5 საუკეთესო პროდუქტი საუზმეზე, თუ ართრიტი გაწუხებთ.

1784

ართრიტის დაავადებაზე საუბრის დროს ბევრი შეცდომით ფიქრობს, რომ ეს ხანდაზმული ადამიანის დაავადებაა. სინამდვილეში, ართრიტი ბავშვებს, ძალიან ახალგაზრდა ადამიანებს და სპორტსმენებსაც კი აწუხებთ. მხოლოდ კვალიფიციურ ექიმს შეუძლია დაავადების ხასიათის განსაზღვრა იქნება ეს ანთებითი, ინფექციური თუ მეტაბოლისტური ართრიტი და სწორი მკურნალობის დანიშვნა.

როგორ შევამსუბუქოთ მდგომარეობა ართრიტის დროს

რეკომენდებულია, ყურადღება მიაქციოთ კვების სისტემას. რა თქმა უნდა, უბრალო დიეტა სახსრების დაზიანებას ვერ განკურნავს, ტრადიციული მედიცინა კვების რაციონს ართრიტის პროფილიქტიკის ეფექტურ საშუალებად ჯერ კიდევ არ განიხილავს, თუმცა მეცნიერებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ზოგიერთ პროდუქტს დაავადების ნიშნების შემცირება, ანთების და ხრტილოვანი ქსოვილების დეფორმაციის თავიდან აცილება შეუძლია. სწორი რაციონი საკმაოდ შესამჩნევ შედეგს იძლევა:

  • ანთებას ამცირებს
  • სახსრებს აძლიერებს;
  • ხრტილოვან ქსოვილებს საკვებით უზრუნველყოფს;
  • კოლაგენის წარმოებას ხელს უწყობს;
  • იმუნიტეტს აძლიერებს;

პროდუქტები ართრიტის დროს

ვივიენი გთავაზობთ საუზმისთვის ხელმისაწვდომ პროდუქტებს, რომლითაც დღის დაწყება ღირს. დილა საუკეთესო დროა, რომ ორგანიზმს ართრიტთან ბრძოლაში ხელი შეუწყოთ. ბუნებრივია, მკურნალ ექიმთან კონსულტანციის გავლა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ გართულებები თავიდან აიცილოთ.

წითელი ფერის ხილი და კენკრა მიირთვით

ზოგადად, ყველა ხილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ ართრიტის მქონე ადამიანებისთვის ზოგიერთი „წითელი“ ხილი და კენკრა (მარწყვი, ალუბალი, მოცვი, ქლიავი, ყურძენი) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ისინი ანტიოქსიდანტებით და ასკორბინის მჟავით არის მდიდარი. წითელ ხილში შემავალი ანტოციანები და კაროტინოიდები თავისუფალ რადიკალებს ებრძვის, რომელიც ანთებას ზრდის.

ყოველთვის ეცადეთ ახალი სეზონური ხილი მიირთვათ, ასევე შეგიძლიათ არა სეზონური ხილი გაყინული სახით მიიღოთ. მათში ნაკლები ვიტამინია, მაგრამ მაინც ძალიან აუცილებელია.

ყავა ნებადართულია

არომატულ სასმელზე უარის თქმა საჭირო არაა, თუ ართრიტი გაწუხებთ. უფრო მეტი, ზომიერად მიღებული ყავა თქვენს პრობლემას გაუმკლავდება. ყავა ანტიოქსიდანტი პოლიფენოლით მდიდარია, რომელიც უჯრედის დაზიანებისგან იცავს, ანთებას ებრძვის და გულის ჯანმრთელობას აუმჯობესებს.

ყავისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად უნდა გახსოვდეთ, რომ ის უშაქრო, ნაღების ან რძის გარეშე უნდა იყოს. სასმელი ლერწმის შაქრით, სტევიით, თაფლით, ქოქოსის ზეთით ან მცენარეული რძით (მაგალითად, ნუშის ან შვრიის) დაატკბეთ.

აქცენტი მარცვლოვან პროდუქტებზე გააკეთეთ

მთელი მარცვლეული ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო კვების პროდუქტია. პირველი კლასის ფქვილის პროდუქციაზე უარი თქვით და უპირატესობა მიანიჭეთ ქატოს, ჭვავის პურს და მარცვლეულის წამონაზარდებს. თუ თეთრ პურს და თეთრი ფქვილის ნაწარმს ჭარბად მიიღებთ, სახსრების ანთებას ხელს შეუწყობთ.

ეცადეთ, თქვენი საუზმის რაციონში სასარგებლო მარცვლეული ჩართოთ:

  • ამარანტი
  • შვრიის ფანტელები
  • წიწიბურას მარცვლები
  • კინოა

სტაფილოს წვენი დალიეთ

თუ დილით წვენის არჩევა გიჭირთ, საუკეთესო ვარიანტია სტაფილო. ანტიოქსიდანტებით, კაროტინოიდებით, C, D და K ვიტამინებით, ასევე მთელი რიგი მინერალური ნივთიერებებით მდიდარი სტაფილოს წყალობით სახსრები საჭირო მოვლას მიიღებს და კოლაგენის წარმოება გაიზრდება.

ფისტაშკებით წაიხემსეთ

გაოცებული ხართ? სავარაუდოდ, უკვე დიდი ხანია მათ მიირთმევთ? თუ ასეა, ძალიან კარგი, რადგან ფისტაშკები თქვენი ძვლების და სახსრების ჯანმრთელობას ხელს უწყობს. ფისტაშკები ცილების მდიდარი წყაროა, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დაგრჩეთ, თუ ართრიტი გაწუხებთ. მასში ბევრი კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, E ვიტამინი, უჯრედისი, სასარგებლო ცხიმები და ალფა-ლიპოური მჟავებია. დღეში 10-15 ცალის მიღება საკმარისია, რომ იმუნური სისტემა გააძლიეროთ.

კვლევამ დაამტკიცა, რომ B6 ვიტამინის ნაკლებობა ართრიტის განვითარებასთან და ანთების გაძლიერებასთან პირდაპირ კავშირშია ტკივილის, შეშუპების და სხვა სიმპტომების შემსუბუქების მიზნით B6 ვიტამინის მიღება უნდა გაზარდოთ. ფისტაშკების გარდა ამ ნივთიერებით მდიდარია კარტოფილი, ბატატი, ბანანი, ხორბლის ქატო, თხილი, ლობიო, პირშუშხა, ქაცვი, ნიორი, ბროწეული, ტკბილი წიწაკა.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი დაავადების სამკურნალოდ დაბალანსებული დიეტა აუცილებელია. ყურადღება C  ვიტამინით მდიდარ პროდუქტებს მიაქციეთ. მას ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს, რომელიც ართრიტის სიმპტომების შემცირებაში დაგეხმარებათ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, თქვენზე უკეთ ამას ვერავინ გააკეთებს.