25 რამ, რაც კანალიზაციაში არ უნდა ჩაუშვათ: ახლა უკვე ვიცი, რატომ იჭედება მილები

2074

კანონმდებლობით, ბუნების დანაგვიანება ადმინისტრაციული დარღვევაა, თუმცა, ჩვენი სამზარეულოს ნიჟარისა და უნიტაზის გაჭედვა სულ სხვა საქმეა, რადგან ამას არავინ აქცევს ყურადღებას. კვლევებით დაადგინეს, რომ კანალიზაციაში ნარჩენების გადაყრა გაცილებით უფრო დიდ ზიანს აყენებს გარემოს, ოკეანეებს, მდინარეებსა და ტბენს, ვიდრე ქუჩაში დაგდებული პლასტმასის ბოთლი.

ყოველ წელს, ტონობით ნარჩენი გადააქვთ ნაგავსაყრელზე. ეს ნარჩენები აბინძურებს ჰაერს, წყალსა და მიწას. ტუალეტი და ნიჟარები ნაგვის ურნა არაა, ისინი ვერ მოგაშორებთ უსარგებლო ნივთებს. არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ დევს თქვენს სამზარეულოს მაგიდაზე და უნიტაზის გვერდით ნაგვის ურნები. ყველაფერი მყარი სწორედ მასში უნდა ჩაყაროთ, ხოლო როცა საქმე სითხეებს ეხება, უნდა შეამოწმოთ, შეიძლება თუ არა მათი ჩასხმა კანალიზაციაში.

ქვემოთ ჩამოთვლილია 25 რამ, რისი გადაყრაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კანალიზაციაში.

1. მაკარონი

მაკარონი აგრძელებს გასიებას მას შემდეგაც, რაც ნიჟარის მილში ჩაირეცხება, ხერგავს მილებს და გიქმნით სანტექნიკურ პრობლემებს.

2. ბრინჯი

მაკარონის მსგავსად, უმი ან მომზადებული ბრინჯი, მილებში მოხვედრისაც, სივდება და ხერგავს მას.

3. კვერცხის ნაჭუჭი

კვერცხის ნაჭუჭს დიდი წვლილი მიუძღვის გრანულირებული ნარჩენების წარმოქმნაში და შესანიშნავას ბლოკავს კანალიზაციას.

4. ყავის ნალექი

სანტექნიკები თანხმდებიან, რომ ყავის ნალექი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამნაშავეა მილების გაჭედვის დროს. სწორედ ამიტომ, სანამ ყავის ფინჯნებს გარეცხავდეთ, მოათავსეთ ნალექი ნაგვის ურნაში ან მიწაში. სხვათაშორის, იგი ოთახის მცენარეებისთვის კარგი სასუქია.

5. მცენარეული ზეთი

ის მარტივად ერევა სხვა ნარჩენებს და თავისი წვლილი შეაქვს მილების გაჭედვაში. ზეთი ნებისმიერი სხვა საშუალებით მოიშორეთ, ოღონდ არ ჩაასხათ კანალიზაციაში. სწორედ ცხიმების გამო ხდება კანალიზაციის კოლექტორების დაბლოკვის შემთხვევათა 50%. არ დაგავიწყდეთ, რომ სალათის შესაზავებლები და მაიონეზიც ცხიმია, რომლებიც არ უნდა ჩაუშვათ კანალიზაციაში.

6. ძრავის ზეთი

ყყოველთვის მოარიდეთ მანქანის ზეთი, ტრანსმისიონური სითხეები და ყველა სხვა ქიმიური საშუალება(ანტიფრიზის ჩათვლით) მილებს, მათ შორის, საყოფაცხოვრებო კანალიზაციასაც.

7. ცხოველური ცხიმი

დაუშვებელია ცხოველის, ფრინველის, მათი კანისა და სოუსების ცხიმების მოთავსება კანალიზაციის მილში!

8. საკვები ცხიმი

ეს რძის პროდუქტია, მათ შორის, ყველი, ნაყინი, რძე და კარაქი. ვეგანების საყურადღებოდ: მიწისთხილის კარაქიც შედის ამ კატეგორიაში.

9. ცხოველის ფეკალიები

ეს არამხოლოდ ხერგავს მილებს, არამედ მავნე ბაქტერიებსა და პარაზიტებსაც იზიდავს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ კატის ქვიშაც არ უნდა მოხვდეს კანალიზაციაში.

10. იარლიყები

პატარა ზომის იარლიყები, პლასტმასისგან დამზადებული, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის შეფუთვებზე გვხვდება, მილების კედლებს ეკრობა. თუ ასე გააგრძელეთ, ისინი ფილტრებსა და მილებს დააზიანებს, ამასთან, მოხვდება მდინარეებსა და ოკეანეებში.

11. პრეზერვატივი

მას ლატექსისგან ამზადებენ, რომელიც არ იშლება. ტუალეტში ჩარეცხვით, ისინი ოკეანეში ხვდება და, შესაძლოა, ზღვის ბინადრების სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე.

12. ქაღალდის ხელსახოცი

სითხეში იგი სივდება და ბლოკავს კანალიზაციას.

13. საფენები, ტამპონები და პამპერსები

საფენები და მისთანანი ძალიან დიდი რაოდენობით სითხეს იწოვს, შედეგად კი თქვენს კანალიზაციას საბოლოოდ ბლოკავს.

14. ხელსახოცები

ჩაანაცვლეთ ისინი ქსოვილის ცხვირსახოცით. მიუხედავად იმისა, რომ ხელსახოცი ბიოდანაწევრებადია, მაინც სივდება და ანაგვიანებს მილებს.

15. სველი ხელსახოცი

სველი ხელსახოცი არ იშლება, ტუალეტის ქაღალდისგან განსხვავებით. იგი ანაგვიანებს კანალიზაციას.

16. ბამბის ჩხირები და ტამპონები

იხილეთ საფენებისა და ხელსახოცების პუნქტები.

17. საწმენდი საშუალებები

ესაა ანტიბაქტერიული საშუალებები, ფოსფატები და სხვა ნაერთები – ეს ყველაფერი წყლის ეკოსისტემას ვნებს.

18. საღებავი

საღებავების უმეტესობა საშიში ნივთიერებების ნაგავსაყრელზე უნდა იქნეს უტილიზებული.

19. გამხსნელები

ისევე, როგორც საღებავი – წყალსაცავიდან ხვდება ტბაში, მდინარესა და ოკეანეში, აზიანებს მათ ეკოსისტემას.

20. მედიკამენტები

მიიტანეთ ყველა გამოუყენებელი/ვადაგასული წამალი ადგილობრივ აფთიაქში, რომლებსაც წვდომა აქვთ ქიმიური/სამედიცინო ნარჩენების უტილიზების სამსახურთან.

21. ხილის კურკები

კურკები კენჭებზე უარესად ხერგავს მილებს.

22. თმა სავარცხლიდან

მგონი, ამაზე საუბარი საჭირო არაა…

23. ძვლები

მცირე ზომის ძვლები აზიანებს მილებს, გაჭედვის შემთხვევაში კი მათი ამოღება რთულია. აუცილებლად გაწმინდეთ თეფშები, სანამ მათ რეცხვას შეუდგებოდეთ.

24. ფორთოხლისა და ლიმონის კანი

კანი ნელა იშლება, ამიტომაც კარგად ბლოკავს მილებს.

25. ფქვილი

გადაყარეთ ფქვილი ნაგვის ურნაში. იგი კრავს მილებში დაგროვილ ნაგავს და “ერთიანი ძალებით” ბლოკავს გამწოვ მილებს.

ეს სია, რა თქმა უნდა, სრული არაა. მოუფრთხილდით გარემოს და გახსოვდეთ, რომ სწორედ კანალიზაციიდან გასული წყალი ორთქლდება, მოდის წვიმის სახით, გროვდება წყალსატევში, საიდანაც ჩვენს ონკანებში მოედინება.