2019 წლის მაგნიტური ქარიშხლის გრაფიკი: როგორ გადავიტანოთ რთული პერიოდი შაკიკის, თავის ტკივილის და წნევის გარეშე

5413

„თავი ამინდის მიხედვით მტკივა“ – ამბობენ ადამიანები, რომლებიც მეტეოროლოგიური პირობების მიმართ მგრძნობიარეები არიან. ისინი მკვეთრად რეაგირებენ ამინდის ატმოსფეროს წნევის ან მზის აქტივობის ცვლილებებზე. 2019 წელს მეტეოპათებს რთული პერიოდი ექნებათ. ამინდის პროგნოზის სინოპტიკოსებმა მაგნიტური ქარიშხლის დეტალური გრაფიკი შეადგინეს. პირველი ძლიერი აფეთქება უკვე მარტში მოხდება.

მაგნიტური ქარიშხლები და არა ხელსაყრელი დღეები

შეუჩერებელი თავის ტკივილი, შაკიკი, ჰიპოტენზია, ჰიპერტონია, ზოგადი სისუსტე მაგნიტური ქარიშხლების მიმართ სხეულის მწვავე რეაქციის სრული სია არაა. ის დედამიწის ბირთვის მზის აქტიურობაზე რეაქციით არის გამოწვეული და შეიძლება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გაგრძელდეს.

მაგნიტური ქარიშხლის რაოდენობასა და ძალაზე გავლენის მოხდენა ადამიანს არ შეუძლია. მზის აქტივობის მონაცემებზე დაყრდნობით მხოლოდ ძლიერი მაგნიტური შეტევების პროგნოზირება შეგვიძლია. ამის დახმარებით დღის ან მნიშვნელოვანი საქმეების, რემონტის და დასვენების სწორად დაგეგმვის საშუალებას გვაძლევს. ნებისმიერ შემთხვევაში, გაფრთხილებული ხართ, ე.ი. შეიარაღებული ხართ!

გეომაგნიტური ქარიშხლის პროგნოზი უარყოფითი გავლენის თავიდან აცილებაში ან მის შემცირებაში დაგეხმარებათ. აღსანიშნავია, რომ პროგნოზი თვეების მიხედვით გიჩვენებთ კონკრეტულ დღეებს, როცა დედამიწაზე ცვლილებებია მოსალოდნელი, მაგრამ ზუსტი დრო მითითებული არაა. საათობრივ პროგნოზს უშუალოდ ქარიშხლის წინ ადგენენ.

გაითვალისწინეთ, რომ მაგნიტური ქარიშხლის დროს ჯანსაღ ადამიანსაც კი შეიძლება მეტროსა და თვითმფრინავში მდგომარეობა გაუარესდეს. 2019 წლის მაგნიტური ქარიშხლის პროგნოზი ყურადღებით წაიკითხეთ. ეს დღეები კალენდარზე აღნიშნეთ და საკუთარი თავი ხელში აიყვანეთ. ასე ჯანმრთელობის დაცვას შეძლებთ.

2019 წლის მაგნიტური ქარიშხლის გრაფიკი

იანვარი

ახალ წელსა და შობას გეომაგნიტური რხევები გაიზრდება, მაგრამ ქარიშხალი ძლიერი არ იქნება. პროცესი 11 იანვარს შეწყდება. მეტეო მგრძნობიარე ადამიანებს ორი მშვიდი კვირა ელოდებათ, ხოლო 25 იანვარს მზის აქტიურობა კვლავ გაგრძელდება.

თებერვალი

თებერვალში ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი თვის დასაწყისში დაიწყება. 5 და 10 თებერვალს ძლიერი აფეთქებები, ხოლო 7 და 15 თებერვალს საშუალო ინტენსივობის ქარიშხალია მოსალოდნელი. თავის ტკივილის და შაკიკის გარდა მოსალოდნელია განწყობის გაუარესება. კონფლიქტების და ჩხუბის მაღალი ალბათობაა მოსალოდნელი.

მარტი

მარტი ძალიან რთული პერიოდი იქნება. ძლიერი ქარიშხალი მოსალოდნელია ადრეულ გაზაფხულზე. ის 1-დან 3 მარტამდე გაგრძელდება. 13, 16, 28, 29 მარტს სუსტი მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი. შემდეგი ძლიერი მზის აფეთქება მოსალოდნელია 19, 21, 22 მარტს. მისი ხანგრძლივობის გამო ჰიპერტნოკებისა და გულის დაავადების მქონე ადამიანებისთვის სახიფათო პერიოდია.

აპრილი

1-დან 20 აპრილის ჩათვლით დედამიწის ბირთვში საშუალო სიძლიერის გეომაგნიტური რხევებია მოსალოდნელი. ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი შეიძლება 18 აპრილს მოხდეს.

მაისი

მაისის დღესასწაულები მშვიდად ჩაივლის. სუსტი მაგნიტური ქარიშხალი მოხდება 5, 11-17, 20-25 მაისს. ხოლო 28 მაისს 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი. ეს დრო სახლში მშვიდ ატმოსფეროში გაატარეთ.

ივნისი

გეომაგნიტური სიტუაციის პროგნოზი ზაფხულის პირველ თვეში ხელსაყრელი იქნება. მოსალოდნელია საშუალო რხევები 8 და 9 ივნისს.

ივლისი

მსგავსი სიტუაცია იქნება ივლისშიც. 7 და 29 ივლის სუსტი რხევები, ხოლო 15 ივლისს საშუალო სიძლიერის მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი. შეგიძლიათ შვებულება დაგეგმოთ!

აგვისტო

აი, აგვისტოში ფრთხილად უნდა იყოთ. თვე მზის სუსტი აფეთქებებით დაიწყება (2 და 3 აგვისტო). შუა თვეში, 16 და 17 აგვისტოს 2019 წლის მეორე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაიწყება. მეტეოპათები მის მოქმედებას თვის ბოლომდე იგრძნობენ. ამასთან მზეზე კიდევ ერთი ძლიერი აფეთქება მოხდება, დაახლოებით 18 – 20 აგვისტოს. შესაძლოა ქრონიკული დაავადებები გამწვავდეს.

სექტემბერი

თვე საკმაოდ მშვიდი იქნება, მაგნიტური ქარიშხალი 6 და 26 სექტემბერს არის მოსალოდნელი.

ოქტომბერი

მშვიდი თვე იქნება. სინოპტიკოსები სამ მცირე რხევას პროგნოზირებენ: 1, 29 და 30 ოქტომბერს. ჯანმრთელობის პრობლემებს შორის მოსალოდნელია ბიორიტმის და ძილის დარღვევა.

ნოემბერი

11 და 15 ნოემბერს სუსტი მაგნიტური ქარიშხალი, ხოლო 18 ნოემბერს ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი. ის არტერიული წნევის შემცირებით და სისუსტით გამოვლინდება.

დეკემბერი

3 დეკემბერს საშუალო სიძლიერის მაგნიტური რხევებია მოსალოდნელი. საახალწლო დღესასწაულებამდე დასვენებას ვერ შეძლებთ. 25 დეკემბრიდან თვის ბოლომდე მეტეოროლოგები 2 ძლიერ მაგნიტურ ქარიშხალს პროგნოზირებენ: 26 და 29 დეკემბერს. მათ შედეგს ადამიანები 2020 წლის 2 იანვრამდე იგრძნობენ.

2019 წლის მაგნიტური ქარიშხლის გრაფიკი შეინახეთ, დღეები კალენდარზე აღნიშნეთ და გეორხევებისთვის მორალურად მზად იყავით. მეგობრებს სოციალურ ქსელში ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია აუცილებლად გაუზიარეთ.