2 კვირაში ბზარებისგან და გარქოვანებული კანისგან კვალიც აღარ დარჩება, უმარტივესი საშუალებაა.

2038

დღეს ვივიენი წარმოგიდგენთ საშუალებას, რომლის დახმარებითაც თქვენ შეძლებთ კოჟრების მოშორებას, ქუსლების გაუხეშებული კანის დარბილებას და გაგლუვებას, მცირე ზომის ბზარების შეხორცებას და ფეხების კანის გაახლაგაზრდავებას. 2 კვირიანი კურის შემდეგ თქვენი ფეხების კანი 20 წლით უფრო ახალგაზრდულ იერს შეიძენს.

ადამიანების უმრავლესობას ქუსლების კანის დაბზარვა მხოლოდ კოსმეტიკურ პრობლემად მიაჩნია, რაც მცდარი შეხედულებაა. თუ ჩვენ დროულად არ ვიზრუნებთ პრობლემის გადაჭრაზე, ბზარები კიდევ უფრო გაღრმავდება, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს საშინელ ტკივილებამდე, მოძრაობის შეზღუდვამდე, სისხლდენამდე, ჭრილობებში ინფექციების შეჭრამდე და ა.შ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია დროულად რეაგირება.

ქუსლების კანის გარქოვანება განპირობებულია კანის მკვდარი უჯრედების დაგროვებით, რასაც მივყავართ კანის ელასტიურობის დაკარგვამდე და სისხლის მიმოქცევის დარღვევამდე. საბედნიეროდ, ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მარტივი საშუალებით, რომელსაც დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ. უკვე რამდენიმე პროცედურაში სასიამოვნო ცვლილებები შესამჩნევი ხდება, ხოლო 2 კვირიანი კურსის დამთავრების შემდეგ ფეხების კანი საოცარად გლუვი და ლამაზი იქნება.

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:

  • 10 აბი ასპირინი;
  • 250 მლ ბრენდი ან 70%-იანი სამედიცინო სპირტი;

მოზადება:

  1. დაფქვით ასპირინის ათივე აბი და მიღებული ფხვნილი ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით სპირტში. დააყოვნეთ ნარევი რამდენიმე დღით. რეგულარულად კარგად შეანჯღრიეთ ის.
  2. ბამბის ნაჭერი ან მარლა კარგად დაასველეთ მიღებული საშუალებით და დაიფინეთ ის ქუსლებზე. გადაიხვიეთ მარლაზე პოლიეთილენის პარკი და ამოიცვით წინდები. დაიტოვეთ სახვევი მთელი ღამით, ხოლო დილით, გაღვიძებისთანავე დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად 2 კვირის განმავლობაში.