მოდის ექსპერტები: “სტილი და ასაკი რომ ერთმანეთს შეესაბამებოდეს 50 წლის შემდეგ..”

1410

მოდური ლუქი – ქალბატონების ერთ-ერთი ძირითადი სურვილია ნებისმიერ ასაკში. განსაკუთებით მნიშვნელოვანია ქალურობისა და სინაზის შენარჩუნება 50 წელს გადაბიჯების შემდეგ.

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა შექმნათ მოდური საგაზაფხულო გარდერობი, რათა სიცოცხლის ყველაზე დახვეწილი წლები ელეგანტურად გაატაროთ.

ტანსაცმელი შუა ხნის ქალბატონისთვის

1. 50 წლის შემდეგ, ქალის ტანსაცმელი მოდური, ქალური და ელეგანტური უნდა იყოს. პროვოკაციული, გამომწვევი ხასიათის ნივთები, მამაკაცური ტანსაცმელი აუბრალოებს და შეუფერებლად გამოიყურება ასეთი ქალის სხეულზე. იმპოზანტური და ხარისხიანი მოდელები, პირიქით, იმიჯს ქალურობას შემატებს.

2. შეარჩიეთ რბილი, მოშვებული ქსოვილები, რომლებიც მოძრაობას არ აირეკლავს. გახსოვდეთ, რომ ტანსაცმელში თავი კომფორტულად უნდა იგრძნოთ.

ტანსაცმელი არ უნდა იყოს ტომრისებრი, რბილად უნდა ეხებოდეს თქვენს შესანიშნავ სხეულს.

3. გარდერობში საბაზისო ნივთების ძირითადი ელემენტი კოსტუმები უნდა გახდეს: 1-2 თბილი და ამდენივე ცივი სეზონისთვის. საგაზაფხულო და საზაფხულო ვარიანტები, უმჯობესია, ღია ფერებში შეარჩიოთ, განსაკუთრებით წარმატებული ვარიანტია ხორცისფერი, ქვიშისფერი, ღია ნაცრისფერი ან რძისფერი.

შეარციეთ ნეიტრალური ფერთა გამა, რათა გარდერობის ძირითადი ნივთები კარგად ეხამებოდეს უფრო მკვეთრი და რთული ფერის ნივთებს. ეს არამხოლოდ კოსტუმებს, არამედ სხვა საბაზისო ელემენტებსაც ეხება.

4. არ დაგავიწყდეთ კაბების შესახებაც – სწორედ მათში ირეკლავს ქალბატონი შესანიშნავ საგაზაფხულო განწყობას.

5. იდეალში, შუა ხნის ასაკის ქალბატონის გარდერობის ყველა საბაზისო ელემენტი მაღალხარისხიანი ქსოვილისგან უნდა იყოს შეკერილი და სხეულს იდეალურად უნდა ერგებოდეს.

შესაძლოა, კარგი მკერავის პოვნისა და ტანსაცმლის შეკვეთით კერვის დრო მოვიდა, რამდენადაც ცნობილია, რომ ფიგურის ყველა თავისებურებაზე მორგებული ნაკეთობა მკვეთრად განსხვავდება ქარხნული წარმოებისგან.

6. კიდევ ორი საინტერესო იდეა საგაზაფხულოდ.

7. გარდერობის სწორი შერჩევა 50 წლის შემდეგ – ელეგანტური ლუქების შექმნის წინაპირობაა. მის შემადგენლობაზე საჭირო ყურადღების გამახვილებით, უპრობლემოდ შეძლებთ საბაზისო ელემენტების უფრო საინტერესო და რთულ ნივთებთან შეხამებას.

8. ნუ გამოკეტავთ სხეულს ერთ ფერში: შავი, რა თქმა უნდა, მომგებიანი ვარიანტია, მაგრამ მაინც, ნუ ჩაიციკლებით მასზე. შეარჩიეთ ფერადი ნივთები და ნუ შეუშინდებით მათ კომბინირებას. ნივთების სწორად შეხამებით, არამხოლოდ სულით, არამედ სხეულითაც შეძლებთ გაახალგაზრდავებას.

ნებისმიერი ქალი ოცნებობს მარადიულ ახალგაზრდობაზე, ხოლო ისინი, ვინც ამ ფაქტს უარყოფს, ნამდვილად პირფერობს.

გისურვებთ სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებას მაქსიმალურად დიდი ხნით!