ხრაშუნა კიტრის მწნილი ძმრისა და სტერილიზაციის გარეშე: მთელი ზამთარი არ მოგვბეზრებია

5211

მწნილის ჭამა სასიამოვნოა, მომზადება – რთული. სანამ ქილებს გავასტერილებთ, სათითაოდ “მოვხარშავთ”, უკვე ვიღლებით.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რეცეპტს, რომელსაც სულაც არ სჭირდება ქილების გასტერილება. სამაგიეროდ, მაინც მივიღებთ ხრაშუნა, ნაზ, მომჟავო-მარილიან კიტრებს, რომლებიც დიდხანს არ ფუდება. მის მოსამზადებლად საჭიროა მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტები და არავითარი ძმარი. ინოვაცია კულინარიაში!

ხრაშუნა და გემრიელი კიტრის მწნილი

ინგრედიენტები

  • 1 კგ კიტრი
  • 2 ღერო კამა
  • 3 ფოთოლი პირშუშხა
  • 3 მუხის ფოთოლი
  • 2 ალუბლის ფოთოლი
  • 2 შავი მოცხარის ფოთოლი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 6 მარცვალი შავი პილპილი
  • 3 ჩხირი მიხაკი
  • 1 თავი ნიორი
  • 1 ც ცხარე წიწაკა
  • 4 ს.კ. მარილი
  • 2 ს.კ. მდოგვის ფხვნილი

მომზადება

1. სამლიტრიანი ქილის ფსკერზე მოათავსეთ ფოთლები, სანელებლები, პილპილი და ნიორი.

2. შემდეგ გაავსეთ ქილა პირთამდე კიტრებით, მაქსიმალურად მჭიდროთ. შეარჩიეთ დაუმწიფებელი კიტრი, დაახლოებით ერთი, საშუალო ზომისა.

3. მოამზადეთ მარინადი: 2 ლ წყალი აადუღეთ 4 ს.კ. ქვამარილთან ერთად. მდუღარე მარინადი დაასხით კიტრებს.

ქილა რომ არ გასკდეს, ასეთი ხრიკი გამოიყენეთ: მოათავსეთ შიგნით მეტალის კოვზი ისე, რომ ქილის ორივე კედელს ეხებოდეს, ასე ყველაფერი მთელი დარჩება. დაახურეთ ქილას თავსახური და გააჩერეთ ორი დღით.

4. ფერმენტირების პროცესში გაჩნდება ქაფი, რომელიც უნდა მოხსნათ. ორი დღის შემდეგ დაუმატეთ კიტრს 2 ს.კ. მდოგვის ფხვნილი, ისევ დაახურეთ თავსახური, შეანჯღრიეთ და დაელოდეთ 6 საათით.

5. ამ დროის გასვლის შემდეგ, გადაასხით მარინადი ქვაბში, ადუღეთ 5 წუთით. ისევ მდუღარე მარინადი დაასხით კიტრს(გამოიყენეთ იგივე ხერხი. ამის შემდეგ უკვე ქილის მოხუფვაც შეგიძლიათ.

რეცეპტი უკვე გამოვცადე. მწნილი მთელი ზამთრის განმავლობაში ინახება, ცივ ადგილას კი უფრო დიდხანსაც გაძლებს და გემოვნურ თვისებებსაც შეინარჩუნებს.