთვის საშიშია. გულზე დიდი დატვირთვა იწვევს გულის კუნთების გაცვეთას, იზრდება იშემური ინსულტის რისკი, ირღვევა თირკმლების სწორი ფუნქციონირება. ჰიპერტონიის მკურნალობა აუცილებელია! თუმცა, როგორ მოვიქცეთ, თუ წნევა მოგვემატა, ხელთ კი აუცილებელი მედიკამენტები არ გვაქვს?

სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის, ჩვენმა რედაქციამ მოამზადა 20 ნაკლებადცნობილი გზა წნევის შესამცირებლად წამლების გარეშე. ეს რჩევები დაგეხმარებათ ახლახან დაწყებული ჰიპერტონიის დროს.

როგორ შევამციროთ წნევა სწრაფად და ეფექტურად

ჰიპერტონიის გაჩენის რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება მემკვიდრული წინასწარგანწყობილება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, არასწორი კვება, მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება, სტრესი, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული დაავადებები და 40 წელს გადაცილება.

შემზარავი სიაა, არა? სწორედ ამიტომ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს, როგორ შეამციროს წნევა ეფექტურად, საშინაო პირობებში. პრობლემამ ხომ, შესაძლოა, თავი ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ ადგილას იჩინოს. გამოცდილი ჰიპერტონიკები ამტკიცებენ, რომ წნევის შემცირების ალტერნატიული საშუალებები მათ მდგომარეობას უმსუბუქებს სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.

როგორ შევამციროთ წნევა აბების გარეშე

1. თუ წნევა ოთახში ყოფნისას მოგემატათ, გადით ჰაერზე, გაისეირნეთ ნელი ნაბიჯებით მინიმუმ 30 წუთით. გააკეთეთ 10 ჩაჯდომა ზემოთ აწეული ხელებით.

2. ჩართეთ ონკანი ცივ წყალზე და მოათავსეთ ფეხები გამდინარე წყლის ქვეშ 5-10 წუთით. დაიბანეთ ფეხები მუხლიდან ქვემოთ. შეგიძლიათ, იგივე პროცედურა ხელებზეც გაიმეოროთ. ამის შემდეგ, დაასველეთ პირსახოცი ცივი წყლით და მიიდეთ მზის წნულზე, წამოწექით ასე რამდენიმე წუთით.

3. წნევას კარგად ამცირებს ყინულიც. აიღეთ საყინულედან რამდენიმე კუბი ყინული, შეახვიეთ თხელ პირსახოცში, დაწექით საწოლზე სახით ქვემოთ და მიიდეთ კეფაზე ცივი კომპრესი. მოათავსეთ წლით სავსე პლასტმასის ბოთლი საყინულეში, რათა გადაუდებელი შემთხვევებისთვის იყოთ მზად.

4. წაისვით ყინულის კუბი კისრის მალების გასწვრივად. შემდეგ გაიმშრალეთ კანი და შეიზილეთ გაგრილებულ მონაკვეთზე კომფორის ზეტი.

5. აიღეთ ბამბის პისახოცი, ჩაალბეთ ვაშლის ძმარში და მთლიანად შეიხვიეთ ტერფი 10 წუთით.

6. ხშირად, მომატებული წნევის მიზეზი ნერვული დაძაბულობა ან სტრესია. ამ შემთხვევაში აუცილებელია დამშვიდება. მიირთვით დამამშვიდებელი ჩაი პიტნით ან მელისათი, წამოწექით დახუჭული თვალებით, ეცადეთ, არაფერზე იფიქროთ.

ექიმები ამბობენ, რომ წნევის შემცირებაში, ზოგ შემთხვევაში, კატებიც გვეხმარებიან. მათი კრუტუნი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, სითბო კი, რომელსაც ცხოველი გამოყოფს, გვამშვიდებს და მოდუნებაში გვეხმარება(კიდევ ერთი მიზეზი კატების შესაყვარებლად).

7. წნევის შემცირებაში წერტილოვანი მასაჟიც დაგეხმარებათ. მოქმედების წერტილი მდებარეობს კისერზე, პირდაპირ ყურის ნიჟარის უკან, ყურის ბიბილის ქვემოთ. დააჭირეთ ამ წერტილებს ორივე მხარეს 10 წამით, შემდეგ ამოძრავეთ თითი კანზე ლავიწამდე. ამის შემდეგ, 1 წუთის განმავლობაში დააჭირეთ წერტილს, რომელიც წარბებს შორის მდებარეობს.

8. ექიმი ევდოკიმენკოს სუნთქვითი სავარჯიშოებიც კარგი საშუალებაა ჰიპერტონიის წინააღმდეგ. დაჯექით სკამზე და გაასწორეთ ზურგი. დაიდეთ ხელი მუცელზე, ღრმად ჩაისუნთქეთ, ჰაერმა ფილტვები უნდა გაავსოს, გაჩერდით წამის მეასედით და კიდევ ჩაისუნთქეთ, სანამ შეგიძლიათ. 5 წამით შეიკავეთ სუნთქვა, ამოისუნთქეთ თანდათან, ჯერ მუცლიდან, შემდეგ – ფილტვებიდან. დაისვენეთ 1 წუთით და შეასრულეთ კიდევ 4 ასეთი ციკლი.

9. არსებობს კიდევ ერთი სუნთქვითი სავარჯიშო პლასტმასის ბოთლის გამოყენებით. აიღეთ ბოთლი და მოაჭერით ფსკერი. სანთებელათი მოასწორეთ კიდეები, კანი რომ არ დაიზიანოთ. მიიდეთ ბოთლი ჭრილის მხრიდან სახეზე და ჩაისუნთქეთ ცხვირით ღრმად. ამოისუნთქეთ პირით ისე, რომ ჰაერის ნაკადი ბოთლის ყელთან მოხვდეს. შეასრულეთ 20 ასეთი ციკლი, შეისვენეთ და გაიმეორეთ.

10. წნევის შემცირებაში იოგაც დაგეხმარებათ. ყველა ეფექტური პოზაა მოხრილი სანთელი(ვიპარიტა კარანის გადაბრუნებული ასანა). შეასრულეთ სავარჯიშო გამარტივებული ვარიანტით, ფეხების კედელთან დაფიქსირებით. გაატარეთ პოზაში 4 წუთი.

11. აიღეთ 2 ნაჭერი შაქარი-რაფინადი, მოასხით 1 ჩ.კ. კონიაკი და გაიჩერეთ შაქარი პირში რამდენიმე წუთით, გახსნამდე. ამის შემდეგ, შეგიძლიათ მასა გამოაფურთხოთ ან ჩაყლაპოთ და წყალი დააყოლოთ.

12. თუ წნევა მოგემატათ, მიირთვით 1 ჭიქა შარდმდენი ჩაი. დიურეტიკის სახით გამოგადგებათ კარკადე, მაგარი მწვანე ჩაი, ბაბუაწვერას, ოხრახუშის თესლის, კამის, გვირილის ჩაი.

13. ზოგიერთი ხილი წნევას წამლებზე უფრო უკეთესად ამცირებს. უპირობო ლიდერებია – შავნაყოფიანი ცირცველი, წითელი ცირცველი, მოცხარი და ძახველი. მიირთვით 1 მუჭა რომელიმე კენკრა.

14. წნევის სწრაფად შესამცირებლად, მიირთვით ნატურალური ბროწეულის წვენი.

15. წნევის წინააღმდეგ ეფექტურია ბალახის ნაკრებებიც. თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ვალერიანის, კუნელისა და შავბალახას ნაყენები, მიირთვით 1 ს.კ. ნაყენი ჭამის წინ და ძილის წინ.

16. ჰიპერტონული კრიზისის შემდეგ წნევის დასარეგულირებლად მოამზადეთ ლიმონისა და ნივრის ნაყენი, რომლის შენახვაც მაცივარში შეგიძლიათ. გაატარეთ 3 თავი ნიორი და 3 ლიმონი კანიანად, უკურკოდ, ხორცსაკეპ მანქანაში. დაასხით მასას 1 ლ მდუღარე წყალი, შეახვიეთ პირსახოცში და გააჩერეთ თავდახურული, 24 საატით. გაწურეთ და მიირთვით  ს.კ. ჭამამდე, დღეში სამჯერ.

17. შეურიეთ თანაბარი პროპორციებით ასფურცელა, შავბალახა, პიტნა, ბეგქონდარა და ძირტკბილა. 1 ს.კ. მზა მასას დაასხით მდუღარე და გააჩერეთ თერმოსში 20 წუთით. მიირთვით ნაყენი 100 მლ ოდენობით, დღეში ოთხჯერ.

18. კარავაევის ნაკრებიც გამოცდილი და ეფექტური საშუალებაა მაღალი წნევის წინააღმდეგ. იგი არამხოლოდ ჰიპერტონიას კურნავს, არამედ აბლანტებს სისხლს და დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. შემადგენლობაში 24 სახეობის მცენარე შედის, რომლებიც თანაბარი პროპორციით უნდა შეურიეთ. 10 ჩ.კ. მასას უნდა დაასხათ 1.2 ლ მდუღარე, გააჩეროთ ნელ ცეცხლზე 2 წუთით და გააჩეროთ 2.5 საათით.

19. აიუვერდაში, ჰიპერტონიის სამკურნალოდ, სანელებლები გამოიყენება. მათ მიეკუთვნება დარიჩინი, ფენჰელი, გამომშრალი ნიორი, ორეგანო, კარდამონი. შეურიეთ 1 ს.კ. სანელებლები და მიირთვით 0.5 ჩ.კ. მასა 200 მლ წყალთან ერთად.

20. ხშირად, წნევის მომატებას წყლის უკმარისობაც იწვევს. მიირთვით დილაობით, უზმოზე, 3 ჭიქამდე წყალი, თავიდან ეს გაგიჭირდებათ, ამიტომ დაიწყეთ მცირე ულუფებით და თანდათან გაზარდეთ რაოდენობა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!