რომელი ვარცხნილობები მიაჩნიათ მამაკაცებს ყველაზე მიმზიდველად: ახლა უკვე ვიცით!

1273

ვივიენმა მამაკაცებს სხვადასხვა სტილის მქონე გოგოების სურათები აჩვენა და მათ ყველაზე მიმზიდველი ვარიანტის ამორჩევა სთხოვა. ხმის მიცემა ერთდროულად რამდენიმე ვარიანტზე შეიძლებოდა. მიღებული ხმები დავაჯამეთ და ახლა შედეგს გთავაზობთ! ნახეთ, რომელი ვარცხნილობები ითვლება ყველაზე სექსუალურად.

ყველაზე სექსუალური ვარცხნილობები მამაკაცების აზრით:

1. ნაწნავი „თევზის კუდი“

მხარზე ელეგანტურად გადმოგდებული ნაწნავი ერთდროულად მდიდრულად გამოიყურება რთული ნაწნავის გამო და ბუნებრივად მსუბუქი არეულობის და წარმოუდგენელი ქალურობის გამო… შესაძლოა, ჩვენს რესპოდენტებს დღემდე სკოლის სიყვარული ახსოვთ? ვარცხნილობამ ხმების 65% მიიღო.

2. უწესრიგო ხვეულები

არანაირი სიმეტრიული ხვეული: მამაკაცებმა ხმა ბუნებრივობას მიანიჭეს! ზოგიერთმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ სექსუალური ვარცხნილობა არის ის, რომელიც ისე არ გამოიყურება, თითქოსდა მისმა მფლობელმა სარკესთან საათობით გაატარა. გამოკითხულთა 75% ამ ვარცხნილობას უპირატესობა მიანიჭა.

3. “ცხენის კუდი“

როგორც ჩანს, საკმაოდ სტანდარტული ვარცხნილობა ბოლო დროს აშკარად ჰიტი გახდა. მამაკაცების 57% განაცხადა, რომ შეკრული თმა არის სექსუალური, განსაკუთრებით თუ ძირებს მოცულობას მიანიჭებთ, ხოლო კუდს ოდნავ აჩეჩავთ, როგორც ეს კეიტ მიდლტონმა გააკეთა. მარტივი სექსუალური ვარცხნილობა გრძელ თმაზე.

4. კულული „ერთ მხარზე“

ერთ მხარეს გადატანილი კულულები მამაკაცების 68%-ის აღფრთოვანებას იწვევს! გასაოცარია, მაგრამ კლასიკური ვარცხნილობასგან განსხვავებით, რომელიც ორივე მხარეს მოცულობით კულულებს მოიცავს, ამ ასიმეტრიულმა ვარიანტმა დიდი სხვაობით გაიმარჯვა.

 5. “ბუმბული“

გამოკითხულ მამაკაცთა 43% ამბობს, რომ მათ ძალიან მოსწონთ გაჩეჩილი თმა, განსაკუთრებით თუ ამასთან ომბრეს სტილშია შეღებილი (მამაკაცებმა მსგავსი სიტყვები არ იციან და მსგავს შეღებვას „ბუმბულს“ უწოდებენ. აი, ასეთი სექსუალური ვარცხნილობა საშუალო სიგრძის თმაზე.

რა დასკვნები შეგიძლიათ გამოიტანოთ? მოდაშია ბუნებრივი, მოდუნებული და არეული ვარცხნილობა. როგორი სტილიც არ უნდა შეარჩიოთ, სრულყოფილების მიღწევა არ სცადოთ. და იყავით ყველაზე სექსუალური!

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.