5 ყველაზე გაუმაძღარი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ჭამაზე გიჟდებიან

3558

თქვენი დახასიათება შეიძლება, როგორც გაუმაძღარი ადამიანის? საკვები არასდროს გყოფნით და დამატებას ითხოვთ? თუ ყოველი საკვების ლუკმას ნელა ღეჭავთ და მცირედით კმაყოფილდებით? ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნისთვის საკვები – უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გამოკვების საშუალება – ეს შეიძლება ითქვას, უზარმაზარი სიამოვნებაა. ისინი მუდმივად ახალ კერძს ითხოვენ და გემრიელობების ჭამაზე უარს არ ამბობენ. თქვენ ზღვარს გადადიხართ და გურმანიდან ღორმუცელად გარდაისახებით?

1. ვერძი
ამ ნიშანს თავგადასავლები უყვარს და აქ შედის კულინარიული თავგადასავლებიც. თუ ქალაქში ახალი და ორიგინალური რესტორანი გამოჩნდება, ჩათვალეთ რომ ვერძები პირველი სტუმრები იქნებიან. ეს ადამიანები განსაკუთრებული წუნიობით არ გამოირჩევიან და ყველაზე ეგზოტიკურ და უჩვეულო კერძს ადვილად სინჯავენ. ერთადერთი, რაც ვერძს არ სურთ – ეს სისტემატიურად ერთი და იგივე საკვების ჭამა არის ყოველდღე, სწორედ ამიტომ კვების ექსპერიმენტების ფანია. მას შეუდარებელი მადა აქვს და შთანთქავს ყველაფერს, რასაც აძლევენ.

2. კურო
ისინი კერძს მაქსიმუმ ყურადღებას უთმობენ. კუროები აუცილებლად გააკეთებენ კომენტარს, თუ როგორ გამოიყურება კერძი, როგორი სუნი აქვს და რას ამსგავსებს გემოთი. ისინი თითოეულ ტრაპეზს დაფიქრებით უდგებიან, სწორედ ამიტომ წინასწარ ათვალიერებენ რესტორნების ვებ გვერდებს და მენიუს სწავლობენ, რომ გაიგონ, სურთ თუ არა მათ ამ კერძების გასინჯვა. კუროები კულინარიულ ტრენდებს თვალყურს ადევნებენ, ახალ კერძებს სინჯავენ და მაღალ ხარისხიანი მომსახურებას ითხოვენ, რომ კერძისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ.

3. ლომი
ლომს უყვარს ჭამა, მაგრამ აქცენტს ხარისხიან და ოსტატურად მომზადებულ კერძზე აკეთებს. ამ ნიშნის ადამიანები არაჯანსაღ საკვებს ვერ იტანენ და სადილს მავნე ჩიფსებით არ ანაცვლებენ. ლომს სურს მყუდრო გარემო, კარგად მომზადებული პერსონალი, იდეალური მენიუ, ვირტუოზი შეფ-მზარეული, ამასთან შეუდარებელი ღვინის ბარათები. ლომი სახლში იშვიათად ჭამს, მაგრამ თავად სტუმრებისთვის წვეულების მოწყობის ორგანიზების წინააღმდეგი არაა და მათ შესანიშნავად შერჩეულ გემრიელ კერძებს ახვედრებს.

4. სასწორი
სასწორი ცდილობს კვების გრაფიკი დაიცვას – ისინი საუზმის, სადილისა და ვახშმისთვის კონკრეტულ დროს ყოფენ, ამასთან მათ შორის დროის განმავლობაში დამატებითი საკვების მიღება შეუძლიათ. სასწორს შეიძლება ჰქონდეს ორი საუზმე, შემდეგ კი შესვენებებით შეუძლია მუდმივად რაღაც ჭამოს დაძინებამდე. მათ უყვართ წახემსება და თუ სასწორებს სურთ, მათთვის სულერთია სადილობამდე მადას დაკარგავენ თუ არა. ისინი ჭამენ, შეიძლება ითქვას, ყოველთვის. ასევე მათ ღამე ჭამა უფრო უყვართ.

5. თევზები
ისინი ხშირად იყენებენ საკვებს, როგორც განწყობის ასამაღლებელ ინსტრუმენტს და მათ ყოველთვის აქვთ არცთუ პატარა პროდუქტების სია პირადი კომფორტის შესანარჩუნებლად. თუ თევზს გული ატკინეს, ისინი სტრესის მოსაშორებლად ბევრს მიირთმევენ, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობენ. ამ ნიშანს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს გასინჯვა უყვართ და სწრაფი კვების პროდუქტებს ვერ იტანენ. როცა თევზები გადაძღომაზე არიან, ჩვეულებრივ ეს პირადი სულიერი ტრავმის გამო ხდება, რადგან მათთან განწყობა და საკვები ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია.