როდესაც ჩემი მეგობარი სახლში მესტუმრა შეძრწუნებული დარჩა. გაიგეთ, რატომ არ შეიძლება სახლში მონსტერას და აზალიას გაზრდა.

3085

ოთახის მცენარეები ნებისმიერ სახლს ალამაზებს. როცა გარეთ ზამთარი და ფანჯარასთან თოვლია, გაზაფხულის ჰაერის შეგრძნება ყველას ძალიან გვსურს. ახალი ქოთნის მცენარის შეძენა სახლში სიახლეს და სინათლეს შემოიტანს. სასიამოვნოა, როცა ირგვლივ ბევრი მწვანე, ნაზი და სასიამოვნო არომატის მქონე ლამაზი ყვავილია.

ოთახის მცენარეების სამყარო

უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა მცენარის სახლში გაზრდა, რომლებიც ყვავილების მაღაზიაში იყიდება, არ შეიძლება. დღეს ვივიენი გიამბობთ სახლის მცენარეების მავნებლობასა და სასარგებლო ალტერნატივის შესახებ.

1. დიფენბახია

ამ მცენარის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. მას დიდი ღია მწვანე ფერის ფოთლები აქვს. სილამაზის და ელეგანტურობის მიუხედავად, დიფენბახია მიეკუთვნება სახიფათო მცენარეთა სიას, რადგან აქვს შხამიანი წვენი. კანზე მოხვედრის შემთხვევაში იწვევს მწვავე გაღიზიანებას, ხოლო ნერწყვზე მოხვედრისას ენის და სანერწყვე ჯირკვლების შეშუპებას. შედეგად, ადამიანმა შეიძლება დაკარგოს მეტყველების უნარი. სწორედ ამ მიზეზით ხალხი მას „მუნჯ წკეპლას“ უწოდებს.

2. პრიმულა

პრიმულას ზამთრის ბოლოს ყიდულობენ, როცა მისი აყვავების პერიოდი იწყება. ბევრი დიასახლისი მცენარეებს ყიდულობს იმისათვის, რომ ზამთრის ერფეროვან და ნაცრისფერ პერიოდში თვალი გააბედნიეროს. ამ ყვავილს ქალებს ხშირად 8 მარტს ჩუქნიან. ასეთ საჩუქართან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან პრიმულას ძლიერი ალერგიის გამოწვევა შეუძლია. თუ ალერგიული ხართ, ახლობლებს სხვა ყვავილის ჩუქება სთხოვეთ.

3. მონსტერა

ეს სამხრეთ ამერიკის ტროპიკული ტყის შვილი და ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. ბუნებამ ნამდვილად ბევრი იმუშავა, რათა მისი ლამაზი, სხვადასხვანაირად მოჩუქურთმებული ფოთლები შეექმნა. მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ! ეს მცენარე ძლიერი ენერგო ვამპირია, რომელსაც ადამიანის სასიყვარულო ცხოვრების განადგურება და მისი აურის მოწამვლა შეუძლია. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ცრურწმენაა, მაგრამ ამ ოთახის მცენარეს ნამდვილად საშინელი სახე აქვს. რაც მთავარია, მონსტერას წვენს ახასიათებს ძლიერი გამაღიზიანებელი ეფექტი და ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში სისხლდენის გამოწვევა შეუძლია. სწორედ ამიტომ, ფრთხილად იყავით, მოერიდეთ მის შეძენას თუ სახლში კატა ან ძაღლი გყავთ.

4. ბენჟამინის ფიკუსი

ეს სუბტროპიკული მცენარე საკმაოდ პოპულარულია და მას თითქმის ყოველ მეორე ბინაში შეხვდებით. საქმე იმაშია, რომ მცენარეს შეუძლია ჰაერის გასუფთავება ფორმალდეჰიდისა და გაზისგან, რაც თავის ტკივილს და გულისრევას იწვევს. ფიკუსი ჰაერის გამწმენდ ათ საუკეთესო მცენარეთა შორისაა. ამასთან, მისი მოვლა საკმაოდ მარტივია და გასაზრდელად განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს. თუმცა მათ, ვისაც ალერგია აქვთ, უმჯობესია არ შეიძინონ. მცენარე შეიცავს რძის მსგავს სპეციფიურ წვენს, რომელსაც რეზინის მაღალი პროცენტულობა აქვს, რაც ძლიერ ალერგიას იწვევს.

5. აზალია

თუ შინაური ცხოველები გყავთ, ამ მშვენიერი მცენარის შეძენისგან თავი შეიკავეთ. უამრავი ყვავილების მოყვარული აზალიას ყიდულობს იმის მიუხედავად, რომ მოსავლელად ძალიან პრეტენზიულია. ეს ჯუჯა მცენარე როდოდენდრონის ჯგუფს მიეკუთვნება და მისი სამშობლო ჩინეთი და იაპონიაა. აზალია გვაოცებს არა მხოლოდ დახვეწილი სახელით, არამედ მეფური შესახედაობით. მისი ლამაზი ფოთლები ორ შხამიან ნივთიერებას, გლიკოზიდს და ანდრომედოტოქსინს, შეიცავენ. ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში შეუძლია დამბლის ან სიკვდილის გამოწვევა.

ოთახის მცენარეების სამყარო საინტერესო და მრავალფეროვანია. აქ შეხვდებით ნებისმიერი გემოვნების და ფერის ყვავილს. რაც მთავარია – არ დაგავიწყდეთ და მოიძიეთ უამრავი ინფორმაცია იმ ყვავილზე, რომლის შეძენაც გსურთ. ეს ნამდვილად გადაარჩენს თქვენს ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს.

საფრთხის შემცველი მცენარეების გარდა, არსებობს ბევრი სასარგებლო მცენარეც, რომელიც თქვენს სახლს დაამშვებს და შეუძლია ზოგიერთი უსიამოვნების განკურნებაც. იხილეთ რამდენიმე მაგალითი:

1. ბეგონია

ბეგონიაზე უფრო ლამაზი მცენარის პოვნა ძნელია. არსებობს დაახლოებით ათასი სახეობა და მისი დეტალურად აღწერა საკმაოდ რთულია. ყველა სახეობა ნაზი და დახვეწილია. ბეგონიას ფოთლები დიდი რაოდენობით მჟაუნა მჟავას შეიცავს, რომელსაც აქვთ ჭრილობის შეხორცების და ანტისეპტიკური თვისებები. ბეგონიას წვენი წყლულების, გველის ნაკბენის და დამწვრობის სამკურნალოდ გამოიყენება. ბეგონია წარმატებით უმკლავდება სტრეპტოკოკებს.

2. ანგლაონემა

უჩვეულო სახელის მქონე მცენარე არც თუ ისე ლამაზად გამოიყურება, მიუხედავად ამისა, მოსავლელად საკმაოდ უპრეტენზიო და გამძლეა. მას არ სჭირდება ბევრი სინათლე. მისი ნათესავის, დიფენბახიისგან განსხვავებით წარმოუდგენლად სასარგებლოა. ის წარმატებით უმკლავდება სტრეპტოკოკის ინფექციას და ჰაერს ბენზოლისგან ასუფთავებს.

3. ლავანდა

პარფიუმერიაში ლავანდას ყვავილები საკმაოდ ფართოდ გამოიყენება, მაგრამ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ცოტამ თუ იცის. ლავანდას შეუძლია მოკლას ბევრი დაავადების გამომწვევი ბაქტერია. ამასთან აქვს ანთების საწინააღმდეგო წარმოუდგენლად კარგი ეფექტი.

გისურვებთ, რომ ოთახის მცენარეების სამყაროში მოგზაურობა ამ სტატიით არ დასრულდეს, რადგან ამ სიის გარდა არსებობს უამრავი უჩვეულო და ლამაზი მცენარე, რომელიც ნამდვილად დაამშვენებს თქვენს სახლს და დადებით ენერგიას შემოიტანს.

გახსოვდეთ, რომ ბევრ მცენარეს, მიუხედავად მათი სილამაზისა, არ მოსწონს ბინაში ცხოვრება. აუცილებელია მცენარეების სწორად შერჩევა საცხოვრებელი ფართისა და თვისებების გათვალისწინებით.

აუცილებელია ყველა მცენარეს, რომელიც სახლში გაქვთ კარგად გაეცნოთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ შესაძლოა ის საშიში იყოს არა მხოლოდ თქვენი ჯანმრთელობისთვის, არამედ ოჯახის ენერგეტიკისთვისაც!