ქოქოსის ღრუბელი: მიირთვით ყოველდღე და ნუ შეგეშინდებათ გასუქების

1404

საგაზაფხულო დღესასწაულებზე განსაკუთრებით გვინდება ტკბილი დესერტი. თუმცა, ნუ დაივიწყებთ საკუთარი ფიგურის შესახებაც, ზღვის სეზონი ხომ ძალიან მალე დადგება. ასეთი შემთხვევებისთვის ერთი განსაკუთრებული რეცეპტი მაქვს – “ქოქოსის ღრუბელი”. ეს დესერტი შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ ისე, რომ ფიგურაზე არ იფიქროთ.

დესერტი გამოდის მსუბუქი, ნაზი, ჰაეროვანი, რბილი, ზომიერად ტკბილი და ოდნავ ხრაშუნა. რაც ყველაზე სასიამოვნოა – იგი სწრაფად და მარტივად მზადდება.

ეს დესერტი არ საჭიროებს ცხობას, სულ 5 წუთი და ტკბილეული მზადაა.

ქოქოსის დესერტი

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით სწრაფი და გემრიელი ქოქოსის დესერტის მომზადებას ცხობის გარეშე. იდეალური გადაწყვეტილება 8 მარტისთვის.

ინგრედიენტები

  • 500 მლ არაჟანი(15% ცხიმიანობით)
  • 70 გ შაქრის პუდრა
  • 60გ ქოქოსის ფანტელი
  • 130 მლ წყალი
  • 20 გ ჟელატინი
  • 5გ ვანილის შაქარი

მომზადება

1. დასაწყისისთვის, გახსენით ჟელატინი ცხელ წყალში, ორთქლის აბაზანაზე. ამასთან, მასა არ უნდა ადუღდეს.

2. მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ არაჟანი ვანილის შაქარსა და შაქრის პუდრას. კარგად მოურიეთ.

3. დაუმატეთ არაჟნის მასას ქოქოსის ფანტელი. შემდეგ მომზადებული ჟელატინი ნელ-ნელა შეურიეთ მას, არ დაგავიწყდეთ მორევაც.

4. არაჟნის მასა მოათავსეთ უშუალოდ საცხობ ფორმაზე.

5. გაანაწილეთ მასა ფორმაზე თანაბრად. დააფარეთ საკვები ცელოფანი და შედგით მაცივარში ორი საათით.

6. გამოიღეთ მაცივრიდან, დაჭერით და ფრთხილად გადაალაგეთ თეფშზე.

7. დესერტი “ქოქოსის ღრუბელი” მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მოაყარეთ დესერტს ქოქოსის ფანტელი ან მოასხით სასურველი ტკბილი სოუსი.