რა იცით კრიტიკული დღეების შესახებ? 6 მნიშვნელოვანი ფაქტორი თვითშემოწმებისთვის

999

კრიტიკული დღეები ყველას განსხვავებულად აქვს და ზოგიერთი სიმპტომი ნორმალურია. ზოგიერთი კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მიგვითითებს. თავად შეამოწმეთ!

1. ხშირად ერთ კვირაზე ნაკლებ ხანს გრძელდება

ყველაზე ხშირად კრიტიკული დღეები 4-5 დღე გრძელდება. ექიმები მენსტრუაციის პერიოდის 8 დღემდე ხანგრძლივობას ნორმალურ ვარიანტად მიიჩნევენ. თუ გამონადენი კიდევ უფრო დიდხანს გრძელდება, გინეკოლოგს უნდა ეწვიოთ და დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია.

2. ციკლის რეგულირება აბებით და სპირალებით შეიძლება

ეს მხოლოდ რამდენიმე მეთოდია. ასევე შეგიძლიათ ენდომეტრიუმის ნაწილი ამოიღოთ, მაგრამ ამას იშვიათად აკეთებენ – მკაცრი ჩვენების დროს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის გაჩენას აღარ აპირებთ. ციკლზე დადებით გავლენას ახდენს ასევე პოლიპების და ფიბრომას მოშორება.

3. მხოლოდ რამდენიმე კოვზი სისხლი გამოდის

ეს სიმართლეა. გამონადენი უფრო უხვად ჩანს, ვიდრე რეალურად არის: ქალების უმეტესობისთვის ეს 2-3 სუფრის კოვზს უდრის.

4. პირველ დღეებში გამონადენი ყოველთვის უფრო უხვია

ყოველთვის არა. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ, რომ ნამდვილ სისხლდენად არ გადაიქცეს და ენდომეტრიუმის ცალკეულმა ზომებმა 5 თეთრიანი მონეტის ზომებს არ გადააჭარბოს.

5. ძალიან უხვი გამონადენი საშიშია

დიახ, ანემიის განვითარების დიდი რისკი არსებობს, რომელსაც ბევრი უსიამოვნო ნიშანი ახლავს. გარდა ამისა, მენსტრუაციის დროს ასეთმა უხვმა გამონადენმა შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.

6. ტკივილი და დისკომფორტი უნდა მოითმინოთ

არა! მსუბუქი ტკივილი, მსუბუქი გულისრევა და დაღლილობა – კი, მაგრამ ძლიერი ტკივილი და ყველაფერი, რაც ნორმალურ ცხოვრებაში ხელს გიშლით, არ უნდა აიტანოთ. პრობლემის გადასაჭრელად ექიმს უნდა მიმართოთ.