გააკეთეთ გოგრის თაფლი და სიბერე დაივიწყეთ

20628
გააკეთეთ გოგრის თაფლი და სიბერე დაივიწყეთ
გააკეთეთ გოგრის თაფლი და სიბერე დაივიწყეთ

ყოველ სეზონზე ორგანიზმის გაჯანსაღებაზე ვზრუნავ. ხილისა და ბოსტნეულისგან სხვადასხვა წვენებს, ხოლო სამკურნალო მცენარეებისგან ნაყენებს ვამზადებ. ხალხური საშუალებებით ბიოლოგიური დროის შეჩერებას და სიბერის შეფერხებას ვცდილობ! მსურს ყოველთვის მხიარული, ჯანმრთელი და ლამაზი ვიყო! მეტი რა უნდა ვისურვო!

სწორედ ამიტომ გთავაზობთ ღვიძლის მკურნალობას გოგრის თაფლით, უფრო სწორად გოგრის შიგთავსით. სცადეთ ჯანმრთელობის ეს რეცეპტი – გოგრის თაფლის ეფექტით უბრალოდ გაოცებული დარჩებით! ოღონდ შედეგს მეორე დღესვე ნუ დაელოდებით. თქვენ ღვიძლს არ უფრთხილდებოდით და წლები ტანჯავდით, ახლა მოთმინება მოიკრიბეთ და მეთოდურად, ჩაგდების გარეშე თაფლი მიიღეთ.

გირჩევთ, დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე მიიღოთ. მკურნალობა მცირე დოზით დაიწყეთ და თანდათანობით გაზარდეთ ჭიქამდე (თუ რა თქმა უნდა, ამდენს დალევთ! მე პირადად მხოლოდ ნახევარ ჭიქას ვსვამ). გოგრის სამკურნალო საშუალებას ერთი თვის განმავლობაში ვსვამ, შემდეგ ერთ კვირიან შესვენებას ვაკეთებ და მკურნალობას ვიმეორებ. შესანიშნავი შედეგები მაქვს.

როგორ მოვამზადოთ გოგრის თაფლი?

  • გოგრის თაფლის მოსამზადებლად, აიღეთ გოგრა, ზედა თავი მოაჭერით და შიგთავსი ამოიღეთ.
  • გოგრას შემდეგ შაქარი ბოლომდე უნდა დააყაროთ, ადრე მოჭრილი თავი დაახურეთ და ტაშტში ჩადგით.
  • ტაშტში მანამდე დატოვეთ სანამ გოგრის კანი რბილი არ გახდება. ამის შემდეგ გოგრის შიგნით არსებული ყველაფერი ქილაში გადმოასხით.
  • შედეგად გოგრის თაფლს – ღვიძლს სამკურნალო საშუალებას ვღებულობთ.

მიღებული ნარევი მხოლოდ მაცივარში შეინახეთ.

თავს უფრო მხნედ და ჯანსაღად ვგრძნობ. ენერგია კოლოსალური მაქვს! ბევრი რამის გაკეთების სურვილი მაქვს. დღის განმავლობაში ბევრი საქმის გაკეთებას ვახერხებ და ჩემი წლოვანების მეზობლები გაოცებულები არიან.

ჩვენი რჩევა: შაქრის ნაცვლად გოგრაში ნამდვილი თაფლი დაამატეთ და ეფექტი ბევრად უფრო ძლიერი იქნება! პატარა ზომის გოგრას თავს აჭრიან და შიგთავსს კოვზით იღებენ. მიღებულ ჭურჭელში თაფლს ასხამენ, თავს ახურავენ და მჭიდროდ კრავენ. 10 დღე სითბოში და სიბნელეში აჩერებენ, რის შემდეგაც თაფლს ასხამენ ქილაში და მაცივარში ინახავენ. 1 ს/კ მიღებულ ნაყენს ჭამამდე ღებულობენ. კურსი – 20 დღე. ჯანმრთელობას გისურვებთ!

კულინარიული ინსტრუქცია.