ფულის ამაო ფლანგვა: 5 კოსმეტიკური საშუალება, რომლებსაც უნდა მოერიდოთ

1622

ყოველდღე უამრავ სარეკლამო რგოლს ვნახულობთ, რომლებიც ამა თუ იმ კოსმეტიკური პროდუქტით ჩვენი დაინტერესებისთვისაა შექმნილი. მწარმოებლები სასწაულებრივ ეფექტებს გვპირდებიან და დემონსტრაციულად გამოჰყავთ მოდელები იდეალური კანით.

ბევრ ჩვენგანს ესმის, რომ რეკლამას არ უნდა ვენდოთ, რამდენადაც პროფესიონალები, რეკლამის ეთერში გაშვებამდე, მოდელების კანს კომპიუტერულად ამუშავებენ და იდეალურს ხდიან. იმის ალბათობაც, რომ მოდელმა სწორედ რეკლამირებული კოსმეტიკა გამოიყენა, ძალიან დაბალია.

სარეკლამო ინდუსტრია მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ პროდუქტი გაიყიდოს, თანაც, დიდი რაოდენობით. სწორედ ამ მიზნით, მწარმოებლები არამხოლოდ მატყუარა რეკლამებს იყენებენ, არამედ კოსმეტიკას მავნე ნივთიერებებსაც უმატებენ, რომლებიც საგრძნობლად ამცირებს მის ფასს და იზიდავს მომხმარებელს.

კოსმეტიკის მავნებლობა

დღეს ჩვენ სახის კანსა და ჯანმრთელობაზე კოსმეტიკის მავნე გავლენის შესახებ ვისაუბრებთ. გარდა იმისა, რომ კოსმეტიკის დიდი ნაწილი მავნე ნივთიერებებს შეიცავს, არსებობს ისეთი კოსმეტიკური საშუალებებიც, რომლებსაც არანაირად არ ვსაჭიროებთ. ეს მხოლოდ თქვენი საფულის დასაცარიელებელი ხრიკებია.

კოსმეტიკური საშუალებების უმეტესობა შეიცავს პარაბენებს(პარა-ჰიდროქსიბენზოური მჟავის რთული ეთერი, რომლის დიდი რაოდენობაც ავთვისებიან სიმსივნეს იწვევს), სინთეტიკურ საღებავებს, არომატიზატორებს(მასში ასამდე სხვადასხვა მავნე ქიმიური ნივთიერება შეიძლება მოიაზრებოდეს, რომლებიც იწვევს ალერგიულ რეაქციებს, თავის ტკივილსა და გულისრევას),  სულფატებსა(აღიზიანებს თვალის ლორწოვან გარსს, იწვევს თვალის სიმშრალეს; გამოიყენება შამპუნებსა და დასაბან საშუალებებში ასაქაფებლად) და ჰიიდროქინონებს(ამცირებს კანის რეზისტენტულობას უი-სხივების მიმართ და ზრდის კანის კიბოს გაჩენის რისკს, აქვს მძლავრი კანცეროგენული ეფექტი). ყველა ეს ქიმიური ნივთიერება თქვენი კანისთვის და, საერთოდ, ჯანმრთელობისთვის მავნეა, ამიტომ ყურადღებით წაიკითხეთ კოსმეტიკური საშუალებების ეტიკეტები და მოერიდეთ ისეთ პროდუქტს, რომლებიც ზემოხსენებულ კომპონენტებს შეიცავს.

5 კოსმეტიკური საშუალება, რომლებზეც უარი ახლავე უნდა თქვათ

1. სკრაბი 

გავიდა ის დრო, როცა უხეში ტექსტურის სკრაბი თითქმის ერთადერთი საშუალება იყო კანის ღრმა წმენდისთვის. ნებისმიერი კოსმეტოლოგი გეტყვით, რომ ასეთი სკრაბის გამოყენება უკიდურესაც არასასურველია. უწვრილესნაწილაკებიანი სკრაბიც კი ძლიერ აზიანებს კანს და იწვევს ანთებას.

2. ქოქოსის ზეთი

ეს საშუალება იდეალურად უხდება თმას, თუმცა, მისი გამოყენება კანზე არასასურველია. იგი ხერგავს ფორებს, ამ სახით კი ტენს კანქვეშ აკავებს. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ქოქოსის ზეთი.

3. ტონიკი

ეს საშუალება მავნე არაა, უბრალოდ, მის გამოყენებას არავითარი აზრი არ აქვს, რამდენადაც მიმართულია კანის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარეგულირებისკენ. ამ მისიას იდეალურად უმკლავდება ყველა სხვა საშუალება, რომლებსაც იყენებთ, მაგალითად, მიცელარული წყალი ან ღამის კრემი.

4. წყალგამძლე ტუში

სავსებით უსარგებლო ნივთი ჩვენს დროში. გარდა იმისა, რომ ამ საშუალების ფასი, ჩვეულებრივთან შედარებით, გაცილებით მაღალია, იგი ულამაზოდაც გამოიყურება წამწამებზე.

5. ანტიცელულიტური კრემები

ნუ მოუსმენთ მწარმოებლების დაპირებებს! ცელულიტისგან გათავისუფლება კანში კრემის შეზელით რომ შეიძლებოდეს, ეს პრობლემა მსოფლიოში აღარავის შეაწუხებდა. ცელულიტის მოშორება მხოლოდ სწორი კვებითა და კარდიოვარჯიშებითაა შესაძლებელი.

მოვლის საშუალებების ფასი მისი ნატურალურობისა და სარგებლიანობის მაჩვენებელი არაა. დამიჯერეთ, ყველაზე იაფ საშუალებასაც კი შეუძლია თქვენი კოსმეტიკის ნახევრის ჩანაცვლება.

ყურადღებით შეარჩიეთ კოსმეტიკა, ნუ დაიზიანებთ კანსა და ჯანმრთელობას!