მენიუ ერთ კვირაზე: ნიკოლას პერიკონე არამხოლოდ ფიგურას, არამედ სახესაც ცვლის

0
849

სახის კანის დაჭიმვა შუა ხნის ასაკის ქალბატონებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. დიდი უსამართლობაა, როცა სულიერად თავს 25 წლისას გრძნობთ, გარეგნობით კი 50 წლის ხართ.

საბედნიეროდ, ყველაფერი გამოსწორებადია. დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ იდეალურ დიეტას, რომელიც არამხოლოდ ფიგურას გააუმჯობესებს, არამედ საგრძნობლად აალაგებს ნაოჭებს სახიდან. არავითარი ოპერაცია! მხოლოდ ნატურალური და სასიამოვნო საშუალებები.

სახის ლიფტინგი საშინაო პირობებში

სწორედ სახის დაჭიმვაზე ფიქრობდა დიეტოლოგი ნიკოლას პერიკონე, როცა დიეტას შეიმუშავებდა ისეთი ვარსკვლავებისთვის, როგორებიც არიან ჯულია რობერტსი და კორტნი კოქსი.

ექიმი პერიკონე ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც თამამად განაცხადა, რომ ტკბილი, ცხიმიანი და ფქვილიანი საკვები ჩვენს კანს ყოველდღიურად აბერებს. ნიკოლასი ამტკიცებს, რომ ასეთი საკვები ანთებით პროცესებს იწვევს და სწორედ აქედან ჩნდება კანის სხვადასხვა დაავადება და ნაოჭები.

დიეტოლოგმა შეადგინა იმ პროდუქტების სია, რომლებიც ხსნის ანთებით პროცესებს, არეგულირებს მეტაბოლიზმს და იდეალურად ჭიმავს სახის კანს. სახის კანის ლიფტინგი საშინაო პირობებში ახლა ყველასათვის ხელმისაწვდომია.

ნიკოლას პერიკონეს მენიუ

1. საუზმე

საკვების პირველი მიღება არ იცვლება მთელი კვირის განმავლობაში. ექიმი გვირჩევს დღის დაწყებას უზმოზე 300 მლ წყლის დალევით, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიირთვათ საკვები.

საუზმე შედგება რამდენიმე ცილისა და 1 მთლიანი კვერცხის, 200 გ მოხარშული ორაგულისა და ნახევარი ჭიქა შვრიის ფაფისგან ნესვით. ორაგული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ერთ-ერთი მთავარი წყაროა ამ დიეტაში, თუმცა, მისი ჩანაცვლება უფრო ეკონომიური ვარიანტებითაც შეგიძლიათ, მაგალითად, სკუმბრიით.

ნესვი, პერიკონეს რეკომენდაციით, დესერტის სახით უნდა მივირთვათ. იგი ძალიან ტკბილია, თუმცა, 1 კგ ნესვში იმაზე ნაკლები კალორიაა, ვიდრე ორ ცალ კექსში. სურვილისამებრ, მისი ჩანაცვლება ფორთოხლით ან გრეიფრუტით შეგიძლიათ.

არ დაგავიწყდეთ მწვანე ჩაის დალევაც!

2. სადილი

ექიმი ნიკოლასი სადილზე გვთავაზობს 200 გ ორაგულს ან მის შემცვლელს, ბოსტნეულის სალათსა და 150 გ ნესვს. სხვადასხვა დღეს, ორაგულის ნაცვლად, შეგიძლიათ ქათმის ან თინუსის ფილე მიირთვათ.

3. სამხარი

სამხარის სახით მიირთვით 150 გ მოხარშული ქათმის მკერდი, 1 მუჭა თხილი(ნებისმიერი) და რომელიმე ხილი. თუ სეზონია, საუკეთესო ვარიანტია ქლიავი.

4. ვახშამი

ვახშმის ბაზისი ისევ თევზია. მას აუცილებლად დაუმატეთ გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო ან ბროკოლი. შეგიძლიათ, ბროკოლი ბადრიჯნით, ისპანახით ან სატაცურითაც ჩაანაცვლოთ. ვახშამზევე მიირთვით ბოსტნეულის სალათიც.

5. წახემსება ღამით

პერიკონე გვირჩევს წახემსებას ნატურალური მაწვნით, თხილით ან ვაშლით. მსხალიც შესანიშნავი იქნებოდა ასეთი წახემსებისთვის. არ დაივიწყოთ კენკრა, განსაკუთრებით, ჟოლო და მოცხარი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დიეტა ჰოლივუდის ვარსკვლავებზეა გათვლილი, თქვენც შეგიძლიათ მისი დაცვა იმ შემცვლელების გამოყენებით, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ. 1-2 კვირაში თქვენ კანის ფერის შესამჩნევ გაუმჯობესებას დაინახავთ, კილოგრამები კი თვალსა და ხელშუა გაქრება.

როგორიც არ უნდა იყოს სილამაზის კანონები, ერთი რამ უცვლელი რჩება: ლამაზი, გლუვი კანი ყოველთვის მოდაში იქნება.

იკვებეთ სწორად, თუმცა არც გარეგანი მოვლის შესახებ დაივიწყოთ – გამოიყენეთ ნატურალური კანის მოვლის საშუალებები.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი