მუქი შარდი და ტკივილი სახსრებში: გაუწყლოების 10 სახიფათო ნიშანი 

47674
მუქი შარდი და ტკივილი სახსრებში: გაუწყლოების 10 სახიფათო ნიშანი 
მუქი შარდი და ტკივილი სახსრებში: გაუწყლოების 10 სახიფათო ნიშანი 

ზოგჯერ წყურვილი გამაღიზიანებელი არის, მაგრამ გაუწყლოების იგნორირება არასდროს ღირს. ადამიანების უმეტესობისთვის უცნობია, თუ რა უარყოფით შედეგებს იწვევს გაუწყლოება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ ნიშნები, რომელთაც ჩვენი სხეული გვაძლევს. სწორედ ამ ნიშნებს განვიხილავთ სტატიაში.

ჯანსაღი ადამიანის სხეულის 2/3 წყლისგან შედგება. ის სახსრების და თვალის ბუნებრივი დამატენიანებელია, კვების მონელებას ხელს უწყობს, ტოქსინები და შლაკები გამოაქვს და კანის ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებაში გვეხმარება. სწორედ ამიტომ ყოველთვის ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით წყალი მიიღოთ.

ადამიანების უმეტესობა ვერ აცნობიერებს, თუ დღის განმავლობაში რამდენ წყალს კარგავს. წყლის დაკარგვამ კი შეიძლება ქრონიკულ გაუწყლოებამდე მიგვიყვანოს. დიაბეტით დაავადებულები, დამწვრობის მქონე ადამიანები და სპორტსმენები გაუწყლოების მაღალი რისკის ზონაში იმყოფებიან, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები. წარმოგიდგენთ გაუწყლოების 10 სახიფათო ნიშანს, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

1. გახშირებული გულისცემა
როცა სხეულში სითხის ნორმალური მასა მცირდება, ორგანიზმში მინერალების (მარილი და შაქარი) ბალანსი ირღვევა, რაც თავის მხრივ ორგანიზმის ფუნქციონირებაზე ახდენს გავლენას.
როგორც წესი, გახშირებული გულისცემა სისხლში შაქრის და კალიუმის დონის შემცირებით არის გამოწვეული. ეს გულის ზედა პალატის (ატრია) და ქვედა პალატის (პარკუჭის) ნაადრევ კლებას იწვევს. მაგნიუმის დაბალმა დონემ (როგორც ჭარბი ოფლიანობის და დიარეის შედეგი) შეიძლება გულის არარეგულარული მუშაობა გამოიწვიოს.

2. უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან 
ნერწყვი კბილებს დაშლის, დაავადებისა და კარიესისგან იცავს. ის კბილების გარშემო დამცავ საფარს ქმნის და კვების ნარჩენებისგან ათავისუფლებს, რომლებიც კბილებზე და მათ შორის რჩება.

როცა სხეული გაუწყლოებულია, ის საჭირო რაოდენობის ნერწყვს ვერ აწარმოებს. მისი გამწმენდი ქმედების შემცირება პირის ღრუს ბაქტერიებით ავსებს და უსიამოვნო სუნის წარმოქმნას ხელს უწყობს. პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალე კარიესის და პაროდონტის სწრაფ განვითარებს ხელს უწყობს.

3. შიმშილის გრძნობა
თუ ხშირად შიმშილის გრძნობა გაწუხებთ, სწრაფი კვების მიღებამდე დიდი რაოდენობით წყალი დალიეთ. სცადეთ ჭამოთ, მაგ., საზამთრო, კივი ან ატამი. სწრაფი კვების მიღების თქვენ სურვილს კიტრი და პომიდორი დააოკებს. ხილი და ბოსტნეული გაუწყლოებას თავიდან აგაცილებთ, განსაკუთრებით მაშინ თუ წყლის დალევა არ გიყვართ.

4. სახსრების და კუნთების ტკივილი
ჩვენი სახსრები დაახლოებით 65-80% წყლისგან შედგება. საკმარისი სითხის არ არსებობამ შეიძლება სახსრების შემაერთებელი ძვლების დაშლა გამოიწვიოს. ეს, თავის მხრივ, ტკივილს და ანთებას იწვევს.

გაუწყლოება მაგნიუმის დონეს ამცირებს და შეიძლება კრუნჩხვების და ფეხის კუნთების ტკივილი გამოიწვიოს. რაციონში მწვანე ფერის მწვანილი და ავოკადო დაამატეთ. ეს წყლის ბალანსის და მინერალების დონის აღდგენაში დაგეხმარებათ.

5. თავის ტკივილი
ადამიანის ტვინი თავისებურ წყლის ჩანთაში იმყოფება, რომელიც მას ქალიდან მოძრობის საშუალებას არ აძლევს. ასეთი ფიქრი იმის გარანტიას გვაძლევს, რომ ტვინი არ დაზიანდება ყოველ ჯერზე, როცა თქვენ დადიხართ ან დარბიხართ. სითხის რაოდენობის შემცირების შემთხვევაში ტვინი ქალას აწვება. ეს თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

გაუწყლოება ტვინში სისხლის მიწოდებას აუარესებს, რასაც ჟანგბადის და გლუკოზის მოხმარების შემცირება მოჰყვება, რაც ასევე თავის ტკივილს იწვევს. სწორედ ამიტომ, სანამ თავის ტკივილგამაყუჩებელს დალევთ, ეცადეთ პირველ რიგში წყალი დალიოთ.

6. შეკრულობა და ცუდი მონელება
წყალი ორგანიზმს საკვების დამუშავებაში ხელს უწყობს, რაც საკვები ნივთიერებების შეწოვას აუმჯობესებს. კერძოდ, ისეთ წყალში ხსნად ვიტამინებს, როგორიცაა C ვიტამინი. მსხვილი ნაწლავი საკვები ნარჩენებიდან წყალს შთანთქავს, რომელიც შემდგომ თირკმლებში იქნება გადამუშავებული.

როგორც წესი, ჩვენი ნაწლავები ზუსტად იმდენ წყალს შთანთქავს, რამდენიც ნორმალური განავლის უზრუნველსაყოფად არის საჭირო. თუმცა, გაუწყლოების შემთხვევაში, ორგანიზმის მიერ სითხის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, ის უფრო მეტი რაოდენობის წყალს იწოვს. ეს განავალს უფრო მყარს ხდის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მონელებას ართულებს.

7. დაღლილობა და შენელებული რეაქცია
ორგანიზმის გაუწყლოება სისხლის მიმოქცევის მოცულობის შემცირებას და სისხლის წნევის მატებას იწყებს. თქვენ გულს უფრო მეტი ენერგიის გამოყენება უწევს, რომ ტვინს, კანს, და კუნთებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები მიაწოდოს. ეს იწვევს დაღლილობას და ძილიანობის შეგრძნებას.

განწყობის შემსწავლელი კვლევის მიხედვით, პროცენტულად უფრო მეტი რაოდენობა დაიკავეს ქალებმა, რომლებიც ვარჯიშის მერე ორგანიზმს მცირე რაოდენობის წყალს აწვდიდნენ. მათ ასევე უჭირდათ მუშაობა, ისინი გრძნობდნენ დაღლილობას და გონების დაბნევას იმათთან შედარებით, ვინც დიდი რაოდენობით წყალს სვამდნენ. მამაკაცებსაც ანალოგიური შედეგები ჰქონდათ.

8. მუქი ფერის შარდი
თირკმლების მთავარი ფუნქცია არის წყლის ბალანსის შენარჩუნება. როცა თქვენ საკმარისი რაოდენობის წყალს სვამთ, შარდი ღია ან ღია-მოყვითალო ფერის არის. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ თირკმლებს სითხე ჰყოფნის, რომ სხეულიდან ტოქსინები გამოდევნოს.
როცა შარდს მუქი ფერი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ თირკმლები წყალს კვლავ ორგანიზმს აწვდის რომ სისხლის წნევა და მინერალური ბალანსი შეინარჩუნოს. შედეგად, მუქი ფერის შარდი დიდი რაოდენობით ტოქსინების კონცენტრაციას შეიცავს და იმის ნიშანი უნდა გახდეს, რომ თქვენ უფრო დიდი რაოდენობით წყალი დალიოთ.

მნიშვნელოვანია! ქრონიკულმა გაუწყლოებამ შეიძლება თირკმლების ტოქსინებით ავსება გამოიწვიოს, და შედეგად თირკმლებში ქვების გაჩენის მიზეზი გახდეს.

9. კანის და ტუჩების სიმშრალე
ადამიანის კანი 30% წყლისგან შედგება, რომელიც მის ცხიმიანობას, ელასტიკურობას და მოქნილობას უზრუნველყოფს. კანის ცხიმი წყლის აორთქლებას ხელს უშლის. თუმცა, არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც მის სწრაფ აორთქლებას ხელს უწყობს, რის შედეგადაც კანი მშრალი და აქერცლილი ხდება. მათში შედის შხაპის მიღების ინდივიდუალურობა, მშრალი ჰაერი და კანის ინფექცია. შინაგანი გაუწყლოების დროს კანის უჯრედები პირველი კარგავენ ტენს. ეს შინაგან ორგანოებში სითხის შეკავებას იწვევს. ამ ფენომენის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ყოველდღიურად საჭირო რაოდენობის სითხე მიიღოთ.

10. ცნობიერების დაბნევა
წყალი, უფრო სწორად, მისი ნაკლებობა შეიძლება განწყობის და ადამიანის კოგნინტური ფუნქციების ცვლილებების მიზეზი გახდეს. მსუბუქი გაუწყლოება მოკლე მეხსიერებას, აღქმით უნარებს, არითმეტიკულ ოპერაციებს, ვიზუალურ დაკვირვებას და ყველა ასაკის ადამიანის ფსიქოლოგიურ უნარ-ჩვევებს ასუსტებს. ასევე გაუწყლოებამ შეიძლება განწყობის ცვლილება გამოიწვიოს – დაღლილობა, ცნობიერების დაბინდვა და ბრაზი.