მეზობელი-მკურნალი ყოველ გაზაფხულზე ამზადებს ამ წამალს მთელი წლისთვის. წელს მეც მივბაძავ მას.

1641

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, იღვიძებს ბუნებაც. ხეები და ბუჩქები კვირტებს აჩენს და ავსებს მათ ყველაზე სასარგებლო ნივთიერებებით. სწორედ ეს, მიკროელემენტებით გაჟღენთილი კვირტები შეგვიძლია ვაქციოთ მრავალი დაავადების სამკურნალო საშუალებად.

ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ გაზაფხულის კვირტების სამკურნალო საშუალებებისა და მათი მომზადების წესების შესახებ. კვირტების მოკრეფა რეკომენდებულია მათი გამოზრდის პერიოდში – აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში.

გაზაფხულის კვირტების სასარგებლო თვისებები

  • არყის კვირტები
    ეს კუჭისა და სახსრების სამკურნალო საშუალებების ერთ-ერთი კომპონენტია. მოკრეფილი და გამომშრალი კვირტები შეინახეთ დახურულ შუშის ქილაში ან ბამბის ტომარაში.
    არყის კვირტების ნაყენი სასარგებლოა გაციების სიმპტომების მოსახსნელადაც. 2 ჩ.კ. კვირტებს დაასხით 0.5 ლ მდუღარე და დააყენეთ 6 საათით თერმოსში. დაყავით სამ ულუფად და მიირთვით დღის განმავლობაში.
    ნაყენის უკუჩვენებაა თირკმლების უკმარისობა, მტვერზე ალერგია, ფეხმძიმობა და ლაქტაცია.

  • ვაშლის კვირტები
    მოსახერხებელია მათი მოკრეფა ვაშლის ტოტების მოჭრის შემდეგ. ახალ კვირტებს დაასხით დამდნარი კარაქი(100გ კვირტზე 200გ კარაქი), ცოტათი მოხარშეთ და გაწურეთ. მიღებული მალამო შეინახეთ შუშის ჭურჭელში. გამოიყენეთ თავის ტკივილის დროს – შეიზილეთ საფეთქლებზე.
  • ალუბლის კვირტები
    გვეხმარება ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი დაავადებების დროს. ალუბლის ნორჩ ტოტებს, კვირტებიანად, დაასხით წყალი 1:5 პროპორციით, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 30 წუთით. ნახარში დღეში სამჯერ, ჭამის წინ, 1 ს.კ. ოდენობით უნდა მიიღოთ.

  • ასკილის, კუნელისა და შავი ცირცველის კვირტები
    ეს ყველა, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად, გვეხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს: 100 გ დაქუცმაცებულ კვირტებს დაასხით 700 გ არაყი, 30 გ თაფლი, მწიკვი ვანილი და დარიჩინი. მოურიეთ და გააჩერეთ 24 საათით ბნელ ადგილას, შემდეგ გაწურეთ. მიირთვით 20 მლ ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2-3ჯერ დღეში.
  • მოცხარის კვირტები
    კარგი ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალებაა. ძირითადად, მისი ნაყენი ეფექტურას კურნავს ურტიკაციას.

  • ტირიფის კვირტები
    რევმატიზმის დროს ასეთი საშუალების გამოყენება შეგიძლიათ: 0.5 კგ დაქუცმაცებულ კვირტებიან ტოტებს დაასხით 3 ლ წყალი და ადუღეთ 30 წუთით ნელ ცეცხლზე. გამოიყენეთ ლოსიონისა და კომპრესის სახით მტკივან სახსრებზე.
  • იასამნის კვირტები
    იასამნის კვირტების ნახარში შესანიშნავი საშუალებაა შაქრიანი დიაბეტის დროს. მას ასე ამზადებენ: 20 გ მშრალ, დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 1 ჭიქა ცხელ წყალს, ადუღებენ 15 წუთით, წურავენ და პირველად მოცულობამდე მდუღარე წყალს უმატებენ. მიირთვით 1 ს.კ. ნახარში დღეში სამჯერ.

  • ფიჭვის კვირტები
    ბასრი დანით მოაჭერით კვირტებს გვირგვინი, მიღებული ნედლეული გამოაშრეთ და მოამზადეთ ნაყენი: 10გ კვირტს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 30 წუთით, გაწურეთ და დაასხით მდუღარე წყალი საწყისი მოცულობის მიღებამდე. მიირთვით 1 ს.კ. 3-4ჯერ დღეში ბრონქული დაავადებების, პიელონეფრიტის ან ცისტიტის დროს.
    ნაყენი უკუჩვებებულია ფეხმძიმებისთვის, ბავშვებთან და მოხუცებთან კი მისი გამოყენებისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ.

კვირტების ჩანასახის მოხმარება უმადაც შეგიძლიათ: პროფილაქტიკის მიზნით, მიირთვით 1-2 კვირტი დღეში – ასე იმუნიტეტს გაიძლიერებთ. მათგან ჩაის მომზადებათ შეგიძლიათ.