4 ფაქტორი, რომელიც თითოეულ ადამიანში სტილის შეგრძნებას განსაზღვრავს

1282

ზოგიერთი ადამიანი ტანსაცმელში ასიათასობით დოლარს ხარჯავს, იცვამს გუჩის და პრადას, თუმცა მაინც უგემოვნოდ გამოიყურება. ზოგიერთს შეუძლია ჩაიცვას ჩვეულებრივი მაისური ან ტანსაცმელი შეიძინოს მეორადებში და რატომღაც იმაზე უარესად ნამდვილად არ გამოიყურება, ვიდრე ნიუ იორკის მოდის კვირეულის მოდელები. და მართლაც, იქნებ მოდა და გემოვნება თანდაყოლილია?

ჩვენ  ვთანხმდებით, რომ ფული არ არის ის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს სტილს და გემოვნებას, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ შესაძლებლობას ქმნის. ამავე დროს, არ მივიჩნევთ, რომ სტილის შეგრძნება მხოლოდ და მხოლოდ თანდაყოლილი ფენომენია. ვივიენი გთავაზობთ 4 სუბიექტურ ფაქტორს, რომლებიც გავლენას ახდენს თითოეული ადამიანის სტილზე.

1. ინტელექტის დონე

“სტილის შეგრძნება ინტელექტით იწყება. შეუძლებელია იყოთ სულელი და ამავე დროს ელეგანტური. შესაძლებელია სხვისი სტილის კოპირება, მაგრამ ეს არ იქნება ორგანული, მოდური. ამისათვის საჭიროა ინტელექტი. და ინტელექტი არის ის, რისი საშუალებითაც იბადება აზრები, იდეები, ოცნებები და ქმედებები. სწორედ ამის დახმარებით ყალიბდება სტილი, პიროვნება და შემდეგ სამოსის სტილი. თუ არ არსებობს პიროვნების სტილი, მაშინ პრადაც ან ლუი ვიტონიც სრულიად უგემოვნოდ გამოიყურება ”

ეს სიტყვები ეკუთვნის რუს ჟურნალისტს, ირინე ხაკამადეს. ამ მოსაზრებას რამდენიმე ადამიანი ეთანხმება და ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ ნამდვილად ლოგიკურია. სხვა საკითხებთან ერთად, იგივე ფაქტორი საშუალებას გაძლევთ სიმბოლურად იფიქროთ, ნუ გადაიტანთ ყურადღებას არასაჭირო რამეზე. ზოგ ადამიანს საყიდლებზე მარტო სიარული უყვარს, მას შეუძლია შეიძინოს ერთი შეხედვით არასაჭირო ნივთები და მისგან საკმაოდ ლამაზი ნივთები შექმნას.  ასე რომ, სტილის ფორმირებისთვის საჭიროა ინტელექტი ხოლო მის შესანარჩუნელბად – რაციონალურობა.

2. ტანსაცმელი ბავშვობაში

“ჰკითხეთ დიზაინერებს ისაუბრონ იმ მიზეზებზე, რომლებმაც მათი სტილი განაპირობა და ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგიყვებათ ისტორიებს დედაზე”, – ასე იწყება ნიუ იორკ თაიმსის ერთ-ერთი სტატია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ დიზაინერების სტილი მათივე მშობლების ზეგავლებით იქმნება.

მართლაც, მშობლები ამ საკითხში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ: თუ ამორფული ურთიერთობა და პრინციპი ბავშვობიდან მოდის, არსებობს იმის შანსი, რომ ეს მთელი ცხოვრება გაჰყვება. თუ დედა ან მამა ბავშვობიდანვე უნერგავდნენ შემოქმედების უნარს, ესთეტიკის ძირითად წესებს, მაშინ ეს ჩვევები ბავშვებს მომავალშიც აუცილებლად დარჩებათ.

მაგალითად, დიზაინერმა სტელა მაკარტნიმ, პროფესიაზე დასმულ შეკითხვაზე ისაუბრა დედის მნიშვნელოვან როლზე: ადრეული ასაკიდან მან დაინახა ქალი, რომელსაც არასოდეს ჰქონდა მაკიაჟი, იცვამდა გრანჟის სტილში ჯერ კიდევ მის გამოგონებამდე და ამ ყველაფერს საკმაოდ უშიშრად აკეთებდა.

თუმცა ასევე, არიან ადამიანები, რომლებიც მიჰყვებიან მოდას იმიტომ, რომ ბავშვობაში ტანსაცმლის ნაკლებობას განიცდიდნენ.

3. ზოგადად, მხატვრული გემოვნების დონე

თუ დიზაინერს შევხედავთ როგორც ადამიანებს, რომლებსაც აქვთ აპოგეური სტილის შეგრძნება, დავინახავთ რომ ამ პროფესიის განვითარება იწყება სხვა შემოქმედებითი/კულტურული სფეროებიდან. მაგალითად, კრისტიან დიორი ვიდრე კაბების გენიოსი გახდებოდა, მხატვარი იყო. ის ფლობდა კერძო არტ გალერეას, ქმნიდა თეატრალურ კოსტიუმებს, მუშაობდა გაზეთ ლე ფიგაროში. ჯორჯო არმანი ოცნებობდა გამხდარიყო მსახიობი, გოშა რუბჩინსკი დადიოდა ხელოვნების სკოლაში, რიკ ოუენსი მხატვარი იყო – და სია ამით არ მთავრდება.

ნებისმიერი ადამიანის სტილი იწყება ხელოვნების საფუძვლების და კონცეფციების გაცნობით. სტილის შეგრძნება შეიძლება განავითარო, მთავარია სურვილი. შესაბამისი ლიტერატურა, მასტერკლასები, საექსპერტო ლექციები, მოდის ჟურნალების უახლესი გამოცემები და ა.შ.

4. გამბედაობა

პარადოქსულია, “გამბედაობის” კონცეფცია შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს. ზოგიერთს არ აქვს იმის გამბედაობა, რომ კაფსულური კარადებით იაროს. ზოგიერთს არ შეუძლია ბრჭყვიალა ნივთების ტარება ფოტოზონის გარეთ. ზოგიერთი ვერ ატარებს გარკვეულ ტანსაცმელს ასაკის გამო, მიაჩნია, რომ საზოგადოება ამას ვერ გაიგებს.

მაგრამ სტილი ეს ინდივიდუალურობაა, და ინდივიდუალობა ყოველთვის მამაცური ნაბიჯია.

მამაცი ადამიანები ქმნიან მოდას. მაგალითად, წიგნში “ზარას ფენომენი”, რომელიც ამავე სახელწოდების ბრენდების ისტორიაზე მოგვითხრობს, არსებობს პარაგრაფი, რომელშიც მოცემულია ყველაზე მოდური ქალაქის ქუჩები.

ტრენდებზე საუბრისას: მოდის ინდუსქტრია ყოველთვის იწყება ვინმეს გამბედაობითა და სიმამაცით.

დასკვნა: მოდა დროებითი კონცეფციაა, სტილი მარადიულია. სიმამაცე ეხმარება პირველსაც და მეორესაც.

5. თქვენი ვარიანტი

მოდით ეს სია კომენტარებში განაგრძელოთ.