როგორ შევწყვიტოთ სხვისი უარყოფითი ენერგიის შთანთქმა

1485
როგორ შევწყვიტოთ სხვისი უარყოფითი ენერგიის შთანთქმა
როგორ შევწყვიტოთ სხვისი უარყოფითი ენერგიის შთანთქმა

პესიმიზმი, როგორც ნებისმიერი ცუდი განწყობის გამოვლენა, ემოციურ პარაზიტს წარმოადგენს. შიში, ბრაზი, წყენა – ძლიერი ენერგიაა, რომელთაგან თავი უნდა დაიცვათ. ცუდი განწყობა და პესიმიზმი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. როგორ უნდა დავიცვათ თავი?

ძლიერ უარყოფით ემოციას საკუთარი ენერგია აქვს, თუ ჩვენი ახლობელი მის გამოვლენას იწყებს, ჩვენ შეიძლება შეუმჩნევლად „დავინფიცირდეთ“. თითოეული ჩვენგანი ემოციურ ღრუბელს წარმოადგენს. მასში კი სხვადასხვა რამ იწოვება. არსებობენ ადამიანები, რომელთა „დისკომფორტის ზონაში“ საათობით გატარება შეუძლიათ და მისი გავლენის ქვეშ არ ექცევიან. სხვებისთვის კი ეს თვითმკვლელობა იქნება.

როგორ უნდა დავიცვათ თავი სხვისი ნეგატივისგან და მისი შთანთქმა როგორ შევწყვიტოთ

ემპათია, როგორც თანაგრძნობის უნარი

ემოციური ენერგიის კუთხით, უარყოფითი ემოციები უკავშირდება შემდეგ მიზეზებს:

  • სხვისი ტკივილის, როგორც საკუთარის ისე შეგრძნება;
  • საერთო პრობლემებს საკუთარ თავზე იღებთ.

სწორედ ზემოთ მოცემული მიზეზები, თანაგრძნობის უნარი საკუთარ უუნარობასთან შეთავსებით შეიძლება სერიოზული დეპრესიული მდგომარეობის წყარო გახდეს.

როგორ არ უნდა მოექცეთ სხვისი გრძნობების და ემოციის ქვეშ

1. განსაზღვრეთ, რამდენად ემპათიური ხართ, შემდეგ კრიტერიუმების მიხედვით.

ზედმეტად მგრძნობიარედ გთვლიან, მაგრამ ამას კომპლიმენტად არ თვლით;

ფიზიკურ დონეზე აღიქვამთ სხვების ტკივილს და სტრესულ მდგომარეობას;

ხმაურიან წვეულებაზე უკვე რამდენიმე საათში ჰაერი არ გყოფნით. ემოციურად ამოწურული ხართ;

ხმაურის, სუნის წყარო ან ვინმესთან აქტიურად კომუნიკაცია დისკომფორტს გიქმნით;

აღსადგენად სრული სიმშვიდე გჭირდებათ;

მუდმივად საკუთარ განცდებზე ფიქრობთ;

ნებისმიერ გამოცდილებას დეტალურად აანალიზებთ. ადვილად გწყინთ, მაგრამ კონფლიქტებს ერიდებით;

ინტიმი ყელში სპაზმების ან დამალვის სურვილამდე გაშინებთ;

თავისი არსით, ემპათია კარგი უნარია, მაგრამ მისი გაკონტროლება უნდა ისწავლოთ და არ გამოიყენოთ მათ მიმართ, ვინც რაღაც მიზეზით თქვენთვის უსიამოვნოა. ბრბო თქვენ გავიწროებთ. სოციალური წრე ნათესავებით და ახლობლებით შემოფარგლეთ.

2. ნერვიულობის საბაბი იპოვეთ და განსაზღვრეთ განიცდით საკუთარი თავის თუ სხვის გამო.

ბრაზი და შიში ემპათიებს არასდროს უჩნდებათ, მაგრამ ისინი შესანიშნავად ითარგმნება. ირგვლივ მიმოიხედეთ და სცადეთ, თქვენი ნერვიულობის წყარო იპოვოთ.

  • საინტერესო ფილმის ყურების შემდეგ კარგ განწყობაზე ხართ. მაგრამ ერთმა შეხვედრამ ენერგია სრულად წაგართვათ? ეს თქვენთვის ცნობილია?
  • იგივე სიტუაცია ეხება ხალხმრავალ ადგილს.

ბრბო თქვენზე ნეგატიურად მოქმედებს? სავარაუდოდ, მიზეზი ხალხიდან ცუდი ენერგიის შთანთქმის უნარია.

3. მოერიდეთ სიტუაციას, რომელიც განერვიულებთ

თუ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანთან საუბარი აუცილებელია, ეცადეთ მათგან მოშორებით იყოთ. ეს ნამდვილად მოქმედებს. ვინმეს წყენინება არ შეგეშინდეთ. მაგ., ავტობუსში სხვა ადგილას გადაჯექით, თუ გვერდით ბინძური ან უსიამოვნო მგზავრი მოგიჯდათ. გადაჯექით და მოშორდით ადამიანს, რომელიც ცუდ განწყობაზე იმყოფება.

4. საკუთარ სუნთქვაზე კონცენტრირება გააკეთეთ

სუნთქვა ტვინსა და თქვენს არსებობას შორის კავშირს წარმოადგენს. ეცადეთ, რამდენიმე წუთით სუნთქვაზე კონცენტრირება მოახდინოთ და გარე სამყაროდან თავი შემოიფარგლოთ. ჩაისუნთქეთ სიმშვიდე და ამოისუნთქეთ უარყოფითი ემოციები. ეს უარყოფითი ემოციებისგან გაწმენდის და საკუთარი თავის პოვნის შესანიშნავი მეთოდია. შეგიძლიათ ნეგატივი სიბნელეში წარმოიდგინოთ, რომელიც თქვენგან ქრება, ხოლო ჩასუნთქვის დროს ნათელი სინათლე. ეს მარტივი მეთოდი გარშემომყოფების ნეგატიური გავლენისგან დაგიცავთ.

5. ფარი გამოიყენეთ

თუ უსიამოვნო ადამიანების გარემოცვაში იმყოფებით, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ მათგან უხილავი საფარით დაცული ხართ. მაგ., ეს შეიძლება იყოს თეთრი კედელი, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ. ბარიერის ფერი მნიშვნელოვანი არაა, მთავარია იგრძნოთ, რომ ეს მუშაობს. მაგრამ დადებითი ემოციებისთვის ხვრელი აუცილებლად უნდა დატოვოთ.

6. ემოციური გადატვირთვა მართეთ

ემოციური ვამპირის ამოცნობა და მისგან გაქცევა ისწავლეთ. ნაკლებად ცნობილი ადამიანების წრეში ეცადეთ უკიდურესი ადგილი დაიკავოთ. თუ ემოციური დაძაბულობის თავიდან აცილება შეუძლებელია, რამე მაღალკალორიული შაქრის შემცველი პროდუქტი შეჭამეთ – ეს აღდგენაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, სხვების დამოკიდებულების ქვეშ არ მოექცეთ. მაგ., შავი დღისთვის ფული ყოველთვის გადანახული უნდა გქონდეთ.

თანხის ნაწილი ტაქსისთვის გადადეთ, ასე ბოლო ავტობუსზე დაგვიანებისგან დაცული იქნებით. სახლში გამოყავით ადგილი, სადაც საკუთარ თავთან განმარტოებას შეძლებთ. ეს შეიძლება იყოს წიგნის წასაკითხი სივრცე ან სამუშაო მაგიდა პერსონალური კომპიუტერით.

7. დადებითი ენერგიის ადამიანი იპოვეთ

მარტოობა გამოსავალი არაა. სცადეთ შეიძინოთ მეგობრები, რომელთან საერთო ჰობი გაერთიანებთ. თანამშრომელთან ერთად ბარში წადით ან საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიული საღამო მოაწყვეთ.

უბრალოდ საინტერესო პიროვნებებთან უფრო მეტი დრო გაატარეთ და ისინი დადებით ენერგიას გაგიზიარებენ. სხვათა შორის, ისეთი გრძნობა, როგორიცაა იმედი, გადამდებია. ის დადებით გავლენას ახდენს თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაზე. თანაგრძნობა გამოიჩინეთ არა მხოლოდ უცნობების მიმართ, არამედ საკუთარი თავის მიმართ. იყავით მგრძნობიარე, მაგრამ სტრესის ქვეშ არ მოექცეთ.

8. ქალაქგარეთ ხშირად ისეირნეთ

განსაკუთრებული ადგილი უნდა გქონდეთ, სადაც განმარტოებას შეძლებთ. ორმაგად სასიამოვნოა, როცა ამას ბუნებაში გააკეთებთ. ზოგჯერ რამდენიმე საათით ყოველდღიური ცხოვრებიდან მოშორება, საკმარისია რომ ძალები აღიდგინოთ. ეს შეიძლება იყოს ზღვის პირას, ტყეში, ტბასთან ან ქალაქის პარკში სეირნობა.

სახლში ან სამუშაო ადგილას პეიზაჟები განათავსეთ. მონიტორის ფონად პეიზაჟი დააყენეთ. ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომ დილით ადრე ბუნებაში გააღწიოთ და ატმოსფეროთი დატკბეთ.

სუნთქვის ტექნიკის პრაქტიკა და უბრალოდ ლოცვა არ დაგავიწყდეთ. ემოციური ცენტრი საკუთარ თავში იპოვე, სადაც ქარიშხლიან ამინდში თავის შეფარებას შეძლებთ.