უბრალოდ მშვენიერება: 3 ზოდიაქოს წყვილი, რომელთაც ყველაზე ლამაზი ბავშვები უჩნდებათ

3030

სკეპტიკოსიც კი გულმოდგინედ არ იკამათებს, რომ ზოდიაქალურ შეთავსებაში რაღაც არის. ასტროლოგიურად, წყვილების შეთავსებაზე არა მხოლოდ დაბადების თარიღი, არამედ მზის, მთვარის და 8 პლანეტის განლაგებაც გავლენას ახდენს. სწორედ ამ ფაქტორების კომბინაცია განსაზღვრავს, თუ ორ მოსიყვარულე ადამიანს როგორი ჰარმონიული კავშირი ექნებათ. ზეციურ ობიექტებზე შორის ყველაზე მნიშვნელოვნად მთვარე ითვლება, რომელიც ემოციებს აკონტროლებს, პასუხისმგებელია ვენერას და მარსის მგრძნობელობაზე, რომელზეც თავის მხრივ წყვილის ლიბიდოს დონეა დამოკიდებული.

როცა ორი ადამიანი ოჯახს ქმნის, დროთა განმავლობაში ბავშვებზე ფიქრს იწყებენ და ოცნებობენ იმის შესახებ, თუ ბავშვს როგორი თვისებები ექნება, იმედი აქვთ, რომ მათი პატარა წარმოუდგენლად მიმზიდველი და ლამაზი იქნება.

3 ზოდიაქოს წყვილი არსებობს, რომელთაც განსაკუთრებით ლამაზი მემკვიდრეები უჩნდებათ.

1. ქალი ლომი და მამაკაცი მერწყული

ცეცხლის და ჰაერის სტიქიების შერევა საკმაოდ უნიკალურია: ასეთი კაშკაშა კავშირი ყოველთვის ყურადღებას იპყრობს. ძლიერი და მიზანდასახული ლომი მერწყულის ენერგიით და სიბრძნით იკვებება, ერთად კი ნებისმიერი მთის გადალახვა შეუძლიათ. პარტნიორები ერთმანეთს ავსებენ, მხარს უჭერენ და ბავშვებს ხშირად თავიანთ საუკეთესო თვისებებს აძლევენ.

ასეთი კავშირით დაბადებული ბავშვი კომუნიკაბელური და თამამია, თანატოლებთან და უფროსებთან საერთო ენას ადვილად ნახულობს. დედისა და მამისგან საუკეთესო თვისებებს ღებულობს და თავისი მომხიბვლელობით ავტომატურად ყველას ფავორიტი ხდება.

2. ქალი კურო და მამაკაცი კირჩხიბი

ვენერას ხელმძღვანელობით კურო რომანტიული, პრაქტიკული და ძალიან მეოჯახეა. მას აქვთ ყველანაირი შანსი, რომ მშვენიერი დედა გახდეს, რომელიც ბავშვისთვის ყველაფერს გააკეთებს. მამაკაცი კირჩხიბი ძალიან მზრუნველი და ერთგული მამაა. ასეთი კავშირი მყარი და ჰარმონიულია, რადგან ორივე პარტნიორი ერთმანეთის განწყობას და საჭიროებებს კარგად გრძნობს.

კუროს და კირჩხიბის ოჯახში დაბადეული ბავშვი მგრძნობიარეა, ასევე მომხიბვლელი, რადგან მათი შინაგანი სილამაზე ხშირად გარეგნულ მხარეს განსაზღვრავს. მშობლები ადრეული ასაკიდან ღირსეულ ფასეულობებს და სხვების პატივისცემას ასწავლიან. დედა კურო საკმაოდ ჯიუტი და მიზანდასახულია. სწორედ ის ასწავლის შვილებს, რომ საკუთარი თავი დაიცვან, მაგრამ ამასთან სამართლიანი და თავაზიანი იყვნენ.

3.ქალი ქალწული და მამაკაცი თევზები

ქალწული და თევზები ემოციური კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ნიშნებია, ამასთან საკუთარი გრძნობების გამოხატვა დიდად არ ახასიათებთ. პრაგმატიზმის და მეოცნებე მგრძნობელობის შეთავსება სახლში ოჯახური მგრძნობიარე ატმოსფეროს შექმნის საშუალებას აძლევთ.

როგორც წესი, მათი ბავშვები ჭკვიანები, განათლებულები, თავაზიანები და პატივსაცემი არიან. მათ გულწრფელი გრძნობების ფასი იციან და ზოგჯერ ცოტა მორცხვობენ, მაგრამ ამის გამო კიდევ უფრო მომხიბვლელები ხდებიან.

ხშირად ქალწულის და თევზის კავშირით დაბადებულ ბავშვებს „ძველ სულებს“ უწოდებენ, რადგან ისინი ასაკთან შეუფერებლად მშვიდი და ბრძენი არიან.

გამონაკლისის გარეშე ყველა ბავშვი საყვარელია, მაგრამ რატომღაც სწორედ ამ წყვილების მემკვიდრეებს ასტროლოგები უფრო მიმზიდველებად მიიჩნევენ. საინტერესოა, ჩვენს მკითხველებს შორის ასეთი იღბლიანი არის?

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.