როცა გავარკვიე რატომ უსვამდა ჩემი მეგობარი თეფშს ნიორს, მეც ასე მოქცევა დავიწყე.

1230

კერძების მომზადება მზაკვრული საქმეა. ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტის ცოტათი გადაჭარბება და კერძი უკვე გაფუჭებულია. თუმცა, სამზარეულოში ყველა შეცდომა რაღაც მომენტში მისი თავიდან აცილების მეთოდი ხდება. ასე ჩნდება სამზარეულოს ხრიკები! ყველა შეფ-მზარეულს და გამოცდილ დიასახლისს რამდენიმე ასეთი მეთოდი აქვს.

დღეს ვივიენი გთავაზობთ 13 ხრიკს, რომელიც კერძების მომზადების ნამდვილ ოსტატად გაქცევთ.

სახლში მომზადება

1. გსურთ კერძს ნივრის სუნი და გემო მისცეთ, მაგრამ გადაჭარბების გეშინიათ?! ნიორი კერძს არ დაუმატოთ, არამედ ნივრის კბილი თეფშს წაუსვით, სანამ მასზე კერძს გადაიტანთ. კერძს სასიამოვნო ნივრის არომატი გარანტირებულად ექნება, მაგრამ ჭამის შემდგომ უსიამოვნო სუნი არავის შეაწუხებს.

2. ლუდი არა მხოლოდ სასმელი, არამედ სამზარეულოს ინგრედიენტია. გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ ლუდისგან ხორცის მშვენიერი მარინადის გაკეთება შეიძლება. უბრალოდ ლუდი და სოიოს სოუსი ერთმანეთს აურიეთ. თუ ცოტა მუქ ლუდს ბოსტნეულის რაგუს დაუმატებთ, კერძი უფრო დახვეწილ გემოს მიიღებს.

3. ბრინჯმა ხარშვის დროს ლამაზი, თეთრი ფერი რომ მიიღოს, რამდენიმე წვეთი ძმარი დაუმატეთ. არანაირი სუნი არ შეგაწუხებთ, ხოლო ბრინჯი იდეალური გამოვა.

4. რამდენად ხშირად არაჟნის ათქვეფის დროს არა კრემს, არამედ გაუგებარი კონსისტენციის რაღაცას ღებულობთ? ვფიქრობ, ხშირად. ასე რომ აღარ განმეორდეს, არაჟანს ნედლი კვერცხის ცილა დაუმატეთ, სანამ ათქვეფას დაიწყებთ. ასე საჭირო შემადგენლობას მიიღებთ!

5. როცა უხეში ხორცის ბულიონს ამზადებთ, ქვაბში ბანანის ქერქი დაამატეთ. არა სპეციფიკური გემოს გამო, არამედ ხორცი რომ უფრო რბილი გახდეს. შემოწმებულია, მუშაობს!

6. ოცნებობთ ხრაშუნა კანის მქონე გემრიელ ხორცზე? მაშინ გამოცხობის წინ ხორცს თაფლი, კონიაკის და წყლის ნარევი, ან ბროწეულის წვენი წაუსვით. კანი უბრალოდ შეუდარებელი გამოვა.

7. კოტლეტის ჩვეული გემო რომ გაამრავალფეროვნოთ, დაფშვნილი ორცხობილის ნაცვლად დაქუცმაცებული ნიგვზის გამოყენება სცადეთ. საკმაოდ გემრიელი გამოვა.

8. სანელებლებსა და მოსართავებზე ექსპერიმენტები გააკეთეთ, ასე შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. მაგალითად, ცოტა ვანილი ჩვეულებრივ ბოსტნეულის სალათს წარმოუდგენელ გემოს ანიჭებს. ჩვენ მარილის, ძმრის და ზეთის გამოყენებას ვართ მიჩვეული, მაგრამ სცადეთ სალათი ლიმონის წვენით მორთოთ. ეს ერთდროულად სასარგებლო და გემრიელია. ციტრუსის ნოტებს ჯერ არც ერთი კერძი არ გაუფუჭებია.

9. გთავაზობთ დილის ჩვევაში ცოტა მრავალფეროვნება შეიტანოთ. დაფქულ ყავას მომზადების წინ ცოტა მარილი დაუმატეთ, ყავის გემო ბევრად უფრო გამოკვეთილი იქნება.

10. კოტლეტები გემრიელი და ნოყიერი რომ გამოვიდეს, ფარშს ცოტა გახეხილი ხახვი ან კარტოფილი დაუმატეთ.

11. შეფ-მზარეულს ოქროს წესი აქვს: გემო უფრო გაჯერებული რომ გახდეს, სუფრაზე ცხელი კერძი გაცხელებული თეფშით გაიტანეთ, ცივი კერძი კი გაგრილებული თეფშით. სხვათა შორის, ეს წესი სასმელებსაც ეხება. ყავის გემო უფრო გაჯერებული გახდება, თუ მას ცხელი ჭიქაში ჩაასხამთ.

12. წვნიანი მადის აღმძვრელი, გაჯერებული და სასარგებლო რომ გამოვიდეს, გაზიდან სანამ გადმოდგამთ, ცოტა ახალი სტაფილოს წვენი დაუმატეთ. წვნიანი არა მხოლოდ ღია ფერს, არამედ სასიამოვნო გემოს მიიღებს.

13. ბადრიჯნის მომწარო გემო არ გიყვართ? დაჭრილ ბადრიჯანს მარილი მოაყარეთ და რამდენი წუთით გააჩერეთ. შემდეგ ცივი წყალი გაავლეთ და კერძის მომზადებას შეუდექით.

ეს ხრიკები სამზარეულოში კერძის მომზადებას გაამარტივებს. ნიორს არასდროს გადააჭარბებთ და წვნიანი ძალიან მარილი არასდროს გამოვა. კულინარიული შედევრების მომზადებაში წარმატებებს გისურვებთ!

თუ სამზარეულოს ხრიკები მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.