უთხარით “არა” აკნეს: ტოპ მოდელი გვიყვება, თუ როგორ უნდა დავაღწიოთ თავი მას სულ რამდენიმე თვეში კვების რაციონის შეცვლით

2202

არასწორია როდესაც ვამბობთ, რომ აკნე მხოლოდ მოზარდების პრობლემაა. დღეს, 30 წლის ასაკში ქალები და მამაკაცები აკნეთი იტანჯებიან. ქალები თუ ახერხებენ დამალონ გამონაყარი კოსმეტიკის დახმარებით, მამაკაცები უბრალოდ ამ პრობლემას ეგუებიან. დღეს, ვივიენი მოგიყვებათ იმაზე, თუ რას ნიშნავს, როდესაც სახეზე ან ზურგზე გამონაყარი ჩნდება. ხშირად ეს ჯანმრთელობის პრობლემას წარმოადგენს, ასევე, ვისაუბრებთ მის გამომწვევ მიზეზებზე.

ბოლო დროს, უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ბადუტიზმური ფილოსოფიისკენ იხრება, არ აძლევენ გარეგნობას იმის უფლებას, რომ ცხოვრების ხარისხზე მოახდინოს გავლენა. ავსტრალიელი მოდელი ჯორჯია გიბსი მონაწილეობს უამრავ სილამაზის კონკურსში, ასევე იბრძოდა მის სამყარო 2014-ის ტიტულისთვის და არის პოპულარული სპორტული გამოცემის ერთ-ერთი სახე. იგი წარმატებული, ახალგაზრდა და ლამაზია, შეიძლება თუ არა, რომ მან იცოდეს, თუ რა შეზღუვები აქვს ადამიანს, ვისაც აკნე აწუხებს?

სინამდვილეში ყველაფერი საკმაოდ განსხვავებული იყო: გოგონა დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა აკნეს, რომელიც სტრესი და დაღლილობის შედეგი იყო. ის  ამ პრობლემის პირისპირ სრულიად მარტო იყო. მიუხედავად ამისა, ჯორჯიამ აკნესთან გასამკლავებლად გზა გამონახა და მზადაა ის სხვებსაც გაუზიაროს.

გოგონამ შეცვალა თავისი ცხოვრების წესი. დაიწყო ზომიერი ფიზიკური აქტივობა და დაკავდა იოგით. კვების რეჟიმის შეცვლა ლამაზი და სუფთა კანისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იყო. მოდელი ძირითადად იკვებებოდა მწვანილით, ახალი ან შემწვარი ბოსტნეულით და მანგოთი, რომელიც სავსეა ჯანსაღი ცხიმებით. გიბსმა უარი თქვა ფაფებზე, კოფეინზე, შაქარზე, ფრუქტოზასა და კონსერვანტებზე. კვების ცვლილების დროს მან მთლიანად ვერ დათმო ტკბილეული. ის ზოგჯერ შავ შოკოლადს მიირთმევდა.

ჯორჯიას აკნე საკმაოდ სწრაფად განუვითარდა: ერთი თვეში მისი სახე მთლიანად გამონაყარმა დაფარა. მან უამრავი ხარჯი გაიღო, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია. თუმცა, სამი თვის შემდეგ, ჯანსაღი და დაბალანსებული კვების წყალობით, მოდელმა არა მხოლოდ მოიშორა აკნე, არამედ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა ფსიქიკური ჯანმრთელობა.

თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია, შესაბამისად ძნელია აკნეს მკურნალობის ზუსტი პროგნოზირება. თუმცა, ჯორჯიამ საკუთარი მაგალითიც გვაჩენა და დაგვარწმუნა, რომ ძვირადღირებული მედიკამენტები ყოველთვის არაა გამოსავალი, რადგან ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ეპყრობა ადამიანი საკუთარ სხეულს. თუ გაქვთ საკუთარი მეთოდი, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ანეს, გთხოვთ, კომენტარებში გაგვიზიაროთ!