გახსენით რესტორანი საკუთარ სახლში: ამ მარცვლეულზე ყველა შეფ მზარეული ნადირობს. ამისთვის 5 მიზეზი არსებობს

1678

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ კინოა აღფრთოვანებას მხოლოდ სამხრეთ ამერიკის მაცხოვრებლებსა და კულინარიის მოდის მიმდევრებში იწვევდა. ახლა მის შესახებ არა მხოლოდ გურმანებმა, არამედ აბსოლუტურად ყველამ იცის: მას პარკოსანი და ბურღულეული პროდუქტების მსგავსად ყიდიან, დესერტებსა და სალათებში ამატებენ და, რა თქმა უნდა, ყველა შეფ მზარეული მას გარნირის სახით იყენებს. ფიქრობთ ყველაფერში დამნაშავე ტენდენციაა? სულაც არა!

მთელი რიგი მიზეზები არსებობს, რომელთა გამოც მარცვლეული კიდევ დიდხანს მსოფლიოში 20 ყველაზე სასარგებლო პროდუქტებს შორის პირველ ადგილზე იქნება. ვივიენი თითოეულ მიზეზზე დეტალურად გიამბობთ.

სასარგებლო მარცვლეული

პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, თუ რა არის კინოა და რასთან ერთად მიირთმევენ. ნაზი და მოკრძალებული ნიგვზის გემოს გამო კინოას მარცვლები შესანიშნავად ერწყმის გამომცხვარ ბოსტნეულს, ხორცსა და თევზს. ახლა, ამ სუპერ პროდუქტის შესახებ უფრო დეტალურად გიამბობთ.

1. ცილების წყარო

კინოაში უფრო მეტი ცილებია, ვიდრე წიწიბურაში და უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მარცვლეულში. ეს მაჩვენებელი ზოგიერთ ჯიშში 20%-მდე აღწევს! ამასთან კვერცხის და დედის რძის მსგავსად მისი სრულად ათვისება ხდება.

2. ცხიმოვანი მჟავების საწყობი

ცხიმოვანი ამინომჟავების საკმარისი რაოდენობით ბევრი პროდუქტი ვერ დაიკვეხნის. კინოაში შემთხვევაში მათი რაოდენობა მშრალი წონის 6%-ს შეადგენს, რაც მას კალორიულს, მაგრამ ბევრად უფრო მკვებავს ხდის. მას ისეთივე ენერგეტიკული ღირებულება აქვს, როგორიც შვრიას ან ბრინჯს – დაახლოებით 370 კალორია 100 გრ მშრალ პროდუქტზე. აი, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის არსებობით თავის ქება კინოას გარდა მხოლოდ ფეტვს შეუძლია.

3. ორი ერთში: ანთების საწინააღმდეგო და დეტოქსიკაციის საშუალება

კინოაში ბევრი ბალასტური ნივთიერებაა, უფრო ზუსტად უჯრედისი. ბოჭკოები კუჭს და სისხლძარღვების ეფექტურად წმენდნენ, რაც სასარგებლოა ჰიპერტონიის, დიაბეტის და გულის დაავადებებთან საბრძოლველად. ართრიტის დროს ანთების საწინააღმდეგო ეფექტის გამო ყოველთვის ხელთ უნდა გქონდეთ.

4. მაგნიუმის დღიური დოზა

დღეში 180 გრ მარცვლეული საკმარისია, რომ სხეული ბუნებრივი ანტისტრესით დააკმაყოფილოთ. მაგნიუმი ნერვული სისტემის და გულის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია. ის შიმშილის გრძნობას ამცირებს.

5. პროდუქტი გლიუტენის გარეშე

გლიუტენის გარეშე დიეტა სულ უფრო პოპულარული ხდება და ამას კარგი მიზეზიც აქვს. პოპულარული კუსკუსის და ბულგურისგან განსხვავებით, რომ არაფერი ვთქვათ შვრიაზე, კინოა გლიუტენის არ შეიცავს. ეს სასარგებლო მარცვლეული დაბალანსებული კვების პრობლემას მოუგვარებს მათ, ვინც შეუწყნარებლობით იტანჯება.

კინოას არჩევის და შენახვის პირობები სხვა მარცვლეულისგან განსხვავდება. მას შენახვის დიდი ვადა არ აქვს და სინათლეზე სწრაფად მწარდება და ტენიანობის გამო ფუჭდება. შეფუთვაზე თარიღს ყურადღება უნდა მიაქციოთ და სუპერმარკეტის თაროდან შიგნიდან გამოიღოთ, სადაც შენახვის ვადა უფრო შესაფერისი იქნება.

მისი მომზადება ძალიან მარტივია: მარცვლეულს წყალი დაასხით პროპორციით 1:2, წინასწარ მდუღარე წყალი გადაავლეთ და 15 წუთით ხარშეთ. კინოას გაფუჭება პრაქტიკულად შეუძლებელია, უბრალოდ წარმოუდგენელ მდგომარეობამდე შეიძლება ჩახარშოთ.

რესტორნის მფლობელ შეფ-მზარეულებისგან შეგიძლიათ ბევრი რამ ისწავლოთ. დააკვირდით, რასთან ერთად გაქვთ კინოა: ბადრიჯანი, კალმარი, თევზის კოტლეტი, წითელი თევზი და პომიდორი, ხორცი და პომიდვრის სოუსი. თუ სტატია მოგეწონათ, სოციალურ ქსელში მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ.