3 ყველაზე მაცდური ზოდიაქოს ნიშანი

2239

ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი – ნამდვილი მაცდურები არიან, რომლებიც ამ თვისებას დაბადებიდანვე ფლობენ. მათთან ფრთხილად იყავით, რადგან მისი მომხიბვლელობის ბადეში შეიძლება გაებათ.

1. თევზები
ისინი ოდნავ მორცხვები არიან მათთან, ვისაც არ იცნობენ, ასევე ძალიან საიდუმლებით მოცულად გამოიყურებიან. თევზებს შეუძლიათ ბავშვივით გულუბრყვილოები იყვნენ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც იმედსა და ოცნებაზე ჩაბღაუჭებას აგრძელებენ მაშინაც კი როცა უკვე საშუალო ასაკს აღწევენ. თევზები მუდმივად ბავშვები არიან, რომელთაც ზღაპრების ბედნიერი დასასრულით სჯერათ. მოწიფულ თევზებს ურჩევნიათ ატარონ სათვალეები, რომ თვალები არ გამოაჩინონ და თანამოსაუბრე თავიანთი საუბრით მოხიბლონ. ზოგჯერ, თუ ისინი თვლიან, რომ მათ საფრთხე ემუქრებათ, შეუძლიათ მოიტყუონ, გაიქცნენ და სხვებზე მანიპულირება მოახდინონ.

2. კირჩხიბი
თუ თევზები თანამოსაუბრეს ტყუილების ნისლში ახვევს, კირჩხიბი – თავად სიმართლეა. რასაც ხედავთ, იმას ღებულობთ. ამ ნიშნის ადამიანი ძალიან გულახდილია მათთან, ვისაც ენდობა და იდეალურ მეგობარს წარმოადგენს. კირჩხიბის გამოყენება ან მასთან უპატივცემულოდ მოქცევა არ შეიძლება. განაწყენებულ კირჩხიბს შურისძიება შეუძლია. ის ძლიერი ემოციას ფლობს და ეს ყოველთვის მის სასარგებლოდ არ მოქმედებს. ყველაფერი, რაც მას სურს – რომ უყვარდეთ და მას უყვარდეს, იზრუნონ და დაეხმარონ.

3. მორიელი
მორიელი – ცდუნების არამიწიერი განსახიერება. მის ხმას რაღაც ჰიპნოზური მოქმედება აქვს. თავად მორიელი ადამიანებს არ ენდობა და ცოტა ვინმე თუ უყვარს. ის ყოველთვის ფრთხილობს, რადგან ადამიანის ბუნების ბნელი მხარის კარგად ესმის. მორიელი ყოველთვის თქვენზე რამდენიმე ნაბიჯით წინ არის. გაფასებთ ხართ თუ არა თქვენ სხვა მოკვდავი უღირსი ადამიანების მსგავსი. მორიელი შემდეგ ადვილად მოგიშორებთ თავიდან. ეს ნიშანი – არის საიდუმლო, სიბნელე და სასჯელი.