8 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება გვქონდეს ხშირი მუცლის ტკივილი დილაობით.

1422

სტრესი ბევრი დაავადების წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, მაგრამ ამას ყველა ვერ ხვდება. „სტრესი მაქვს“ – ამბობთ თქვენ, თუმცა მისი გამოცნობა არც ისე მარტივია.

აი, 8 ნიშანი იმისა, რომ თქვენ უნდა მოდუნდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სტრესი მთლიანად გშთანქავთ.

1. თმის ცვენა

დერმატოლოგ კეროლინ ჯეიკობის თქმით, ყოველდღე ადამიანი 100 ღერ თმას კარგავს და ამას თავად ვერც ამჩნევს. თმის ცვენა პირდაპირ სტრესთან არის დაკავშირებული.

სტრესის მაღალი დონე ორგანიზმს თმის ბუნებრივი ციკლის შეცვლას აიძულებს.

მაშინ, როცა ნორმალურ თმა თავისი ცხოვრების 85%-ს „ანაგენურ“ ზრდის ფაზაში ატარებს. სტრესის დროს, პირიქით, თმა ძალიან სწრაფად „ტელოგენის“ დასვენების ფაზაში გადადის, როცა თმას ცვენის გარდა არაფერი დარჩენია.

სტრესმა შეიძლება აუტოიმუნური დაავადება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ თმის ცვენას იწვევს. თუ ამ პრობლემასთან შეჯახება მოგიწიათ, დერმატოლოგთან პროფესიონალური კონსულტანცია აუცილებლად უნდა გაიაროთ.

2. წონის მერყეობა

სტრესი ადამიანის წონაზე გავლენას ახდენს. ზოგიერთი ადამიანი მადას კარგავს, ამიტომ სწრაფად იკლებს, ზოგი კი ბევრი ჭამის და მეტაბოლიზმის შემცირების გამო წონაში მატულობს.

თუ შენიშნეთ, რომ წონის ციფრები სწრაფად შემცირდა ან გაიზარდა, დარწმუნდით, რომ სტრესი არ გაქვთ და მისი გავლენის შემცირება სცადეთ.

გაზრდილი შფოთვის დროს ადამიანის კვების ჩვევა ირღვევა. მკაცრი დიეტური შეზღუდვები სტრესს კიდევ უფრო ზრდის და ამ დარღვევას უფრო აღრმავებს. ასე მანკიერი წრე იკვრება.

სცადეთ, თავდაჯერებული იყოთ და ნაკლებად ინერვიულოთ.

3. შფოთვის მუდმივი შეგრძნება, მოუსვენრობა

მშფოთვარე მდგომარეობა მთელ მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ის მოსახლეობის 1/6 ნაწილს ახასიათებს, ამასთან ეს ფსიქიკური აშლილობა ქალებს მამაკაცებზე მეტად აქვთ.

შფოთვის და მოუსვენრობის შეგრძნება გადაღლილობის ნიშანია. თუ ჭარბი შფოთვა გაწუხებთ, სცადეთ ეს პრობლემა გადაჭრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა შეიძლება უფრო გამწვავდეს.

4. დაბალი ლიბიდო

სტრესი შეიძლება დაბალი ლიბიდოს მიზეზი იყოს. ის ამცირებს ჰორმონების რაოდენობას, რომელიც სექსუალურ აქტიურობაზე გავლენას ახდენს. სტრესი ხშირად იმპოტენციას და ფრიგიდულობას იწვევს.

„ბევრი ქალი ურთიერთობით საკმაოდ კმაყოფილია და სიახლოვის პროცესით სიამოვნებას იღებს, მაგრამ ძალიან დაღლილი და დაძაბულია, რომ ძლიერი ლტოლვა იგრძნოს“ – განმარტავს ლორი მინცი, ფლორიდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი.

სექსუალური ცხოვრების დასალაგებლად, ორგანიზმის მოდუნების ტექნიკა გამოიყენეთ. კიდევ ერთი მეთოდი – უბრალოდ პარტნიორს ამ თემაზე დაელაპარაკეთ ან სპეციალისტს მიმართეთ.

5. ძილთან დაკავშირებული პრობლემები

დაძინება გიჭირთ, ძილი მშფოთვარე გახდა, ან ბოლო დროს დიდხანს გძინავთ? შესაძლოა, ეს გადაღლილობით იყოს გამოწვეული. დაღლილობა – ქრონიკული სტრესის კიდევ ერთი ნიშანია.

ორგანიზმი სტრესს თავისებურად უმკლავდება, მათ შორის უძილობით ან ხანგრძლივი ძილით. განსაზღვრეთ პრობლემის წყარო, რომელიც ნერვიულობას გაიძულებთ.

პირველ რიგში, ძილის რეჟიმი შეცვალეთ. სტრესს რაც შეიძლება სწრაფად გაუმკლავდით. მედიტაცია გამოიყენეთ, სწორი კვება დაიწყეთ, ფიზიკური ვარჯიშის რაოდენობა გაზარდეთ. იოგით დაკავდით.

6. განწყობის სწრაფი ცვლილება

განწყობის სწრაფი ცვლილება უფრო ქალებს ახასიათებთ. მათ ხშირად სამსახურის, ბავშვების მოვლის, ოჯახის და ბევრი სხვა საქმის მოგვარება უწევთ. ეს კი ხშირად სტრესის და დეპრესიის მიზეზი ხდება, რაც განწყობის სწრაფ ცვლილებას იწვევს.

სტრესული მდგომარეობა დაკავშირებულია წარუმატებელ ურთიერთობასთან, მშობლების მოვლასთან ან მათთან ცხოვრებასთან ან/და ოჯახის წევრებთან არსებულ პრობლემებთან.

პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალისტს მიმართეთ ან მას, ვინც მოგისმენთ! მდგომარეობა არ უგულებელყოთ!

7. ტკივილი სხეულში

სტრესი ყველა ორგანოს და სისტემის მუშაობას არღვევს. მან შეიძლება გამოიწვიოს გახშირებული გულისცემა, დიარეა, კუნთოვანი სპაზმები, წყლულები, კუჭის პრობლემები ან მკერდის ტკივილი.

სტრესის გადალახვაში დაგეხმარებათ სუნთქვის ვარჯიშები, ფიზიკური აქტიურობა, წყლის პროცედურები (აბაზანა არომატებით, საუნა ან თუნდაც ჩვეულებრივი შხაპი), რეჟიმის დაცვა, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, დიეტა, მაგნიუმით ორგანიზმის გამდიდრება.

8. სიფიცხე

სტრესმა შეიძლება მოუთმენელი, ფიცხი და გაღიზიანებული გაგხადოთ.

გაზრდილი გაღიზიანების მოშორებას ყველა სხვადასხვანაირად ცდილობს: ზოგი ეწევა, ზოგი მზესუმზირას თესლებს კვნეტს ან საერთოდ ტკბილეულს ჭამს, რომ გადატანილი სტრესის გამო საკუთარი თავი დააჯილდოოს.

სპეციალისტები გირჩევენ სხვა რამეზე გადაერთოთ – სახლი დაალაგოთ, გაისეირნოთ, მყუდრო ადგილი იპოვოთ, სადაც დამშვიდებას შეძლებთ. მნიშვნელოვანია საკვები რეჟიმი დაიცვათ, არ გადაიტვირთოთ და საკმარისი რაოდენობის ძილი მიიღოთ.