პოლიგლოტი კატო ლომბი: “ნებისმიერი უცხო ენის სწავლა შეიძლება მარტივად”

2520
Unrecognizable teacher points to the phrase “Do you speak English?”

კატო ლომბი – მსოფლიოში ცნობილი სინქრონული თარჯიმანი იყო. ამ რეალურ პიროვნებას უდიდესი ლექსიკური მარაგი ჰქონდა და მანვე შეიმუშავა უცხო ენების შესწავლის ეფექტური მეთოდიკა. თვითონ კატო 80 წლის ასაკში ოც ენაზე საუბრობდა.

გასაოცარი ისაა, რომ კატო ქიმიკოსი იყო პროფესიით, მთელი ცხოვრება კი ენების შესწავლასა და მასთან დაკავშირებულ სფეროს მიუძღვნა. ლომბმა რამდენიმე წიგნი დაწერა, სადაც იმ საიდუმლოებს ახადა ფარდა, რომელთა დახმარებითაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

მთელ თავის ნაშრომს მან ათ მცნებაში მოუყარა თავი. ეს რეკომენდაციები ყველას დაეხმარება ახალი, უცხო ენის შესწავლაში. ისინი უნივერსალური და მარტივია.

უცხო ენების შესწავლის მეთოდიკა

1. იმეცადინეთ ყოველდღე. როგორ განწყობაზეც არ უნდა იყოთ, დაუთმეთ ახალ ენას დღეში ათი წუთი მაინც. თუ სიტყვების დაზეპირებით დაიღალეთ, შეცვალეთ სწავლის მეთოდი. წაიკითხეთ წიგნი, უყურეთ სერიალს სუბტიტრებით. მთავარია, მუდმივად გქონდეთ შეხება ახალ ენასთან.

2. ნუ დაიმახსოვრებთ სიტყვებსა და ფრაზებს კონტექსტის გარეშე. საქმე ისაა, რომ ბევრ ენაში ერთ სიტყვას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს იმ წინადადების მიხედვით, რომელშიც ვიყენებთ. ამ მიზეზით, აბსოლუტურად უაზრო იქნება სიტყვების დასწავლა ტექსტის გარეთ.

3. აუცილებლად აწარმოეთ რვეული ან დოკუმენტი მობილურში, რომელშიც ყველა პირველადი საჭიროების ფრაზას ჩაინიშნავთ. გამოიყენეთ ისინი იმდენად ხშირად, რამდენადაც შეგიძლიათ.

4. გამოიყენეთ ნებისმიერი შემთხვევა უნარების გასაუმჯობესებლად. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ავტობუსით მიდიხართ და ქუჩაში მაღაზიებისა და ქუჩების მრავალ დასახელებას ჩაუვლით. გადათარგმნეთ ყოველი სიტყვა, რომელსაც დაინახავთ. ეს შემეცნებითი პროცესია და ენის შესწავლაში დაგეხმარებათ. მეტიც, ეს აუმჯობესებს მეხსიერებასა და ლოგიკურ აზროვნებას.

5. სანამ ამა თუ იმ ფრაზას ან წესს დაიმახსოვრებდეთ, დარწმუნდით რამდენჯერმე, რომ ისინი სწორია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არასწორი მასალა, რომელსაც დაიმახსოვრებთ, სამუდამოდ შეინახება თქვენს თავში და მისი გადაჩვევა ძალიან გაგიჭირდებათ. კრიტიკულ მომენტშიც კი სწორედ ეს არასწორი ვარიანტი გაგახსენდებათ. ასე მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგია. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა.

6. ეცადეთ, ყველა ფრაზა და გამოთქმა პირველ პირში დაიმახსოვროთ. ჩვენი გონება ისეა მოწყობილი, რომ ასეთი ფორმა ყველაზე კარგად გვამახსოვრდება. ეს განსაკუთრებით ეხება იდიომებს.

7. გაიგეთ, რომ ენის შესწავლა ყოველმხრივი უნდა იყოს. ეს არამხოლოდ გრამატიკის ან ფრაზების დამახსოვრებაა. იგი მეტყველებისა და კითხვის უნარსაც მოიცავს. ეცადეთ, გამოიყენოთ ყველა შესაძლო წყარო ენის სრულად შესასწავლად. უსმინეთ რადიოს, ესაუბრეტ მეგობრებს, უყურეთ ფილმებსა და სერიალებს იმ ენაზე, რომლის შესწავლასაც ცდილობთ.

8. უცხო ენის შესწავლის ეს პრაქტიკული მეთოდიკა ყველასთვის და ყოველთვის მოქმედებს, თუმცა, გარანტიას გაძლევთ, რომ დასაწყისში უამრავ შცდომას დაუშვებთ. ეს კარგია! ნუ შეგეშინდებათ შეცდომის. შეცდომის დაშვება მხოლოდ იმის ნიშანია, რომ სწორი მიმართულებით მოძრაობთ. შეცდომას მხოლოდ ის არ უშვებს, ვინც არაფერს აკეთებს.

9. შეაქეთ საკუთარი თავი. ოღონდ, არავითარ შემთხვევაში არ აქციოთ ეს უმოქმედობად. უთხარით საკუთარ თავს, რომ ყველაფრის შესწავლას შეძლებთ, რასაც მოისურვებთ. დაარწმუნეთ, რომ ამ სირთულეების გადალახვა და წარმატების მიღწევა შეგიძლიათ. დამიჯერეთ, თვითგამხნევება ძალიან ეფექტური რამაა.

10. ყველას გვქონია მომენტი, როცა არაფრის სწავლა არ გვინდოდა. ვგრძნობდით აპათიასა და “სულერთია”-შეგრძნებას. მიეცით საკუთარ თავს დასვენების უფლება და ისევ შეუდექით მუშაობას! უცხო ენის შესწავლის ინტენსიური მეთოდიკა ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ თვითონ მოისურვებთ მაქსიმალური ძალისხმევის ჩადებას.

თქვენ გაქვთ განსაკუთრებული მეთოდიკა უცხო ენების შესასწავლად? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.