ბებიების დროინდელი 10 ხრიკი, რომელიც დღესაც წარმატებით გამოიყენება.

2444

ზოგიერთი ხრიკი და ხერხი იმდენად გენიალური შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ის მრავალმა თაობამ გამოიყენოს. თუმცა დრო მაინც უმოწყალოა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი მაინც გადაინაცვლებენ ხოლმე “ბებიის ხრიკები”-სკატეგორიაში.

ვივიენმა გადაწყვიტა გაეხსენებინა წარსულში სახელგანთქმული ხერხები და ამ სტატიაში მოგიმზადათ 10 სასარგებლო ხრიკი, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდენ.

№ 1. ვარდები 2 ჯერ მეტ ხანს გაძლებენ თუ  წყალში ნახევარ აბ ასპირინსს ჩააგდებთ.

ვარდები უფრო დიდხანს გაძლებენ
ვარდები უფრო დიდხანს გაძლებენ

ასოირინი აფერხებს ვარდის დაობების პროცეს და გვეხმარება უფრო დიდხანს შევინარჩუნოთ ქრიზანთემა, მიხაკი, გლადიოლუსი და ვარდი. ხოლო წყალში რომელშიც ნარცისები გაქვთ ჩალაგებული უმჯობესია დაუმატოთ მწიკვი მარილი, გეორგინებისთვის – ცოტაოდენი ძმარი.

№ 2. ბავშვს რომ  კალამის სწორად დაჭერა ასწავლოთ გამოიყენეთ საკანცელარიო რეზინა.

კალამის სწორად დასაჭერად
კალამის სწორად დასაჭერად

ჩამოაცვით საკანცელარიო რეზინა ხელზე, შემდეგ კი მასში კალამი გაუყარეთ და შემოაბრუნეთ 180°-ით. ამგვარად კალამი სწორ მდგომარეობაში დაფიქსირდება.

№ 3. ცხიმის ლაქას სამოსზე უმჯოესია მყისიერად მოვაყაროთ მარილი.

ცხიმის ლაქა მარტივად ამოვა
ცხიმის ლაქა მარტივად ამოვა

მარილი ცხიმის უმეტესობას შეიწოვს. თქვენ უბრალოდ მოაყარეთ, დაელოდეთ და დაფერთხეთ. ამის შემდეგ ლაქის ამოყვანა ბევრად მარტივი იქნება, ხოლო პატარა ლაქა საერთოდ გაქრება.

№ 4. გამხმარი ფრჩხილის ლაკი შეგიძლიათ გააზავოთ ლაკის მოსაშორებელი ხსნარით.

მანიკურის მეორე სიცოცხლე
მანიკურის მეორე სიცოცხლე

ფრჩხილიდან ლაკის მოსაშორებელი სითხის რამოდენიმე წვეთი ლაკს არა მხოლოდ გაათხევადებს არამედ ბზინვარებასაც შემატებს. თუმცა გაითვალისწინეთ, აქ მთავარია არ გადააჭარბოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ლაკი ზედმეტად წყლიანი გახდება.

№ 5. მიმწვარი ქვაბის გაწმენდა გაგიადვილდებათ თუ მასში მარილიან წყალს აადურებთ.

მინამწვარის მოშორება
მინამწვარის მოშორება

მიმწვარი ცხიმიანი ზედაპირის გაწმენდაც კი გაგიადვილდებათ სპეციალური საშუალებების გამოყენების გარეშე,  თუ რამოდენიმე კოვზ მარილს ჩაყრით ქვაბში და მასში წყალს ადუღებთ 15-20 წუთი.

№ 6. ჭარხალით ან კენკრით დასვრილი ხელების გაწმენდა ლიმონის ნაჭერით მარტივად გამოგივათ.

ხელების გაწმენდა ლიმონით
ხელების გაწმენდა ლიმონით

უბრალო საპონი პირიქით ამყარებს იასამნისფერს. ამიტომ ჭარხალის ან კენკრის მუქი ლაქების მოსაშორებლად გამოიყენეთ ლიმონის წვენი ან უბრალოდ ლიმონის ნაჭერით გაიწმინდეთ ხელები.

№ 7. ხარშვისას კვერცხი არ გაიბზარება და ცილა არ გადმოედინება, თუ მათ მარილიან წყალში მოხარშავთ.

კვერცხის მოხარშვისას
კვერცხის მოხარშვისას

მარილი გავლენას ვერ მოახდენს კვერცხის გაბზარვა არ გაბზარვაზე, მაგრამ ის შეაფერხებს ცილის გადმოდინებას და ამასთანავე არანაერად არ აისახება გემოზე.

№ 8. პური დაჭრისას რომ არ დანამცეცდეს, დანა წინასწარ ჩადეთ ადუღებულ წყალში.

თანაბარ ნაჭრებად დასაჭრელად
თანაბარ ნაჭრებად დასაჭრელად

იმისათვის, რომ ახალი პური დაჭრისას არ დატყდეს ან დანამცეცდეს, დანა წინასწარ მოათავსეთ ადუღებულ წყალში ან დაასხით მდუღარე ჩაიდნიდან. შემდეგ გაუწმინდეთ პირი ხელსახოცით და დაჭერით პური თანაბარ ნაჭრებად.

№ 9. კარტოფილი დაგეხმარებათ მწერების ნაკბენით გამოწვეული გაღიზიანების ან ანთების ჩაცხრობაში.

კარტოფილის გამოყენება
კარტოფილის გამოყენება

აიღეთ მცირე ზომის კარტოფილი, გარეცხეთ და შემდეგ გაჭერით შუაზე. გაჭრილი მხრიდან მიიდეთ სუფთა ჭრილობაზე ან ნაკბენზე, შემდეგ დაიფიქსირეთ ბინტით ან წებოვანი ლენტით.

კარტოფილი ამცირებს შეშუპებას, ანთებით პროცეს და დაგეხმარებათ ჭრილობის დატენიანებაში,რაც შეხორცების პროცესს დააჩქარებს. ეს ხერხი დაგეხმარებათ ნებისმიერი სახის ნაკბენის ან გაღიზიანების შემთხვევაში.

№ 10. შუქის მხარეს დადგენა საათის დახმარებით.

საათი კომპასის ნაცვლად
საათი კომპასის ნაცვლად

აიღეთ მაჯის საათი და მოაბრუნეთ ის იმგვარად, რომ საათის ისარი მზისკენ იყოს მიმართული. შემდეგ კუთხე მზისკენ მიმართულ ისარსა და 1-ანს შორის გაყავით შუაზე. ეს ხაზი, რომელიც კუთხეს ყოფს მიგითითებთ სამხრეთისკენ.

შუადღემდე სამხრეთი მზიდან მარჯვენა მხარეს იქნება, ხოლო შუადღის შემდეგ მის მარცხნივ.