სამყურას ვახმობ, წვენს ვწურავ.. რატომ დავნებდე ავადმყოფობას, როცა ეზოში წითელი მკურნალი იზრდება

71484

სამყურა – სარეველა მცენარეა, რომელიც ფიტოთერაპიაში ფართოდ გამოიყენება. მას სამკურნალო თვისებები აქვს, რომელთა წყალობითაც მრავალი დაავადების განკურნება შეუძლია.

სამყურას იყენებენ მხედველობის დარღვევის, ყურებში ხმაურის, ნევროზის, დეპრესიის, თავის ტკივილებისა და ხასიათის ცვლილებების სამკურნალოდ. მკურნალობისთვის ყველაფერი გამოიყენება: გამომშრალი ბალახი, მისი წვენი და ნაყენი.

წვენის მოსამზადებლად სამყურას ნებისმიერი სახეობა გამოიყენება. მცენარეს ჭრიან ყვავილებს, აქუცმაცებენ ფაფის მიღებამდე და ჭყლეტენ წვენის მისაღებად.

სამკურნალო სამყურა

მცენარის წვენს ურევენ არაყს 1:3 პროპორციით, რათა დიდხანს ინახებოდეს და მთელი ზამთრის განმავლობაში ეყოთ. თუ მკურნალობა სამყურას აყვავების პერიოდში მიმდინარეობს, მაშინ მოერიდეთ სპირტს და მხოლოდ ახალდაწურული წვენი მიიღეთ.

მას შემდეგნაირად ამზადებენ: სამყურას ყვავილებს აქუცმაცებენ ან ბლენდერში თქვეფენ, შემდეგ 5 ს.კ. მომზადებულ ბალახის მასას ურევენ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალს. 10 წუთში წვენს გადაწურავენ მარლის რამდენიმე ფენაში და მზადაა.

იმის მიუხედავად, თუ რომელი წვენით მიმდინარეობს მკურნალობა, იგი 2 თვეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. მაგალითად, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის საკმარისია დღეში 1-2 ს.კ. კონცენტრირებული გაზავებული წვენის მიღება 60 დღის განმავლობაში.

სამყურას წვენი გვეხმარება გაციების დროს, არეგულირებს ტემპერატურას, არბილებს ხველას, წმენდს სასუნთქ გზებს. ბრონქიტის, ტრაქეიტისა და პნევმონიის დროს შესანიშნავი დამხმარეა. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, მიიღეთ 1 ს.კ. სამყურას წვენი დღეში 7ჯერ.

სამყურას წვენი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალბატონებისთვის. იგი დადებითად მოქმედებს მათზე, ვისაც მენსტრუალური ტკივილები, საშვილოსნოსშიდა სისხლდენა, ანემია ან კლიმაქსის პერიოდი აქვს.

ქალბატონებმა დღეში 5 ს.კ. წვენი უნდა მიიღონ 1 თვის მანძილზე. სამყურათი ნებისმიერი სახის მკურნალობა უნდა შეთანხმდეს ექიმის მიერ გამოწერილ პრეპარატებთან.

სამყურას წვენი – ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც ააქტიურებს ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უშლის ინტოქსიკაციას. თუმცა, ეს მცენარე პანაცეა არაა ყველა დაავადებისგან. სრული განკურნებისთვის აუცილებელია კომპლექსური მკურნალობის კურსის გავლა.

ცოტამ თუ იცის, რომ ეს მცენარე სასარგებლოა ისეთი სპეციფიკური დაავადებების დროსაც, როგორებიცაა ალერგიული დერმატოზი, ციებ-ცხელება, კვინკეს შეშუპება, სოკოთი, მძიმე მეტალის მარილებით ან გაზით მოწამლვა.

როგორც ნებისმიერ სხვა წამალს, ამ საშუალებასაც აქვს თავისი უკუჩვენებები: შეწყვიტეთ მისი მიღება კუჭის ტკივილის ან დიარეის დაფიქსირების შემთხვევაში, არასასურველია მისი მიღება მაშინაც, თუ გულის დაავადებების მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობილება გაქვთ. სამყურას ბალახი, ასევე, ფეხმძიმეთათვისაც აკრძალულია.

სამყურა ზრდის მჟავიანობას, ამიტომ მოერიდეთ მას, თუ გასტრიტი ან წყლული გაწუხებთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!