7 მეთოდი, ქუსლის და კოჭის აუტანელი ტკივილის გასაქრობად

9344

ქუსლის დეზი არის მდგომარეობა, რომელსაც კალციუმის დაგროვება იწვევს და ქუსლის ძვალთან ძვლოვან წანაზარდს ქმნის. გარდა ამისა, ფეხისა და ქუსლის ძვლის შემაერთებელი ქსოვილების ანთება შეინიშნება, რომელიც ტკივილს იწვევს. დეზმა შეიძლება შეშუპება, გაღიზიანება და რკალისებური ძვლის შესუსტება გამოიწვიოს.

ქუსლის დეზი ზოგჯერ მტკივნეული ხდება – მას უწოდებენ დანას, რომელიც პირდაპირ ქუსლში გერჭობათ. სხვა შემთხვევაში ქუსლის დეზი შეუმჩნეველია და მისი აღმოჩენა მხოლოდ რენტგენით ხდება. თქვენ მაინც უნდა იმოძრაოთ და ყოველდღიური ამოცანები შეასრულოთ, ანუ ტკივილი უნდა მოიშოროთ. მკურნალობა ფიზიკურ ვარჯიშს, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს და ქირურგიულ ჩარევას მოიცავს, მაგრამ არსებობს რამდენიმე ნატურალური საშუალება, რომელთაც ტკივილის შემსუბუქება შეუძლიათ.

ქუსლის დეზის მიზეზები

ქუსლის დეზი ყველაზე ხშირად სპორტსმენებში გვხვდება, მაგრამ ქუსლის კუნთებზე და მყესებზე ძლიერი დატვირთვის შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს. აი, რამდენიმე გავრცელებული რისკ-ფაქტორები:

  • მყარ ზედაპირზე სირბილი;
  • სიარული ქუსლის ძვალზე დატვირთით;
  • გასუქება და ჭარბი წონა;
  • ცუდად შერჩეული ფეხსაცმელი, რომელიც ძვალს კარგად არ იჭერს;
  • დიაბეტი;
  • ბრტყელტერფიანობა ან მაღალი თაღი;

ქუსლის დეზით გამოწვეული ტკივილი შეიძლება იყოს მკვეთრი და ქავილის გამომწვევი, განსაკუთრებით მაშინ, როცა თქვენ დადიხართ ან დასვენების შემდეგ ფეხზე დგებით. ამ დაავადების დროს აუცილებელია დიეტა, რომელიც გაჯერებული იქნება მაგნიუმით (ძვლის ფორმირებისა და კალციუმის ასათვისებლად აუცილებელია) და ტუტე პროდუქტებით, რომ ორგანიზმის PH დონე დააბალანსოთ, რაც კალციუმის დაგროვებას ხელს შეუშლის.

აი 7 მარტივი სახლის საშუალება, რომელიც პულსირებული ტკივილის დროს მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ.

1. ეპსომას აბაზანას მარილი

ეპსომას მარილი მაგნიუმის სულფატია. საინტერესოა, რომ მაგნიუმის დიდი ნაწილი ორგანიზმში სწორედ რომ ძვლებში ინახება. წყალში ცოტა ინგლისური მარილი ჩაყარეთ და ფეხები ჩაყავით. შეგიძლიათ ქუსლები დაიმასაჟოთ.

2. მასაჟი ეთერზეთებით

სუფთა ეთერზეთი, მაგალითად, როზმარინი ან ლავანდა და ჩვეულებრივი ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ტკივილს გააყუჩებს. ქოქოსის ზეთი მოქმედებს, როგორც ბუნებრივი დამატენიანებელი, რომელიც თქვენს ქუსლებს არბილებს. უბრალოდ ზეთი ოდნავ გააცხელეთ და ქუსლებში ნაზად წაისვით.

3. ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი უნივერსალური საშუალებაა, რომელსაც თითქმის ყველაფრის განკურნება შეუძლია. ვაშლის ძმარს ძვლიდან ჭარბი კალციუმი გამოაქვს, ამით მდგომარეობას ამსუბუქებს. შეგიძლიათ ფეხები თბილი წყლით და რამდენიმე წვეთი ვაშლის ძმრით სავსე ტაშტში ჩაყოთ, ან ძმარში დასველებული პირსახოცი რამდენიმე წუთით ფეხებზე შემოიხვიოთ.

4. ყინულის პაკეტი

ყინულით სავსე პაკეტი დაზიანებულ ადგილზე რამდენიმე წუთით გაიჩერეთ. შესანიშნავი მეთოდია შეშუპების და ტკივილის შესამცირებლად. ყინული პირდაპირ ქუსლზე არ დაიდოთ – ყინულის პაკეტი გამოიყენეთ ან პირსახოცში გაახვიეთ.

5. საკვები სოდა

ეს მოკრძალებული სამზარეულოს ინგრედიენტი პირდაპირ ქუსლში დაგროვებულ კალციუმის კრისტალებზე მოქმედებს. 1 ჩ/კ სოდა წყალს აურიეთ და პასტა მოამზადეთ, შემდეგ ქუსლზე წაისვით. საკვები სოდა pH ბალანსის დარეგულირებაში დაგეხმარებათ.

6. სელის ზეთი

სელის ზეთი ალფა-ლინოლინის მჟავით, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით არის მდიდარი, რომელიც ანთებას ებრძვის. ცოტა სელის ზეთი თბილ წყალს დაუმატეთ და მასში პირსახოცი დაასველეთ. პირსახოცი ქუსლებზე შემოიხვიეთ და ზემოდან სათბურა დაიდეთ. 1 საათით გაიჩერეთ და ამ პერიოდის განმავლობაში მოძრაობას მოერიდეთ.

7. ანთების საწინააღმდეგო პროდუქტები

კურკუმა, კოჭა, კაიენის წიწაკა და კვლიავის თესლი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით ცნობილია. ეს პროდუქტები ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს და პოლიფენოლებს შეიცავს, რომლებიც მოქმედებენ, როგორც დამცავი ნაერთები და ანთების დონის შემცირება შეუძლიaთ.

შეგიძლიათ ნახარში მოამზადოთ. 1 ჭიქა წყალს 1 ჩ/კ დაქუცმაცებული კოჭა, კურკუმა ან წიწაკა დაუმატეთ. დალიეთ ყოველთვის, როცა ტკივილი შეგაწუხებთ. კვლიავის თესლი შეგიძლიათ წყალში აადუღოთ, გადაწუროთ და ნახარში დალიოთ, რომ ტკივილი მოიშოროთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.