კექსი, რომელიც ყოველთვის გამოგივათ: შარლოტაზე დიდ დროს არ მოითხოვს და ასჯერ უფრო გემრიელია

1532
კექსი, რომელიც ყოველთვის გამოგივათ: შარლოტაზე დიდ დროს არ მოითხოვს და ასჯერ უფრო გემრიელია
კექსი, რომელიც ყოველთვის გამოგივათ: შარლოტაზე დიდ დროს არ მოითხოვს და ასჯერ უფრო გემრიელია

დღეს ვივიენი გიზიარებთ რეცეპტს, რომელიც ყოველთვის გამოგივათ და მის გაფუჭებას ვერ შეძლებთ! ნიგვზის „მაზურკა“ შეგიძლიათ მოულოდნელი სტუმრებისთვის ნაჩქარევად მოამზადოთ: დიდ დროს არ მოითხოვს, მთავარია, საჭირო ინგრედიენტები ხელთ გქონდეთ. ყველა, ვინც ეს ნამცხვარი გასინჯა, მის რეცეპტს მთხოვს, რადგან მასში ყველაზე რთული პროცესი ჩირის დაჭრაა. ცომი მარტივი და გემრიელი, შიგთავსი სასარგებლო, ხოლო ჭამის პროცესი ნამდვილი ნეტარებაა.

ვივიენი გიამბობთ, როგორ მოამზადოთ წარმოუდგენლად გემრიელი კექსი ჩირით და ნიგვზით, მელოდიური სახელწოდებით „მაზურკა“.

კექსი ჩირით

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 100 გრ კარაქი
  • ½ ჩ/კ სოდა
  • 2 ჭიქა თაფლი
  • 1 ჭიქა ნიგოზი
  • ½ ჭიქა ქიშმიში
  • ½ ჭიქა შავქლიავი
  • ½ ჭიქა გარგარის ჩირი

მომზადება:

1. შავქლიავი და გარგარის ჩირი კარგად გარეცხეთ და მცირე ზომის ნაჭრებად დაჭერით.

2. ქიშმიში გარეცხეთ, 10 წუთით ცხელ წყალში ჩაალბეთ და გააშრეთ.

3. ნიგოზი დანით დაჭერით, მაგრამ ძალიან წვრილად არა.

4. ღრმა თასში კვერცხი ათქვიფეთ, შაქარი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად ათქვიფეთ. ნელ-ნელა ფქვილი და ძმარში გაზავებული სოდა დაუმატეთ.

5. მიკროტალღურ ღუმელში კარაქი გაადნეთ, ცოტა გააგრილეთ და ცომს დაუმატეთ. აქვე ნახევარი ლიმონის წვენი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

6. ცომს თაფლი, ჩირი და კაკალი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

7. საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით და პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ, შემდეგ ნარევი ჩაასხით და 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 35-40 წუთით შედგით.

8. გაგრილებული კექსი ნიგვზით და ჩირით სუფრაზე თამამად გაიტანეთ. ეს ძალიან გემრიელია!

რეცეპტის შენახვა და მეგობრებისთვის სოციალურ ქსელში გაზიარება არ დაგავიწყდეთ.