როგორ რეაგირებს ადამიანის სხეული ჭარბი წონის მომატებაზე: 7 შედეგი, რომელზეც ცოტა თუ ფიქრობს

1203

თანამედროვე ადამიანს ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად საკმარისი საშუალებები აქვს, თუმცა ბევრს მაინც ჭარბი კილოგრამების პრობლემა აწუხებს. მისი დაგროვების მიზეზებს შორის შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ან ჰორმონალური ფაქტორები, ხშირად მასზე ე.წ. აუტოიმუნური დაავადებები გავლენას ახდენენ. ჩვეულებრივ, რამდენიმე „მცურავ კილოგრამს“ ყურადღებას არ ვაქცევთ, თუმცა წონის მერყეობა არც ისეთი უვნებელია, როგორც ჩვენ მიგვაჩნია.

ქალებში ჭარბი წონის სწრაფი მომატება შეიძლება განპირობებული იყოს:

  • ორსულობით;
  • ორგანიზმში სითხის შეკავებით;
  • ჭარბი ჭამის ჩვევით;
  • რიგი მედიკამენტების შედეგით;
  • ნივთიერებათა ცვლის შემცირებით;

ჭარბი წონა შეიძლება ზოგიერთი დაავადებების შედეგად გაჩნდეს, მაგალითად, აკრომეგალია, თირკმლის დაავადება, ჰიპოთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი, კუშინგის და შიჰანის სინდრომები.

სხვა მიზეზებში შედის სტრესი, მკაცრი დიეტა, კერძოდ მცენარეული საკვების და სასარგებლო ცხიმების მცირე რაოდენობით მიღება. სულ მცირე, ჭარბი წონის მომატებას 7 შედეგი აქვს, რომელთაც შესახებ ცოტა თუ ფიქრობს.

1. შაკიკი

სიმსუქნე როგორც ასეთი შაკიკს არ იწვევს, მაგრამ მნიშვნელოვნად ზრდის რისკს, რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანს შაკიკი უფრო მეტად შეაწუხებს.

2. “ცუდი“ ქოლესტერინი

ზედმეტი კილოგრამები ადამიანის ორგანიზმს უფრო მეტი ქოლესტერინის წარმოებას აიძულებს, ეს კი სისხლძარღვების ბლოკირებას იწვევს და გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

3. დეპრესია

წონის მომატება პირდაპირ თვითშეფასებაზე და ცხოვრებით კმაყოფილებაზე აისახება. მსუქანი ადამიანები დეპრესიისკენ უფრო მიდრეკილნი არიან.

4. ხვრინვა

ჭარბი წონის ადამიანები დიდი ალბათობით ღამე ხვრინავენ, რაც ძილის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს.

5. ხშირი შარდვის სურვილი

ხშირი შარდვის სურვილი ყოველთვის თირკმლის დაავადებაზე არ მიუთითებს. ზოგჯერ ეს ორგანიზმში ჭარბი წონით არის გამოწვეული.

6. დნმ-ის ცვლილება

გენეტიკური მასალა მუდმივად ითვლება, მაგრამ მასზე ცხოვრების წესი გავლენას ახდენს. წონის მომატება დნმ-ის ცვლილებას იწვევს, კერძოდ, მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი იზრდება როგორც თავად ადამიანში, ასევე მის მომავალ ბავშვში.

7. სიმსივნის განვითარების რისკი

ზედმეტი კილოგრამები ჯერ კიდევ არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მათი „მფლობელი“ სიმსივნით დაავადდება, თუმცა ცუდი კვების, მოწევის ან ალკოჰოლის მიღების თანასწორად ონკოლოგიური დაავადების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

მთელი ცხოვრების განმავლობაში წონას ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ, ამაში კი მარტივი და ყველასთვის ცნობილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ.

1. ჯანსაღი დიეტა დაიცავით: ზომიერად მიირთვით. ძალიან კალორიულ და მავნე, კონსერვანტების შემცველ, საკვებს მოერიდეთ. განსაკუთრებით ღამის საათებში.

2. კუნთოვანი მასა გაზარდეთ: ეს კალორიების ეფექტურად წვაში დაგეხმარებათ.

3. სპორტული კვებით ბოროტად არ გაერთოთ.

4. ბევრი არ ჭამოთ მხოლოდ იმის გამო, რომ დღეს ბევრი ივარჯიშეთ ან ხვალ ვარჯიშს აპირებთ.

5. წონის ციფრებს დიდი ყურადღება არ მიაქციოთ: კუნთოვანი მასა, რომლის ხარჯზე ცხიმის წვა ხდება, უნდა გაიზარდოს, რადგან ის ცხიმოვან ქსოვილზე უფრო მკვრივია, ანუ თავიდან უფრო თვალშისაცემი მოცულობის ცვლილება იქნება.

ოპტიმალური წონის შენარჩუნებით ადამიანი ორგანიზმს დიდ სამსახურს უწევს და ამით ახალგაზრდობას იხანგრძლივებს. შეიძლება იყო მიმზიდველი და მსუქანი, როგორც მას არა ერთი „პლუს საიზის“ მოდელი გვიმტკიცებს, მაგრამ ამასთან იყო ჯანმრთელი, მარტივი არაა!