ყოველ ღამე ის ამზადებს სადილს: 5 საოცარი რამ, რომლის მომზადებათ მხოლოდ მულტისახარშით შეგიძლიათ.

1112

იმ წუთიდან, რაც მულტისახარში შემოვიდა, კერძების მომზადების დრო რამდნჯერმე მცირდება. კულინარული პროცესების უმრავლესოის მთლიანად დამხმარეს მხრებზე გადასატანად აუცილებელია ვიცოდეთ მისი გამოყენების წესები.

მულტისახარშის ფუნქციები ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ინსტრუქციებში და რეცეპტებში წიგნშია მოცემული. ვივიენი გეტყვით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ კერძები მულტისახარშის მეშვეობით და გაგიზიარებთ 5 ძვირფას რჩევას, რომელიც დაუყოვნებლივ მოგანდომებთ პრაქტიკაში მათ შემოწმებას.

მულტისახარშის ფუნქციები

1. ფაფა მულტისახარში: საუზმე ორი ერთში

ჯანსაღი საუზმის იდეა: წიწიბურას ფაფა და კვერცხი. საღამოს, წიწიბურა მოათავსეთ თასში და შედგით მულტისახარშში, დაასხით წყალი 1:2 თანაფარდობით, დაამატეთ მარილი გემოვნებით. ასევე მოათავსეთ კვერცხი.
დააინსტალირეთ პროგრამა “მოგვიანებით დაწყება”, შემდეგ კი რეჟიმი “ფაფა” და დრო 25 წუთი. საწოლიდან როგორც კი ადგებით, გელით ცხელი საუზმე.

2. ბოსტნეული ვინეგრედისთვის

იმისათვის, რომ სალათის მოსამზადებად დიდხანს არ ელოდოთ ბოსტნეულის მოხარშვას, გამოიყენეთ მარტივი წესი. ბოსტნეულს მოაცილეთ კანი, დაჭერით კუბიკებათ და მოათავსეთ მულტისახარშში. დააყენეთ შესაბამისი პროგრამა და დრო 15 წუთი.

3. მოამზადეთ ,,გათბობის” რეჟიმზე

ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ჩანდეს, როგორც ყველაზე უსარგებლო რეჟიმი. მაგრამ მაში შეგიძლიათ ცომის მოთავსება. იგი ყველა პირობას ქმნის ცომის სწრაფად გაფუებისთვის. იგივე რეჟიმი განკუთვნილია იოგურტისა და მცენარეული ინფუზიების მოსამზადებლად.

4. რეჟიმი “გამოცხობა”

ეს რეჟიმი ხელს შეუწყობს ბოსტნეული სუპის სწრაფ მომზადებას. ასევე კარგად მომზადდება კოტლეტი და შემწვარი ხორცი ცხიმის გარეშე. კერძი გამოდის წვნიანი და გემრიელი.
მოამზადეთ კარტოფილი, წაუსვით ფუნჯით ცხიმი, თითოეული ნაჭერში მოათავსეთ ბეკონი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. დააყენეთ გამოსაცხობ რეჟიმზე და ერთი საათის შემდეგ მზად იქნება.

5. ,,მოთუშვის” რეჟიმი

ამ რეჟიმზე, ჯერ მოითუშება კერძის მასალები და შემდეგ კერძის მომზადება იწყება. გარდა ამისა, კერძი იქნება იდეალურად მომზადებული და წვნიანი, ასევე შესაფერისი ჯემის და ბოსტნეულის ხიზილალის მოსამზადებლად.

სცადეთ მულტისახარშის გამოყენებით კერძების მომზადება. გაუზიარეთ თქვენს ახლობლებსა და მეგობრებს.