დიეტური დესერტი ფქვილის და შაქრის გარეშე, ამაზე კარგი საშუალება გასახდომად არც გამიგია.

7045

წონაში დაკლებაზე ოცნებობ, მაგრამ დესერტზე უარის თქმა გიჭირთ? მაშინ ეს რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა. ვივიენი გთავაზობთ დიეტურ შვრიის ნამცხვარს, რომელიც შეიძლება იდეალურ დაბალკალორიულ გამომცხვარ დესერტად ჩათვალოთ.

ნამცხვრის შემადგენლობაში შედის ჩირი, შვრია, კეფირი, უცხიმო ხაჭო და არანაირი ფქვილი ან შაქარი. მზადდება პრინციპით „ყველაფერი აურიეთ და ღუმელში შედგით“. მარტივი, სასარგებლო და ამასთან ძალიან გემრიელი!

შვრიის ნამცხვარი

ინგრედიენტები:

  • 200 გრ შვრია
  • 200 გრ ხაჭო (5% ცხიმიანობა)
  • 250 მლ კეფირი (2,5 % ცხიმიანობა)
  • 1 კვერცხი
  • 50 გრ შავქლიავი
  • 50 გრ გარგარის ჩირი
  • 50 გრ ქიშმიში
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 1 ს/კ 9%-იანი ძმარი
  • 20 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა

მომზადება:

1. ყველა ჩირი გარეცხეთ და კუბებად დაჭერით. ქიშმიშზე დიდი ზომის არ უნდა იყოს.

2. სოდა და ძმარი აურიეთ.

3. თასში შვრია ჩაყარეთ, კეფირი დაასხით, ჩანგლით ჩაჭყლეტილი ხაჭო დაუმატეთ.

4. აქვე დაუმატეთ კვერცხი და სოდა-ძმრის ნარევი.

5. ყველაფერი აურიეთ და 20 წუთით გააჩერეთ, რომ შვრია გაფუვდეს. ამის შემდეგ ჩირი დაუმატეთ.

6. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ცომი თანაბრად გადაანაწილეთ.

7. ნამცხვარი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ.

8. შვრიის ნამცხვარი ფქვილის და შაქრის გარეშე მზადაა, მაგრამ სუფრაზე გატანის წინ 3 საათით გააჩერეთ, რომ გაგრილდეს. ამის შემდეგ კიდევ უფრო გემრიელი იქნება.

9. გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.