თვალების ქვეშ ჩანთები 3 ღამეში გაქრება! მხოლოდ რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ

0
363

დამეთანხმეთ, შეშუპებული თვალები არავის არ ამშვენებს. ე.წ. „ჩანთები“ ქალს ასაკს მატებს და ვიზუალურად სახეს აბერებს. მათი სამუდამოდ მოშორება გსურთ? ამისთვის სპეციალისტების რეკომენდაციები წაიკითხეთ. ეს მეთოდები დროში გამოცდილია და თავისი ეფექტურობა უკვე დამტკიცებული აქვთ.

ზღვის მარილის კომპრესი რეგულარულად გაიკეთეთ. 1 ჩ/კ ზღვის მარილი 150 მლ წყალში უნდა გახსნათ. კომპრესი თვალებზე 10-15 წუთით გაიჩერეთ.

ჩაის პაკეტის კომპრესი გაიკეთეთ. უმჯობესია თუ მწვანე ჩაის პაკეტს გამოიყენებთ. თვალებზე 20 წუთით გაიჩერეთ.

თვალების ირგვლივ შეშუპების თავიდან ასაცილებლად სუფთა ჰაერზე რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გაატაროთ და ვარჯიშები უნდა შეასრულოთ, რადგან ფიზიკური ვარჯიში ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს, ეს კი თვალების ქვეშ „ჩანთების“ მოშორებას ხელს უწყობს.

თვალის ირგვლივ შეშუპების თავიდან მოშორებაში შემდეგი რეცეპტი დაგეხმარებათ. ოხრახუშის მწვანილი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ და რძეში აურიეთ. 1 ჩ/კ ნარევი მარლაში გაახვიეთ და კომპრესი თვალებზე 15 წუთით გაიჩერეთ.

ნახეთ ვიდეო – რეკომენდაცია, თუ როგორ მოიშოროთ თვალების ქვეშ „ჩანთები“ და შეშუპება სახლის პირობებში.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი