10 ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელიც ადამიანს თქვენს შეყვარებას აიძულებს

2400

რთულია სათქმელია, რატომ მოგვწონს ვიღაც. შესაძლოა ღიმილის ან მახვილგონიერების ან უბრალოდ იმიტომ, რომ მასთან ყოფნა ადვილია. ზუსტი მიზეზის თქმა არ შეგვიძლია. მეცნიერებს კი ასეთი პასუხები არ აკმაყოფილებთ და წლებს ხარჯავენ იმისთვის, რომ ადამიანის მიმზიდველობის ფაქტორები ზუსტად განსაზღვრონ. Science Alert-თან ერთად ვივიენი გთავაზობთ 10 ფსიქოლოგიურ ხრიკს, რომელიც საჭირო ადამიანზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარებათ.

მიბაძეთ ადამიანს, ვისაც ესაუბრებით

ამ სტრატეგიას სარკისებურ ეფექტს უწოდებენ და სხვა ადამიანის ქცევის მიბაძვას მოიცავს. ადამიანთან საუბრის დროს მისი სხეულის ენის, ჟესტები და სახის გამომეტყველების მიბაძვა სცადეთ. 1999 წელს, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევარებამ „ქამელეონის ეფექტი“ დააფიქსირეს, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა ადამიანები გაუცნობიერებლად ერთმანეთის ქცევას ბაძავენ. ეს მიმიკრია მოწონებას ხელს უწყობს.

ჩაატარეს კვლევა, სადაც ორივე სქესის 72 ადამიანს ერთობლივი ამოცანების შესრულება სთხოვეს.კვლევის მონაწილეები სხვა მონაწილის ქცევას ბაძავდნენ ან არა. მკვლევარები მათ მოქმედებას ვიდეოზე იღებდნენ. კვლევის ბოლოს მონაწილეებს ჰკითხეს, თუ პარნიტორი როგორ მოეწონათ. მონაწილეებს ყველაზე მეტად მოეწონათ პარტნიორი, რომელიც მათ ქცევებს ბაძავდა.

გაატარეთ მეტი დრო იმ ადამიანთან, ვისთანაც მეგობრობა გსურთ

მარტივი მოქმედების ეფექტის მიხედვით, ადამიანი მიდრეკილია მისთვის ნაცნობი ადამიანი შეუყვარდეს. ამ მოვლენის ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ პიტსბურგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის გაკვეთილზე სტუდენტის სახით ოთხი ქალი წარმოადგინეს. თითოეული ლექციებზე სხვადასხვა სიხშირით დადიოდა. როცა მამაკაც სტუდენტებს ამ ქალების სურათები აჩვენეს, მათ უფრო მეტი სიმპათია იმ ქალების მიმართ გამოხატეს, რომელთაც ყველაზე ხშირად ხედავდნენ – მაშინაც კი, თუ ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ.

კომპლიმენტი

სხვის დასახასიათებლად თქვენ მიერ გამოყენებულ ზედსართავებს ადამიანები თქვენს პიროვნებასთან აკავშირებენ. ამ მოვლენას ნიშნების სპონტანურ გადატანას უწოდებენ. ერთმა კვლევამ, რომლებიც Journal of Personality and Social Psycology-ში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ეფექტი მაშინაც ჩნდებოდა, როცა ადამიანებმა იცოდნენ, რომ თვისებები, რომელთაც სხვებს აწერდნენ, სინამდვილეში მათ არ შეესაბამებოდათ.

წიგნის „ბედნიერების პროექტის“ ავტორი, გრეტჰენ რუბინი ამბობს“ „ის, რასაც სხვა ადამიანებზე ამბობთ, გავლენას ახდენს იმაზე, თუ სხვები თავად თქვენ როგორ გხედავენ“. თუ ვინმეს, როგორც გულწრფელ და კეთილ ადამიანად აღწერთ, ადამიანები ამ თვისებების ასოცირებას თქვენზე მოახდენენ. საპირისპიროც ჭეშმარიტებაა: თუ მუდმივად ზურგს უკან ვინმეს ლანძღავთ, მეგობრები თქვენში უარყოფით თვისებებს დაინახავენ.

დადებითი ემოციების გამოხატვა სცადეთ

ემოციური დაბინძურება არის ერთი ადამიანის ემოციების ძლიერი გავლენა სხვა ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე. ოჰაიოს და ჰავაის უნივერსიტეტის მეცნიერთა ნაშრომების მიხედვით, ადამიანს ირგვლივ მყოფი ხალხის გრძნობის გაუცნობიერებლად შეცნობა შეუძლია.

ავტორების თქმით, ეს შესაძლებელია იმიტომ, რომ ჩვენ სხვა ადამიანის ქცევებს და სახის გამომეტყველებას ბუნებრივი გზით ვბაძავთ, რაც თავის მხრივ, მისი მსგავსი გრძნობების შეგრძნებას გვაიძულებს. თუ გსურთ სხვა ადამიანის გაბედნიერება, ყველაფერი გააკეთეთ, რომ მას დადებითი ემოციები გადასცეთ.

თბილი და კომპეტენტური იყავით

პრინსტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა და მათმა კოლეგებმა თეორია შემოგვთავაზეს, რომლის მიხედვით, ადამიანები სხვებს სითბოს და კომპეტენციის მიხედვით აფასებენ. მოდელის მიხედვით, თუ შეგიძლიათ საკუთარი თავი თბილ, ანუ არა კონკურენტულ და მეგობრულ ადამიანად წარმოადგინოთ, ადამიანები იგრძნობენ, რომ თქვენი ნდობა შეიძლება.

თუ თქვენ კომპეტენტურის შთაბეჭდილებას ტოვებთ  – მაგალითად, თქვენ მაღალი ეკონომიკური ან საგანმანათლებლო სტატუსი გაქვთ – სხვები ნაკლებ პატივს გცემენ. ჰარვარდის ფსიქოლოგი, ემი კადდი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ჯერ სითბოს დემონსტრირება მოახდინოთ, შემდეგ კომპეტენტურობის, განსაკუთრებით საქმიან ურთიერთობაში. „ევოლუციის კუთხით გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ ვინ იმსახურებს ჩვენს ნდობას“ – წერს კადდი თავის წიგნში „ყოფნა“.

საკუთარი სისუსტეები განსაზღვრეთ

დაუდევრობის ეფექტის მიხედვით, ადამიანს შეცდომის დაშვების შემდეგ უფრო მოეწონებით. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ კომპეტენტურად გთვლის. იმის ჩვენება, რომ თქვენ იდეალური არ ხართ, სხვების თვალში უფრო მგრძნობიარეს და დაუცველს გაჩენთ.

ეს ფენომენი პირველად ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარმა ელიოტ არონსონმა აღმოაჩინა, როცა სწავლობდა, თუ რა გავლენას ახდენს მარტივი შეცდომები მიზიდულობის აღქმაზე. მან მინესოტის უნივერსიტეტის მამაკაც სტუნდენტებს ვიქტორინაში მონაწილე ადამიანების აუდიოჩანაწერის მოსმენა სთხოვა. სტუდენტებმა უფრო მიმზიდველად ჩათვალეს ადამიანი, რომელიც კითხვებს სწორ პასუხს სცემდა, მაგრამ ინტერვიუს ბოლო ყავა ესხმებოდათ. ხოლო ნაკლებად მიმზიდვლეად მიიჩნიეს ისინი, ვინც კითხვებს სწორად პასუხობდა, მაგრამ ბოლოს ყავა არ ესხმებოდათ ან ისინი, ვინც კითხვებს სწორს პასუხს ვერ სცემდა და ყავა არ ესხმებოდა.

საერთო ღირებულებებს ხაზი გაუსვით

ტეოდორ ნიუკომბის კლასიკური კვლევის მიხედვით, ადამიანს მისი მსგავსი ადამიანი უფრო მოსწონს. ეს მსგავსი მიზიდულობის ეფექტით არის ცნობილი. ექსპერიმენტში ნიუკობმბა საკამათო თემებზე, როგორიცაა სექსი და პოლიტიკა, ადამიანების ურთიერთობა გაზომა, შემდეგ მიჩიგანის უნივერსიტეტში საცხოვრებლად ერთ სახლში განამწესა.

კვლევის დასასრულს სუბიექტებს უფრო მეტად უყვარდათ ისინი, ვისაც საზომ თემებთან მიმართებში მსგავსი აზრი ჰქონდათ. საინტერესოა, რომ უფრო თანამედროვე კვლევამ, რომელიც ვირჯინიის და ვაშინგტონის უნივერსიტეტებში ჩატარდა, აჩვენა, რომ სამხედრო-საჰაერო ძალების ახალწვეულებს უფრო უყვარდათ ერთმანეთი, თუ მათ საერთო მსგავსი უარყოფითი თვისებები ჰქონდათ, ვიდრე დადებითი.

შემთხვევით შეეხეთ

გაუცნობიერებული შეხება ხდება მაშინ, როცა ადამიანი მას თითქმის ვერც ამჩნევს. ტიპიური მაგალითია ზურგზე ან ხელზე შეხება, რაც მას ურთიერთობაში თავს უფრო კომფორტულად აგრძნობინებს.

ერთ-ერთ ექსპერიმენტში ახალგაზრდა ადამიანები ქუჩის კუთხეში იდგნენ და გამვლელ ქალებს ესაუბრებოდნენ. მამაკაცებს საუბრის წარმატების მაჩვენებელი ორჯერ უფრო მეტი ჰქონდათ, როცა ოდნავ ქალის ხელს ეხებოდნენ, ვიდრე მაშინ, როცა უბრალოდ ლაყბობდნენ.

გაიღიმეთ

ვაიომინგის უნივერსიტეტში ერთ-ერთი კვლევაში თითქმის 100 სტუდენტი ქალის სურათებს ათვალიერებდნენ ოთხ სხვადასხვა პოზაში: გაღიმებული გაშლილი სხეულის პოზაში, გაღიმებული ჩაკეტილი სხეულის პოზაში, უღიმარი ქალი გაშლილი და ჩაკეტილი სხეულის პოზაში.

შედეგებმა აჩვენა, რომ ყველაზე მეტად მოეწონათ ქალი, რომელიც იღიმოდა, მისი სხეულის პოზის მიუხედავად. ცოტა ხნის წინ სტენფორდის და დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტებმა აღმოაჩინეს, რომ სტუდენტები, რომლებიც ერთმანეთთან ავატარებით ურთიერთობდნენ, თავს უფრო პოზიტიურად გრძნობდნენ, როცა ავატარი დიდზე იღიმებოდა.

აღიქვით ადამიანი ისე, როგორც მას სურს

ადამიანს სურს, რომ სხვებმა საკუთარი წარმოდგენების მსგავსად აღიქვან. ეს მოვლენა თვითშემოწმების თეორიით არის ცნობილი. ჩვენ საკუთარი ხედვის, დადებითი ან უარყოფითი თვისების დადასტურებას ვეძებთ.

სტენფორდის და არიზონის უნივერსიტეტებში კვლევის მონაწილეებს, რომელთაც საკუთარ თავზე დადებითი ან უარყოფითი შეხედულება ჰქონდათ, ჰკითხეს, სურდათ თუ არა მათ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთაც მასზე დადებითი ან უარყოფითი შეხედულება ჰქონდათ. დადებითი თვითშეფასების მქონე ადამიანებს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა ერჩივნათ, ვინც მათ მაღალ შეფასებას აძლევდა. ხოლო უარყოფითი თვითშეფასების მქონე ადამიანები უპირატესობას კრიტიკას ანიჭებდნენ. შესაძლოა იმიტომ, რომ ადამიანებს მოსწონთ მათთან ურთიერთქმედება, ვინც მათთვის ცნობილ იდენტურ კავშირს უზრუნველყოფს.